2012
მუდამ შუაგულში ყოფნა
ივლისი 2012


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ივლისი 2012

მუდამ შუაგულში ყოფნა

გამოსახულება
პრეზიდენტ დიტერ ფ. უხთდორფის მიერ

მსოფლიოს უამრავ კალენდარში ივლისი ნიშნავს წელიწადის შუაგულს. მაშინ, როდესაც რაღაცის დასაწყისს და დასასრულს ვზეიმობთ, შუა ნაწილი შეუმჩნეველი გვრჩება.

დასაწყისი არის დრო, როცა ჩვენ დაპირებებს ვდებთ, რაღაცას ვგეგმავთ, ენერგიით სავსე ვართ. დასასრული არის ის დრო, როდესაც რაღაცას ვამთავრებთ და მას შესაძლოა ახლდეს თან დასრულების ან დანაკარგის განცდა. მაგრამ შესაბამისი ხედვით, იმის ცოდნით, რომ რაღაცის შუაში ვიმყოფებით, შეგვიძლია არა მარტო უკეთ გავერკვეთ ცხოვრებაში, არამედ უფრო აზრიანად ვიცხოვროთ.

მისიონერული სამსახურის შუაგული

როდესაც მე ახალგაზრდა მისიონერებს ველაპარაკები ხშირად ვეუბნები, რომ ისინი მათი მისიის შუაგულში იმყოფებიან. ახალი ჩამოსულები არიან ისინი, თუ მალე სახლში დაბრუნდებიან, მე ვთხოვ მათ იფიქრონ საკუთარ თავზე ისე, თითქოს ყოველთვის შუაგულში იმყოფებიან.

ახალი მისიონერები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათ არა აქვთ საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ იყვნენ ეფექტურები, ასე რომ ისინი ვერ ბედავენ იმოქმედონ და ილაპარაკონ თავდაჯერებულად და თამამად. გამოცდილმა მისიონერებმა შეიძლება მოიწყინონ იმის გამო, რომ მათი მისია დასასრულს უახლოვდება, ან ნაკლები ენთუზიაზმით იმუშაონ, რადგან უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ სახლში დაბრუნების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, სად მსახურობენ ისინი და რა პირობებში იმყოფებიან, ჭეშმარიტება ის არის, რომ უფლის მისიონერები ყოველდღიურად თესავენ სიკეთის უთვალავ თესლს. ფიქრი იმაზე, რომ ისინი ყოველთვის თავისი მისიის შუაგულში იმყოფებიან, შემატებენ უფლის ამ ერთგულ წარმომადგენლებს ენერგიასა და სითამამეს. ყოველივე ეს ისევე გვეხება ჩვენ, როგორც - სრული დატვირთვის მისიონერებს.

ჩვენ მუდამ რაღაცის შუაგულში ვიმყოფებით

ხედვის ამგვარი შეცვლა უფრო მეტია, ვიდრე გონების ხრიკი. იმ იდეის უკან, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცის შუაგულში ვიმყოფებით, დიდი ჭეშმარითება იმალება. თუ რუკაზე ჩვენს ადგილმდებარეობას დავაფიქსირებთ ჩავთვლით, რომ რაღაცის დასაწყისში ვიმყოფებით. მაგრამ თუ მეტად დავაკვირდებით, ჩვენი ადგილმდებარეობა უბრალოდ უფრო დიდი ადგილის შუაგულს წარმოადგენს.

იგივე ეხება დროსაც, რაც მანძილს. შეიძლება გაგვიჩნდეს გრძნობა, რომ ჩვენ ცხოვრების დასაწყისში ან ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ როდესაც მარადისობის პერსპექტივის გათვალისწინებით და იმის ცოდნით, რომ ჩვენი სული წარმოუდგენლად დიდი დროის მანძილზე არსებობდა და იესო ქრისტეს სრულყოფილი გამოსყიდვის გამო მუდამ იარსებებს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მართლაც შუაგულში ვიმყოფებით.

ცოტა ხნის წინ მე მოვინდომე ჩემი მშობლების საფლავის ქვის გამოცვლა. დრომ ქვას თავისი კვალი დააჩნია. მე ვიფიქრე, რომ ისინი თავისი სამაგალითო ცხოვრების გამო ახალ ქვას იმსახურებენ. როდესაც დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის ტირეს შევხედე, ამ ჩვეულებრივმა უმნიშვნელო ხაზმა, სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმბოლომ, უცებ გული და გონება მოგონებებით ამივსო. ყოველი ეს ძვირფასი მოგონება იყო ჩემი მშობლებისა და საკუთარი ცხოვრების შუაგულის ანარეკლი.

როცა კი რამე ხდება ჩვენს ცხოვრფებაში, ასაკისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის შუაგულში ვიმყოფებით. მეტიც, ჩვენ მუდამ შუაგულში ვიქნებით.

შუაგულში ყოფნის იმედი

დიახ, ჩვენს ცხოვრებაში დაწყებისა და დასრულების მომენტები გვექნება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მარადიული ცხოვრების დიად შუაგულში ყოფნის მანიშნებელი წერტილებია. დასაწყისში ვიმყოფებით თუ ბოლოში, ახალგაზრდები ვართ თუ ასაკოვანნი, უფალს შეუძლია გამოგვიყენოს ჩვენ საკუთარი მიზნით, თუკი გვერდზე გადავდებთ იმას, რაც ხელს გვიშლის მსახურებაში და მივცემთ უფალს ნებას მართოს ჩვენი ცხოვრება.

მეფსალმუნე ამბობს: „ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში“ (ფსალმუნები 117:24). ამულეკი გვახსენებს, რომ „ეს ცხოვრება ეძლევა ადამიანებს იმისთვის, რომ მოემზადონ ღმერთთან შესახვედრად; დიახ, აი ამ ცხოვრების დღენი არის დრო, როდესაც ადამიანებ უნდა შეასრულონ მათი სამუშაო (ალმა 34:32მა; ) და როგორც პოეტი ამბობს: „აწმყო შეადგენს მარადისობას.“1

მუდამ შუაგულში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ თამაში არასდროს არ მთავრდება, იმედი არ იწურება, მარცხი არასდროს არ არის საბოლოო. რამეთუ მიუხედავად იმისა, თუ სად ვართ და რა პირობებში ვიმყოფებით, ჩვენს წინაშე დასაწყისების და დასასრულების მარადისობაა გაშლილი.

ჩვენ ყოველთვის შუაგულში ვიმყოფებით.

შენიშვნა

  1. ემილი დიკინსონი, “Forever—is composed of Nows,” ემილი დიქსონის ლექსების სრული კრებულიდან თომას ჯონსონის რედაქტორობით (1960), გვ.624.

ამ გზავნილის სწავლება

განიხილეთ ოჯახის წევრებთან, თუ როგორ იმყოფებიან ისინი „ყოველთვის შუაგულში“ მაშინაც კი, როდესაც რაიმეს იწყებენ ან ამთავრებენ. შეაგულიანეთ ისინი, რომ რაც შეიძლება კარგი კუთხით მიუდგნენ ამჟამინდელ ღონისძიებებს და არ ჩარჩნენ წარსულში და არ იყვნენ მომავალი ღონისძიების ან პროექტის მოლოდინში. თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ურჩიოთ მათ რაიმე ღონისძიება, რომელშიც ისინი მთელი ოჯახით ჩაებმევიან იმისთვის, რომ გამოიყენონ ეს რჩევა და დანიშნონ თარიღი, როცა ეცდებიან დასახული მიზნის მიღწევას.

ამობეჭდვა