2012
თქვენი მისიისთვის მომზადებისთვის შუაგულში ყოფნა
ივლისი 2012


ახალგაზრდები

თქვენი მისიისთვის მომზადებისთვის შუაგულში ყოფნა

პრეზიდენტი უხთდორფი ურჩევს მისიონერებს იფიქრონ საკუთარ თავზე ისე, თითქოს ისინი მისიის შუაგულში იმყოფებიან. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ეს იდეა თქვენი მისიისთვის მომზადებაზე: 12 წლის ხართ თუ 18, თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ მისიაზე მსახურებისთვის.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მისიისთვის მომზადების „შუაგულში“?

  • ყოველთვის იყავით ტაძარში შესვლის ღირსნი.

  • ისწავლეთ წმინდა სულის კარნახის ამოცნობა. ამისთვის ჩაიწერეთ, თუ რას გკარნახობთ სული და შემდგომ იმოქმედეთ შესაბამისად ამ კარნახისა.

  • ილოცეთ მისიონერებისთვის.

  • ჰკითხეთ თქვენი რაიონის მისიონერებს, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოემზადოთ მისიაზე წასვლისთვის.

  • ისწავლეთ დროის ეფექტურად გაანაწილება, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც კი, როგორიცაა: მსახურება, წმინდა წერილის შესწავლა და დღიურის შევსება.

  • ოჯახის წევრთან საუბრისას, გაუზიარეთ მას წმინდა წერილის ის მონაკვეთი, რომელმაც ახლახან შთაგაგონათ. აუხსენით მას, თუ რას ფიქრობთ ამ ნაწყვეტის შესახებ.

  • შეეკითხეთ მეგობრებს მათი რელიგიისა და რწმენის შესახებ. იქონიეთ სურვილი გაუზიაროთ მათ თქვენი მრწამსი. მოიწვიეთ ისინი ეკლესიაში ან ღონისძიებაზე.

როდესაც აცნობიძრებთ იმას, რომ იმყოფებით მისიისთვის მომზადების პროცესის შუაგულში, თქვენ შეძლებთ უფრო ღირსეულად იცხოვროთ და იყოთ უფლის ნდობისა და სული წმინდის თანხლების ღირსნი.

ამობეჭდვა