2012
ჩვენი მოწაფეობის გამომჟღავნება მოწყალებისა და სიყვარულის მეშვეობით
ივლისი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2012

ჩვენი მოწაფეობის გამომჟღავნება მოწყალებისა და სიყვარულის მეშვეობით

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

თავის მიწიერ ცხოვრებაში იესო ქრისტემ სხვების მიმართ სიყვარული მათდამი მსახურებით გამოამჟღავნა. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოანე 13:35). მან მაგალითი მოგვცა და სურს „დავეხმაროთ მათ, ვინც ჩვენს დახმარებას საჭიროებს“ (მოსია 4:16). ის მოუწოდებს თავის მოწაფეებს იმსახურონ მასთან ერთად; ამით ის აძლევს მათ საშუალებას ემსახურონ სხვებს და დაემსგავსონ მას.1

ჩვენი, როგორც შინა მასწავლებლების მსახურება, დაემსგავსება მაცხოვრის მსახურებას, როცა ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ვსტუმრობთ და შემდეგნაირად მოვიქცევით:2

  • დავიმახსოვრებთ მათი და მათი ოჯახის წევრების სახელებს და გავიცნობთ მათ.

  • განკითხვის გარეშე გვეყვარება ისინი.

  • ვუპატრონებთ მათ და „ერთმანეთის მიყოლებით“გავაძლიერებთ მათ რწმენას, როგორც ეს გააკეთა მხსნელმა (3 ნეფი 11:15).

  • დაამყარეთ მათთან გულწრფელი მეგობრული ურთიერთობები და მოინახულეთ ისინი სახლში და სადაც შეგეძლებათ.

  • იზრუნეთ ყოველ დაზე. გახსოვდეთ მათი დაბადების დღე, სკოლის დამთავრების დღე, ქორწინების დღე, ნათლობის დღე ან სხვა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღები.

  • ხმა მიაწვდინეთ ახალ და ნაკლებად აქტიურ წევრებს.

  • ხმა მიაწვდინეთ მარტოსულებს და მათ, ვისაც ნუგეში სჭირდებათ.

წმინდა წერილებიდან

3 ნეფი 11; მორონი 6:4; მოძღვრება და აღთქმები 20:47

ჩვენი ისტორიიდან

„ახალ აღთქმაში მოხსენიებულნი არიან ქალები (სახელით თუ ზოგადად), რომლებმაც გამოავლინეს რწმენა იესო ქრისტეში. … ეს ქალები იქცნენ სამაგალითო მოწაფეებად. … ისინი იესოსთან და მის თორმეტ მოციქულთან ერთად მოგზაურობდნენ. მათ მთელი თავისი არსი მიუძღვნეს მის მსახურებას. მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგაც ისინი მის ერთგულ მოწაფეებად დარჩნენ.“3

პავლე მოციქულმა დაწერა ფებეზე, ქალზე, რომელიც იყო „ეკლესიის მსახური“ (რომაელთა 16:1). მან სთხოვა ხალხს „დაეხმარეთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო“(რომაელთა 16:2). „ახალ აღთქმაში აღწერილი ფებესა და მსგავსი ქალების მსახურება დღესაც გრძელდება მოწყალების საზოგადოების წევრების — ხელმძღვანელების, შინა მასწავლებლების, დედებისა და მათი მეშვეობით, — ვინც სხვებისთვის შემწეს როლში გამოდიან.“4

შენიშვნები

  1. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 105.

  2. იხილეთ Handbook 2: Administering the Church (2010), 3.2.3.

  3. Daughters in My Kingdom, 3.

  4. Daughters in My Kingdom, 6.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ვზრდი ჩემს აღმზრდელობით უნარს?

  2. რას ვაკეთებ იმისთვის, რომ დები, რომლებიც მომაბარეს, გრძნობნენ ჩემს სიყვარულს?

ამობეჭდვა