„ნუ ელოდებით! დაემსგავსეთ მწყემსებს“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, დეკემბერი, 2022 წ.
ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, დეკემბერი, 2022 წ
ნუ ელოდებით! დაემსგავსეთ მწყემსებს
დიდი ხნის წინ, ჩუმ ღამეს, მწყემსები ბეჯითად მწყემსავდნენ ფარას.
მწყემსებს მნიშვნელოვანი საქმე ებარათ. ცხვარს სჭირდებოდა საკვები, სასმელი და საფრთხისგან დაცვა.
უცებ ანგელოზი გამოჩნდა!
„ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს. … დღეს … თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი”.
ანგელოზმა უთხრა მწყემსებს, რომ ისინი ბეთლემში იპოვიდნენ გახვეულ ყრმას, ბაგაში მწოლარეს.
ანგელოზთა დიდი გუნდი ცაში გამოჩნდა. ისინი შემოუერთდნენ ანგელოზებს ღვთის ქება-დიდებაში.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება“.
„წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა“.
მწყემსებმა არ დააყოვნეს. ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო! ისინი „გაჩქარებულნი“ მივიდნენ ბეთლემში.
მწყემსებმა იპოვეს შეხვეული ყრმა იესო ბაგაში, ზუსტად ისე, როგორც ანგელოზმა აუწყა მათ.
ეს იყო დაპირებული მესია, რომელიც მოევლინა როგორც ამ ქვეყნის მხსნელი და გამომსყიდველი და ჭეშმარიტი სიხარულის მომტანი!
მწყემსები ისეთი აღელვებულები იყვნენ! მათ გაუზიარეს ის, რაც იხილეს და მოისმინეს.
„სამყაროს მხსნელი დაიბადა“!
„მესია მოევლინა ქვეყანს“!
მწყემსები „გაჩქარებულნი“ მივიდნენ იესოსთან. თქვენც შეგიძლიათ!
შეგიძლიათ, შეიტყოთ მის შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ, სხვებისთვის მსახურების ემსახუროთ მას.
შეგიძლიათ, დაამოწმოთ მის შესახებ.
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly For the Strength of Youth Message, December 2022. Language. 18318 131