2017
სამი და
November 2017


სტუმრად მოსული მასწავლებლის გზავნილი, ნოემბერი, 2017 წ.

სამი და

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს საკუთარ მოწაფეობაზე და ამას არ აქვს არანაირი კავშირი იმასთან, როგორ გვექცევიან სხვები.

ძვირფასო დებო, ძვირფასო მეგობრებო, მნიშვნელოვანი და შესანიშნავია გენერალური კონფერენციის დაწყება სესიით დებისთვის . წარმოიდგინეთ: სხვადასხვა ასაკის, ცხოვრებისეული გამოცდილების, ეროვნებისა და ენის მქონე დები, გაერთაინებულები რწმენაში და სიყვარულში უფალ იესო ქრისტეს მიმართ.

როცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევხვდით ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს, თომას ს. მონსონს, მან გვითხრა, რაოდენ ძლიერ უყვარს მას უფალი. და მე ვიცი, რომ პრეზიდენტი მინსონი ძალიან მადლიერია თქვენი სიყვარულისთვის, ლოცვებისთვისა და უფლის ერთგულებისთვის.

დიდი ხნის წინ შორს ცხოვრობდა სამი და.

პირველი იყო მოწყენილი. არაფერი, დაწყებული ცხვირიდან ნიკაპამდე და დამთავრებული კანითა და ფეხის თითებით, არ ჰქონდა ისეთი, როგორც მას სურდა. ზოგჯერ საუბრისას იგი უცნაურად წარმოთქვამდა სიტყვებს და ხალხი დასცინოდა. როცა ვინმე აკრიტიკებდა ან „ავიწყდებოდა“ მისი დაპატიჟება სადმე, იგი წითლდებოდა და იმალებოდა ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ ვერ მიაგნებდა; იქ ნაწყენი ამოიოხრებდა და გაიკვირვებდა, რატომ იყო ცხოვრება ასეთი უღიმღამო და უსიხარულო.

მეორე და გაბრაზებული იყო. მას ეგონა, რომ იყო ძალიან ჭკვიანი, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებოდა ვინმე, ვინც უფრო მაღალ ქულებს აიღებდა სკოლაში. იგი ფიქრობდა, რომ იყო მხიარული, ლამაზი, თანამედროვე და მომხიბვლელი. მაგრამ ყოველთვის მოიძებნობოდა ვინმე ისეთი, ვინც უფრო მხიარული, უფრო ლამაზი, უფრო თანამედროვე და უფრო მიმზიდველი იყო.

იგი არასდროს და არაფერში არ იყო პირველი და ამას ვერ იტანდა. ცხოვრება ასეთი არ უნდა ყოფილიყო!

ზოგჯერ იგი სხვებზე იყრიდა ჯავრს და თითქოს ყოველთვის ცოტაღა აკლდა იქამდე, რომ რაიმეს არ გამოეყვანა იგი მდგომარეობიდან.

რა თქმა აუნდა, ეს არანაირად არ ეხმარებოდა მას იმაში, რომ უფრო მოსაწონი ან პოპულარული გამხდარიყო. ზოგჯერ იგი კბილებს აკრაჭუნებდა, მუშტებს კრავდა და ფიქრობდა: „ცხოვრება ისეთი უსამართლოა“.

იყო კიდევ მესამე და. ორი დისგან განსხვავებით იგი მხიარული იყო. და ეს არა იმიტომ, რომ იგი თავის დებზე უფრო ჭკვიანი, ლამაზი ან მოხერხებული იყო. არა, ზოგჯერ ადამიანები მასაც არიდებდნენ თავს და არ აღიქვამდნენ. ზოგჯერ ისინი დასცინოდნენ მას იმის გამო, თუ რა ეცვა ან რას ამბობდა. ზოგჯერ ცუდსაც კი ამბობდნენ მასზე. მაგრამ იგი დიდად არ აქცევდა ამას ყურადღებას.

ამ დას უყვარდა სიმღერა. დიდად სმენა არ ჰქონდა და ხალხი დასცინოდა, მაგრამ ამან იგი არ შეაკავა. იტყოდა ხოლმე: „მე არ დავუშვებ, რომ ვინმეს აზრმა შემაკავოს სიმღერისგან“!

ის ფაქტი, რომ იგი მაინც მღეროდა, პირველ დას სევდას ჰგვრიდა, მეორეს კი აბრაზებდა.

მრავალი წელი გავიდა და ბოლოს ყოველმა დამ ამოწურა თავისი დრო დედამიწაზე.

პირველი და, რომელიც გამუდმებით აკეთებდა აღმოჩენას, რომ გულგატეხილობა არ მთავრდება ცხოვრებაში, გარდაიცვალა მოწყენილი.

მეორე, რომელიც ყოველდღე აღმოაჩენდა ხოლმე რაღაც ახალს, რაც არ მოსწონდა, გარდაიცვალა გაბრაზებული.

მესამე და, რომელმაც გაატარა ცხოვრება სიმღერით, არ იშურებდა საამისოდ ძალას და სახეზე თვითდაჯერებულობის ღიმილი ჰქონდა, გარდაიცვალა გახარებული.

რა თქმა უნდა, ცხოვრება არასდროს არ არის ასეთი მარტივი და ადამიანები არ არიან სულ ერთ ტალღაზე, როგორც ეს სამი და მონაყოლიდან. მაგრამ ასეთი განსაკუთრებული მაგალითებიც გვასწავლის რაღაცას. თუ თქვენ უმეტესობის მსგავსი ანუ ჩვენნაირი ხართ, თქვენ ამოიცნობდით რაიმე საერთოს პირველ, მეორე ან სამივე დაში ერთდროულად. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

მსხვერპლი

პირველი და ხედავდა საკუთარ თავს მსხვერპლის როლში - თითქოს ვიღაცა განაგებდა მის ცხოვრებას.1 თითქოს და სულ ხდებოდა რაღაც, რის გამოც იგი უბედურად გრძნობდა თავს. ასეთი მიდგომით იგი სხვებს აძლევდა იმის ნებას, რომ ემართათ მისი გრძნობები და საქციელი. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ყოველი აზრის ქარი გვიტაცებს და დღეს, როცა სოციალური ქსელები ყველგან იჩენს თავს, ეს ქარი ქარიშხლის ძალით უბერავს.

ძვირფასო დებო, რატომ უნდა დაუთმოთ ბედნიერება ვინმეს ან რაღაც ჯგუფებს, რომლებიც ასე მცირედ ზრუნავენ თქვენზე და თქვენს ბედნიერებაზე?

თუ თქვენ გაწუხებთ, რას ამბობენ თქვენზე სხვები, მინდა შემოგთავაზოთ საპირისპირო რამ: გახსოვდეთ, ვინ ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ღვთის სასუფევლის სამეფო კარიდან ხართ, ღვთიური მშობლების ასულნი, რომელნიც მეფობენ მთელს სამყაროში.

თქვენ ღმერთის სულიერი დნმ-ი გაქვთ. თქვენ გაქვთ უნიკალური ძღვენი, წარმოშობით თქვენი სულიერი დაბადებიდან, რომელიც თქვენი მიწიერი ცხოვრების დიდ მონაკვეთზე განვითარდა. თქვენ ხართ მოწყალე, მარადიული ზეციური მამის შვილები, ცაბაოთ უფლისა, ჩვენი სამყაროს შემოქმედის, რომელმაც ამ უზარმაზარ სივრცეში ვარსკვლავები მოფანტა და ორბიტებზე პლანეტები დასვა.

თქვენ მის ხელში ხართ.

ძალიან სანდო ხელში.

მოსიყვარულე ხელში.

მზრუნველ ხელში.

და რაც არ უნდა თქვან თქვენზე სხვებმა, ამით არაფერი არ შეიცვლება. მათი სიტყვები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი ამბობს თქვენზე.

თქვენ მისი ძვირფასი შვილი ხართ.

თქვენ მას უყვარხართ.

მაშინაც კი, როცა წაბორძიკდებით, როცა მას ზურგს შეაქცევთ, ღმერთს მაინც უყვარხართ. თუ დაკარგულად გრძნობთ თავს, მიტოვებულად ან მივიწყებულად - ნუ გეშინიათ. მწყემსი კეთილი გიპოვით. იგი სიხარულით შეგისვამთ მხრებზე. იგი სახლში წაგიყვანთ.2

ძვირფასო დებო, გთხოვთ, შეუშვით გულში ღრმად ეს ღვთიური ჭეშმარიტება. და აღმოოაჩენთ, რომ უამრავი მიზეზია იმისთვის, რომ არ მოიწყინოთ, რადგან მარადიული დანიშნულება გაქვთ შესასრულებელი.

სამყაროს საყვარელმა მხსნელმა სიცოცხლე დათმო, რათა თქვენ შეგძლებოდათ იმ დანიშნულების რეალობად ქცევა. თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ მისი სახელი; თქვენ მისი მოწაფენი ხართ. და მის გამო, თქვენ შეგიძლიათ, შეიმოსოთ მარადიული დიდების სამოსით.

მოძულე

მეორე და სამყაროზე გაბრაზებული იყო. მოწყენილი დის მსგავსად იგი ფიქრობდა, რომ მისი პრობლემები ცხოვრებაში ვიღაცის ბრალი იყო. იგი ადანაშაულებდა ოჯახს, მეგობრებს, უფროსსა და თანამშრომლებს, პოლიციას, მეზობლებს, ეკლესიის ხელმძღვანელებს, თანამედროვე მოდის ტენდენციას, მზის სიკაშკაშის ძალასაც კი და უბრალოდ ცუდ ბედს და იგი ყველაზე იყრიდა ჯავრს.

ის სულაც არ ფიქრობდა, რომ ცუდი პიროვნება იყო. პირიქით, იგი ფიქრობდა, რომ საკუთარ თავს იცავდა. მისი აზრით ყველას ამოძრავებდა ეგოისტობა, სიძულვილი და სულმდაბლობა. მას კი მხოლოდ კარგი ზრახვები ამოძრავებდა - სამართლიანობა, პატიოსნება და სიყვარული.

სამწუხაროდ, გაბრაზებული დის აზროვნება მეტისმეტად ჩვეულებრივია. ეს აღინიშნა ბოლო ხანების გამოკვლევაში, როგორც ორ დაპირისპირებულ ჯგუფთა შორის კონფლიქტის წყარო. გამოკვლევის ნაწილი იყო პალესტინელებისა და ისრაელიელების გამოკითხვა ახლო აღმოსავლეთში და რესპუბლიკელებისა და დემოკრატებს შორის შეერთებულ შტატებში. მათ აღმოაჩინეს, რომ „ყოველი მხარე თვლიდა, რომ მათ ჯგუფს ამოძრავებდა სიყვარული და არა სიძულვილი, მაგრამ როცა ჰკითხეს, რატომ ჩაერთო დაპირისპირებული ჯგუფი ამ კონფლიკტში, ისინი ასახელებდნენ სიძულვილს როგორც ჯგუფის მამოძრავებელ ფაქტორს“.3

ანუ ყოველი ჯგუფი თვლიდა, რომ ისინი „კარგები“ არიან - კეთილი, სამართლიანი და სანდო. ამის საპირისპიროდ, ისინი ხედავდნენ დაპირისპირებულ ჯგუფს როგორც „ცუდებს“ - გაუცნობიერებულთ, არაპატიოსანთ და ბოროტთ.

იმ წელს, მე რომ დავიბადე, სამყარო ჩაძირული იყო საშინელ ომში, რომელმაც სამყაროს აუტანელი გლოვა და დიდი მწუხარება მოუტანა. ეს ჩემმა ერმა ჩაიდინა - ადამიანთა ჯგუფმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გარკვეული სხვა ჯგუფები ბოროტნი იყვნენ და წააქეზეს მათ მიმართ სიძულვილში.

ისინი აჩუმებდნენ მათ, ვინც არ მოსწონდათ. ისინი მათ არცხვენდნენ და დესპოტურად ეპყრობოდნენ. მათ ზემოდან უყურებდნენ და ადამიანებად არ თვლიდნენ. როცა ერთხელ დაამცირებ ადამიანთა ჯგუფს, ეს იმის ტოლფასია, რომ ამართლებ მათ წინააღმდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას.

ჟრუანტელი მივლის, როცა ვფიქრობ იმაზე, რა მოხდა მე-20 საუკუნეში გერმანიაში.

როცა ვინმე გვიპირისპირდება ან არ გვეთანხმება, ჩნდება ცდუნება იფიქრო, რომ ამ ადამიანებს რაღაც სჭირთ. იქიდან კი სულ პატარა ნაბიჯია იმისკენ, რომ დაუკავშირო მათ სიტყვებსა და ქმედებებს ყველაზე საშინელი ზრახვები.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ყოველთვის დავიცვათ სიმართლე და არის დრო, როცა ამისთვის ხმაც კი უნდა ავიმაღლოთ. თუმცა, როცა ამას გულში წყრომითა ან სიძულვილით ვაკეთებთ, როცა სხვებზე ვიყრით ჯავრს, რათა გული ვატკინოთ, შევარცხვინოთ ან გავაჩუმოთ ვინმე - არსებობს იმის შანსი, რომ მართალნი არ ვართ.

რას გვასწავლიდა მხსნელი?

„მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით

„რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი“.4

ეს არის მხსნელის გზა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ ბარიერის დასანგრევად, რომელიც ამდენ წყრომას, სიძულვილს, დაყოფასა და ძალადობას ქმნის მსოფლიოში.

შეიძლება თქვათ: „კი“, „შევიყვარებ მტერს, თუკი ისიც შემიყვარებს.“

მაგრამ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ხომ ასეა? ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს საკუთარ მოწაფეობაზე და ამას არ აქვს არანაირი კავშირი იმასთან, როგორ გვექცევიან ჩვენ სხვები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გაგებითა და მოწყალებით მოგვექცევიან, მაგრამ ჩვენი მათ მიმართ სიყვარული არ არის დამოკიდებული ჩვენზე.

იქნებ ჩვენი მცდელობა - გვიყვარდეს მტერი, მათ გულს მოულბობს და კარგ გავლენას მოახდენს მათზე. შეიძლება ისეც იყოს, რომ არა. მაგრამ ეს არ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას, მივყვეთ ქრისტეს.

ასე რომ, ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, გვეყვარება მტერი.

ჩვენ დავძლევთ შიშსა თუ სიძულვილს.

ჩვენ ავავსებთ გულს ღვთის ყოველი შვილის მიმართ.

ჩვენ მივწვდებით სხვებს, რათა დავლოცოთ ისინი და ვემსახუროთ მათ, მათაც კი, ვინც „ბოროტად გვიყენებს და გვდევნის“.5

ნამდვილი მოწაფე

მესამე და წარმოადგენს იესო ქრისტეს ნამდვილ მოწაფეს. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც უაღრესად ძნელია: იგი ენდობოდა ღმერთს მაშინაც კი, როცა დასცინოდნენ ან გასაჭირში იყო. რაღაცნაირად იგი ინარჩუნებდა რწმენასა და იმედს, დაცინვისა და ცინიზმის მიუხედავად. იგი მხიარულად ცხოვრობდა არა იმიტომ, რომ მისი ცხოვრება იყო მხიარული, არამედ იმიტომ, რომ თავად იყო მხიარული.

ვერავინ ვერ იცხოვრებს წინააღმდეგობების გარეშე. როცა ირგვლივ იმდენი ძალებია, რომლებიც ცდილობენ ჩვენ სხვა მიმართულებით წაყვანას, როგორ არ გადავიტანოთ ყურადრება ერთგულებისთვის დაპირებული ბედნიერებიდან?

ალბათ პასუხის პოვნას შევძლებთ ათასი წლის წინ წინასწარმეტყველის მიერ ნანახი ხილვით. წინასწარმეტყველს ერქვა ლეხი, მისი ხილვა კი ჩაწერილია ძვირფას, შესანიშნავ მორმონის წიგნში.

იმ ხილვაში ლეხიმ იხილა დიდი მინდორი და საოცარი ხე, რომლის სილამაზეც აღემატებოდა ნებისმიერ აღწერას. მან ასევე იხილა ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც ხისკენ მიიწევდნენ. მათ იმ ჩინებული ნაყოფის დაგემოვნება სურდათ. მათ იგრძნეს და სწამდათ, რომ იგი მათ დიდ ბედნიერბასა და ხანგრძლივ სიმშვიდეს მოუტანდა.

იმ ხისკენ ვიწრო ბილიკი მიდიოდა და მის გასწვრივ რკინის მოაჯირი მიუყვებოდა, რომელიც ეხმარებოდათ მათ ბილიკზე დარჩენაში. მაგრამ იყო ასევე ბნელი ნისლი, რომელიც თვალს უბინდავდა ბილიკისა და ხის დანახვაში. და ალბათ ამაზე უფრო საშინელი იყო დამცინართა სიცილისა და დაცინვის ხმა, რომელიც გამოდიოდა იმ დიდი და ფართო შენობიდან. საკვირველია, რომ დაცინვამ მოახდინა გავლენა იმათზეც კი, ვინც მივიდა ხემდე და გასინჯა საოცარი ნაყოფი და ისინი დარცხვენილნი სხვა მიმართულებით წავიდნენ.6

ალბათ ისინი დაეჭვდნენ იმ ხის სილამაზის რეალობაში. ალბათ ისინი დაეჭვდნენ მომხდარის რეალობაში.

იქნებ იფიქრეს, რომ ხისგან სხვა მიმართულებით რომ წასულიყვნენ, ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა. იქნებ მათ აღარ დასცინებდნენ.

და ისინი, ვინც დასცინოდნენ, ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ბედნიერები იყვნენ და კარგად ატარებდნენ დროს. ასე რომ, ხისგან რომ წამოსულიყვნენ, მათ მიიღებდა ის დიდი და ფართო შენობის საზოგადოება და ტაშსაც დაუკრავდნენ მათი განკითხვის, ინტელექტისა და ცოდნის გამო.

დარჩით ბილიკზე

ძვირფასო დებო, მეგობრებო, თუ ძნელია იმ რკინის მოაჯირზე ჩაჭიდება და მტკიცედ სიარული ხსნისკენ; თუ მათი სიცილი და დაცინვა, ვინც ასე დაჯერებულად იქცევა და გაიძულებს, გადაუხვიო გზას; თუ გაწუხებთ კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვთ ან დოქტრინა, რომელიც ჯერ არ გესმით; თუ მოიწყინეთ გულგატეხილობის გამო, მე მინდა შეგაგულიანოთ, გახსოვდეთ ლეხის სიზმარი.

დარჩით ბილიკზე

არასდროს არ გაუშვათ ხელი რკინის მოაჯირს - ღვთის სიტყვას!

და როცა ვინმე ეცდება, შეგარცხვინოთ ღვთის სიყვარულის გამო, არ მიაქციოთ მათ ყურადღება.

არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ღვთის შვილები ხართ; თქვენ ულევი კურთხევა გელით; თუ შეძლებთ ღვთის ნების შესრულებას, თქვენ მის გარემოცვაში ცხოვრება გელით!7

ამქვეყნიური ქება და მოწონება არასაიმედო, ყალბი და არადამაკმაყოფილებელია. ღმერთის დაპირებები საიმედო, ჭეშმარიტი და სასიხარულოა, აწ და მარადის.

მე გიწვევთ, განიხილოთ რელიგია და რწმენა უფრო მაღალი გადასახედიდან. ვერაფერი, რასაც გთავაზობთ დიდი და ფართო შენობა, ვერ შეედრება იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრების ნაყოფს.

ჭეშმარიტად, „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, არც კაცს გულში არ გაუვლია რმერთმა მოუმზადა თავის მოყვარულებს “.8

მე ვისწავლე, რომ იესო ქრისტეს სახარების მოწაფეობის გზას მივყავართ სიხარულისკენ. ეს არის გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოებისკენ. ეს არის გზა ჭეშმარიტებისკენ.

მე ვმოწმობ, რომ სულიწმინდის ძღვენითა და ძალით თქვენ შეგიძლიათ თავად შეიტყოთ ეს.

და თუ ამასობაში გზა გაგირთულდათ, იმედია, რომ იპოვით თავშესაფარსა და ძალას ჩვენს შესანიშნავ საეკლესიო ორგანიზაციებში - დაწყებითი საზოგადოება, ახალგაზრდა ქალები და მოწყალების საზოგადოება. ისინი მანიშნებლებივით არის გზაზე, სადაც შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი დაჯერებულობა და რწმენა იმ მოგზაურობისთვის, რომელიც გელით. ისინი უსაფრთხო სახლია, რომლის წევრადაც თავს გრძნობთ და იღებთ გამბედაობას თქვენი დებისა და მოყვასი მოწაფეებისგან.

ის, რასაც დაწყებით საზოგადოებაში სწავლობთ, გამზადებთ იმ ჭეშმარიტი სწავლებების ასათვისებლად, რომლებსაც ახალგაზრდა ქალების ასაკში ისწავლით. ახალგაზრდა ქალებთან გავლილ გზას მიჰყავხართ მეგობრობისკენ და ურთიერთობებისკენ დებთან მოწყალების საზოგადოებაში. გზის ყოველ ნაბიჯზე გეძლევათ დამატებითი საშუალებები, გამოხატოთ სხვების მიმართ სიყვარული რწმენის, თანაგრძნობის, მოწყალების, პატიოსნებისა და მსახურების საშუალებით.

მოწაფეობის გზის არჩევა მიგიყვანთ ენით აუღწერელ ბედნიერებამდე და თქვენი ღვთაებრივი ბუნების აღსრულებამდე.

ეს არ იქნება ადვილი. ეს მოითხოვს თქვენგან საუკეთესოს - ყოველივე თქვენს ინტელექტს, შემოქმედებას, რწმენას, პატიოსნებას, ძალას, თავდადებულებასა და სიყვარულს. მაგრამ დადგება დღე, როცა უკან მოიხედებით თქვენს მცდელობებზე და ოჰ, რაოდენ მადლიერნი იქნებით იმისთვის, რომ დარჩით ძლიერნი, რომ გწამდათ და რომ არ გადაუხვიეთ გზიდან.

იარეთ წინ

შეიძლება იყოს მრავალი რამ ცხოვრებაში, რასაც ვერ აკონტროლებთ. მაგრამ ბოლოს გექნებათ ძალა, აირჩიოთ თქვენი საბოლოო დანიშნულება და გამოცდილება ცხოვრების გზაზე. ეს უფრო თქვენს შესაძლებლობებს და არა თქვენს არჩევანს ეხება ცხოვრებაში.9

თქვენ არ უნდა დართოთ ვითარებებს ნება იმისა, რომ გაგიტეხონ გული.

თქვენ არ უნდა დართოთ ვითარებებს ნება იმისა, რომ გაბრაზდეთ.

შეგიძლიათ გიხაროდეთ, რომ ღვთის ასული ხართ. შეგიძლიათ იპოვოთ სიხარული და ბედნიერება ღვთის მადლში და იესო ქრისტეს სიყვარულში.

თქვენ შეგიძლიათ სიხარული.

მე მინდა შეგაგულიანოთ, აავსოთ გული ღვთის უხვი ულევი სიკეთის მადლიერებით. ჩემო საყვარელო დებო, თქვენ ეს შეგიძლიათ! მე ვლოცულობ ჩემი სულის მთელი სიყვარულით, რომ გააკეთოთ არჩევანი - იაროთ წინ სიცოცხლის ხის მიმართულებით. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ აიმაღლოთ ხმა და აქციოთ ცხოვრება ქების დიდებულ სიმფონიად და გაიხაროთ ღმერთის სიყვარულში, მისი ეკლესიის საოცრებებში და იმაში, რაც იესო ქრისტეს სახარებას მოაქვს სამყაროსთვის.

ჭეშმარიტი მოწაფეობის სიმღერა შეიძლება ზოგიერთისთვის ცოტა ყალბად ან ხმამაღლა ჟღერდეს. ასე იყო დასაბამიდანვე.

მაგრამ ჩვენი მამაზეციერისთვის და მათთვის, ვისაც უყვარს იგი და პატივს მიაგებს მას, ეს ყველაზე ძვირფასი და შესანიშნავი სიმღერაა - უზენაესი და წმინდა სიმღერა ღმერთის გამომსყიდველი სიყვარულისა და მისი მოყვასისადმი მსახურების შესახებ.10

მე გიტოვებთ ჩემს კურთხევას, როგორც უფლის მოციქული, რათა ჰპოვოთ ძალა და სიმამაცე, სიხარულით იცხოვროთ როგორც ღმერთის ასულნი მოწაფეობის დიდებულ გზაზე. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა