„მარადიული აღთქმა“, ლიახონა, ოქტომბერი, 2022 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ოქტომბერი, 2022
მარადიული აღთქმა
ყველას, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე აქვს წვდომა.
დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ომები და ამბები ომების შესახებ აზანზარებს, იესო ქრისტეს ჭეშმარიტება, სინათლე და წმინდა სიყვარული ისე როგორც არასდროს არის საჭირო. ქრისტეს სახარება დიდებულია და ჩვენ დალოცვილნი ვართ, რომ შეგვიძლია მისი შესწავლა და მისი მიხედვით ცხოვრება. ჩვენ ვხარობთ მისი გაზიარების საშუალებებით, რომ შეგვიძლია დავამოწმოთ მისი ჭეშმარიტება სადაც არ უნდა ვიყოთ.
მე ხშირად ვსაუბრობდი აბრაამის აღთქმისა და ისრაელის შეკრების მნიშვნელობაზე. როცა სახარებას ვიღებთ და ვინათლებით ჩვენ იესო ქრისტეს სახელს ვიღებთ საკუთარ თავზე. ნათლობა არის ის კარიბჭე, რომელსაც მივყავართ იქამდე, რომ გავხდეთ უფლისადმი ძველი დროიდან აბრაამის, ისაკის, იაკობისა და მათი შთამომავლობისთვის მიცემული დაპირებების თანამემკვიდრენი.1
„ახალი და მარადიული აღთქმა“2 (მოძღვრება და აღთქმები 132:6) და აბრამის დაპირებები ძირითადად იგივეა - უბრალოდ სხვადასხვა დროს მიწიერ ადამიანებთან დადებული აღთქმების ორი ინტერპრეტაცია.
ზედსართავი სახელი მარადიული ნიშნავს, რომ ეს აღთქმა სამყაროს შექმნამდე არსებობდა! გეგმა, რომელიც წარადგინეს დიდ საბჭოზე ზეცაში, მოიცავდა გამომაფხიზლებელ აღქმას იმისა, რომ ჩვენ ყველანი მოკვეთილნი ვიქნებოდით ღვთის გარემოცვიდან. თუმცა ღმერთი დაგვპირდა, რომ იგი უზრუნველყოფდა მხსნელს, რომელიც დაძლევდა დაცემის შედეგებს. ღმერთმა უთხრა ადამს ნათლობის შემდეგ:
„და ხარ მისი წესისამებრ, რომელსაც არ აქვს დღეების დასაწყისი და არც წლების დასასრული, სრული მარადიულობიდან სრულ მარადისობამდე.
„აჰა, ერთიანი ხარ ჩემში, ღვთის შვილო; და ამგვარად, დაე, ყოველი იქცეს ჩემს შვილად (მოსე 6:67-68).
ადამმა და ევამ მიიღეს ნათლობის წეს-ჩვეულება და დაადგნენ ღმერთთან გაერთიანების გზას. ისინი აღთქმის გზაზე დადგნენ.
როცა მე და თქვენ ასევე დავდგებით ამ გზაზე, ჩვენ ახალი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. მაშასადამე ჩვენ ვქმნით ისეთ ურტიერთობას ღმერთთან, რომელიც ნებას რთავს მას, დაგვლოცოს და შეგვცვალოს. აღთქმის გზას მივყავართ უკან ღმერთთან. თუ ცხოვრებაში ღმერთს მივანდობთ პირველობას, ეს აღთქმა უფრო და უფრო ახლოს მიგვიყვანს მასთან. ყველა აღთქმის არსი ორმხრივი ვალდებულებაა. ისინი მარადიულ კავშირებს ქმნიან.
განსაკუთრებული სიყვარული და წყალობა
როგორც კი ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ნეიტრალურ პოზიციას. ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე მათთან, ვინც მასთან ასეთი კავშირი შექმნა. ყველას, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე აქვს წვდომა. ებრაულ ენაზე ამ აღთქმას ეწოდება ჰესედ (חֶסֶד).3
ჰესედ -ს არ აქვს შესატყვისი სიტყვა ინგლისურში. მეფე იაკობის ვერსიის ბიბლიის მთარგმნელებს გაუჭირდებოდათ ინგლისურად სიტყვა ჰესედ ის თარგმნა. ისინი ხშირად იყენებენ სიტყვას „მოსიყვარულე სიკეთე“. ეს მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს სიტყვა ჰესედ-ის მნიშვნელობას. სხვა თარგმანებში ასევე გამოიყენება სიტყვები „წყალობა“ და „სიკეთე“. ჰესედ -ი უნიკალური ტერმინია, რომელიც აღწერს ართქმის ურთიერთობას, სადაც ორივე მხარე იღებს ერთგულების ვალდებულებას.
ასეთი აღთქმის ურთიერთობაა ცელესტიალური ქორწინება. ცოლი და ქმარი ღმერთთან და ერთმანეთთან დებენ აღთქმას, რომ იქნებიან ერთმანეთის ერთგულნი.
ჰესედ -ი არის განსაკუთრებული სიყვარული და წყალობა, რომელსაც ღმერთი გრძნობს და სთავაზობს მათ, ვინც მასთან აღთქმა დადო. და ჩვენც მას ჰესედ -ით ვპასუხობთ.
როგორც კი მე და თქვენ ღმერთთან აღთქმას დავდებთ, ჩვენი მასთან ურთიერთობა ხდება გაცილებით უფრო ახლო, ვიდრე აღთქმამდე. ახლა ჩვენ ვალდებულების კავშირი გვაქვს.
ჯერი ლ. გარნსის ფოტო
იმის გამო, რომ ღმერთს გააჩნია ჰესედ -ი მათ მიმართ, ვინც მასთან აღთქმა დადო, მას ისინი ეყვარებათ. ის გააგრძელებს მათთან მუშაობას და შესთავაზებს მათ შეცვლის შესაძლებლობებს. ის მიუტევებს მათ, როცა ისინი მოინანიებენ. და თუ გზიდან გადაუხვევენ, იგი დაეხმარება მათ, იპოვონ მასთან დასაბრუნებეილი გზა.
როგორც კი მე და თქვენ ღმერთთან აღთქმას დავდებთ, ჩვენი მასთან ურთიერთობა ხდება გაცილებით უფრო ახლო, ვიდრე აღთქმამდე. როგორ ვხდებით დაკავშირებულნი ვალდებულებით. ღმერთთან ჩვენი აღთქმის გამო იგი არასოდოეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას. ყოველ ჩვენგანს ღმერთის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ჩვენზე დიდი იმედები დაამყარა.
თქვენ იცით ისტორიული განაცხადის შესახებ, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს უბოძა. ეს გამოცხადებით მოხდა. უფალმა უთხრა ჯოზეფს: „ეს დაპირება არის ასევე შენიც, ვინაიდან ხარ აბრაამისგან და დაპირება მიეცა აბრაამს; და ამ კანონით გრძელდება ჩემი მამის საქმეები, რომლებითაც იგი თავს განადიდებს“ (მოძღვრება და აღთქმები 132:31).
ასე რომ, ეს მარადიული აღთქმა აღდგა, როგორც სახარების სისრულეში დიაიდი აღდგენის ნაწილი. დაფიქრდით ამაზე! ტაძარში ჩატარებული ქორწინება პირდაპირ აბრაამის აღთქმას უკავშირდება. ტაძარში შეუღლებულ წყვილს წარუდგენენ აბრაამის, ისაკისა და იაკობის ერთგული შთამომავლებისთვის დაუნჯებულ ყველა კურთხევას.
ისევე როგორც ადამი, პირადად მე და თქვენც ნათლობისას დავდექით აღთქმის გზაზე. შემდეგ ჩვენ უფრო სრულ აღთქმას ვდებთ ტაძარში. აბრაამის აღთქმის კურთხევები ენიჭებათ წმინდა ტაძრებში. ეს კურთხევები აღდგომისას გვაძლევს საშუალებას, „და[ვიმკვიდროთ] ტახტ[ი], სამეფოებ[ი], სამთავროებ[ი], ძალაუფლება და სამფლობელოებ[ი], ჩვენს „ამაღლებისკენ და ბრწყინვალებისკენ ყოველივეში“ [მოძღვრება და აღთქმები 132:19]“.4
ძველი აღთქმის ბოლოში ჩვენ ვკითხულობთ მალაქიას დაპირებას, რომ ელიასი „დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან (მალაქია 4:6). ძველ ისრაელში ასეთი მიმართვა მამებს მოიცავდა მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს. ამ დაპირებას გვიხსნიან, როცა ვკითხულობთ მორონის მიერ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი ბოძებული მუხლის სხვადასხვა ვერსიას: „და დათესავს იგი [ილია] შვილთა გულებში მათი მამებისთვის მიცემულ დაპირებას და შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან“ (ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:39). ამ მამების შორის, რა თქმა უნდა“, მოისაზრებიან აბრაამი, ისაკი და იაკობი. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 27:9-10.)
მათ, რომლებიც დებენ და იცავენ წმინდა აღთქმებს, აქვთ მარადიული ცხოვრებისა და ამაღლების დაპირება. იესო ქრისტე არის ამ აღთქმების გარანტია.
ეპიზოდი სცენიდან ქრისტე და მდიდარი თავადი, ჰეინრიხ ჰოფმანის მიერ
იესო ქრისტე: აღთქმის ცენტრალური ნაწილი.
მხსნელის გამომსყიდველმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა მამისთვის, აღესრულებინა თავისი შვილებისადმი მიცემული დაპირებები. რადგან იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, „მამასთან ვერავინ მივა, თუ არა [მისი მეშვეობით] (იოანე 14:6). აბრაამის აღთქმის აღსრულება ხდება რეალური ჩვენი მხსნელის, უფალი იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო. იესო ქრისტე არის აბრაამის აღთქმის ცენტრალური ნაწილი.
ძველი აღთქმა არა მხოლოდ წმინდა წერილია, იგი ასევე ისტორიული წიგნია. თქვენ გახსოვთ სარაისა და აბრამის ქორწინების ისტორია. უშვილობის გამო სარაიმ თავისი მოხელე, ჰაგარი, აბრამს დაუთმო, უფლის მითითებების თანახმად. ჰაგარმა ისმაელი შვა.5 აბრამს უყვარდა ისმაელი, მაგრამ ის არ იყო ის შვილი, რომლის მეშვეობითაც აღთქმა აღსრულდებოდა. (იხ. დაბადება 11:29–30; 16:1, 3, 11; მოძღვრება და აღთქმები 132:34.)
ღმერთისგან კურთხევის სახით და სარაის რწმენის პასუხად,6 ის მოხუცებულ ასაკში დაფეხმძიმდა, რათა აღთქმა მისი შვილის, ისაკის, მეშვეობით აღსრულებულიყო (იხ. დაბადება 17:19). იგი აღთქმაში დაიბადა.
ღმერთმა სარაისა და აბრამს ახალი სახელები უბოძა -სარა და აბრაამი (იხ. დაბადება 17:5, 15). ამ ახალი სახელების ბოძება ამ ოჯახისთვის გახდა ახალი ცხოვრების ნიშნული და ახალი დანიშნულების ადგილი.
აბრაამს ორივე უყვარდა - ისმაელიცა და ისაკიც. ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ ისმაელი გამრავლდებოდა და შეიქმნებოდა დიდი ერი (იხ. დაბადება 17:20). იმავე დროს ღმერთმა გარკვევით თქვა, რომ მარადიული აღთქმა ისაკის მეშვეობით დაიდებოდა (იხ. დაბადება 17:19).
ყველანი, რომლებიც სახარებას მიიღებენ, აბრაამის შთამომმავლობის ნაწილი ხდებიან. გალატელთა წერილში ვკითხულობთ:
„ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.
„… თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
„და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“გალატელთა 3:27-29).
ასე რომ, შეგვიძლია გავხდეთ ამ აღთქმის მემკვიდრენი დაბადებით ან შემდგომი მიღებით.
როგორც კი ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ნეიტრალურ პოზიციას. ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე მათთან, ვინც მასთან ასეთი კავშირი შექმნა.
ისაკისა და რებეკას ვაჟი იაკობი ასეთ აღთქმაში დაიბადა. ამის გარდა, მან საკუთარი ნებით გააკეთა ასეთი არჩევანი. როგორც იცით, იაკობის სახელი შეიცვალა ისრაელით (იხ. დაბადება 32:28), რაც ნიშნავს „მიანდე ღმერთს პირველობა“ ანუ „ის, ვინც „ღმერთთან იმარჯვებს“.7
გამოსვლაში ვკითხულობთ, რომ „გაიხსენა ღმერთმა თვისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ“. (გამოსვლა 2:24). ღმერთმა უთხრა ისრაელის შვილებს: „და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა“ (გამოსვლა 19:5).
ფრაზა „ჩემს საკუთრებად“ ითარგმნა ებრაული სიტყვიდან სეგულა, რაც ნიშნავს ძვირად ღირებული ქონება - „განძი“.8
მეორე რჯული გვიყვება აღთქმის მნიშვნელობის შესახებ. ძველი აღთქმის მოციქულებმა იცოდნენ ამ აღთქმის შესახებ. მას შემდეგ, რაც პეტრემ ხეიბარი განკურნა ტაძრის კიბეზე, მან მაძიებლებს იესოს შესახებ უქადაგა. პეტრე მოციქულმა თქვა: „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო“ (საქმე 3:13).
პეტრემ დაასრულა თავისი გზავნილი იმით, რომ მიმართა მსმენელთ: „თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა; და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: შენს თესლში იკურთხება მიწის ყოველი ტომი!“(საქმე 3:25). პეტრემ გასაგები გახადა მათთვის, რომ ქრისტეს მისიის ნაწილი იყო ღვთის აღთქმის აღსრულება.
უფალმა მსგავსი რამ უქადაგა ძველი ამერიიკის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხს. იქ აღმდგარმა ქრისტემ უთხრა ადამიანებს, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში. მან თქვა:
„და აჰა, თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა; და თქვენ ხართ ისრაელის სახლისა; და ხართ იმ აღთქმის, რომელიც მამამ დადო თქვენს მამებთან, ეუბნებოდა რა აბრაამს: შენს შთამომავლებში კურთხეულ იქნება დედამიწის ყოველი ტომი.
„მამამ, აღმადგინა რა პირველად თქვენთვის და მომავლინა თქვენს საკურთხევლად, რათა განერიდებინა ყოველი თქვენგანი ურჯულოებისგან; და ეს იმიტომ, რომ ხართ აღთქმის შვილები“ (3 ნეფი 20:25–26
ხედავთ ამის მნიშვნელობას? ისინი, ვინც იცავენ ღმერთთან დადებულ აღთქმას, ცოდვისადმი მდგრადი სულების შტამი გახდებიან. ისინი, ვინც იცავენ აღთქმებს, იქონიებენ ძალას, წინააღმდეგობა გაუწიონ სამყაროს მუდმივ გავლენას.
ისინი, ვინც იცავენ ღმერთთან დადებულ აღთქმას, ცოდვისადმი მდგრადი სულების შტამი გახდებიან. ისინი, ვინც იცავენ აღთქმებს, იქონიებენ ძალას, წინააღმდეგობა გაუწიონ სამყაროს მუდმივ გავლენას.
მისიონერული საქმე: აღთქმის გაზიარება
უფალმა გვიბრძანა, გავავრცელოთ სახარება და გავაზიაროთ აღთქმა. აი რატომ გვყავს მისიონერები. მას სურს, ყოველ მის შვილს ჰქონდეს მხსნელის სახარების არჩევისა და აღთქმის გზაზე დადგომის საშუალება. ღმერთს სურს, ყოველი ადამიანი შეუერთდეს აღთქმას, რომელიც მან ძველად აბრაამთან დადო.
ასე რომ, მისიონერული საქმე ისრაელის შეკრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს შეკრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. სხვა ვერაფერი ვერ შეედრება ამას სიდიადით. სხვა ვერაფერი ვერ შეედრება ამას მნიშვნელობით. უფლის მისიონერები - მისი მოწაფენი - დღესდღეობით არიან ჩართულნი უდიდეს გამოწვევაში, უდიდეს საქმეში, უდიდეს შრომაში დედამიწაზე.
თუმცა ამაზე მეტი რამ არის გასაკეთებელი - გაცილებით მეტი. არსებობს საბურველის მეორე მხარეს მყოფთათვის სახარების გაზიარების დიდი საჭიროება. ღმერთს სურს, რომ ყოველი ადამიანი საბურველის ორივე მხარეს, ტკბებოდეს მისი აღთქმის კურთხევებით. აღთქმის გზა ყველასთვის გახსნილია. ჩვენ ყველას ვევედრებით, ჩვენთან იარონ ამ გზაზე. არ არსებობს ამაზე უნივერსალურად ინკლუზიური საქმე ამქვეყნად. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი არის მოწყალე ყველა მათგანისადმი, რომელნიც გულის გულწრფელობით შეჰღაღადებენ მის წმინდა სახელს“ (ჰელამანი 3:27).
მელქიცედეკის მღვდლობის აღდგენის გამო იმ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც იცავენ აღთქმებს, აქვთ წვდომა „სახარების ყოველ სულიერ კურთხევაზე (მოძღვრება და აღთქმები 107:18).
1836 წელს, კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაზე, უფლის მითითებით ელია გამოეცხადა. მიზანი? „შემოაბრუნოს შვილები[ს] – მამებისკენ“ (მოძღვრება და აღთქმები 110:15). ელისე ასევე გამოეცხადა. მიზანი? გადასცეს ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის „აბრაამის სახარების წყობა, რომ ჩვენში და ჩვენს შთამომავლობაში ყველა თაობა ჩვენს შემდეგ [იყოს] კურთხეული (მოძღვრება და აღთქმები 110:12). ასე რომ, მოძღვარმა გადასცა ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის მღვდლობის უფლებამოსილება და უფლება, სხვებსაც გადასცეს აბრაამის აღთქმის უნიკალური კურთხევები.9
ეკლესიაში ჩვენ აღთქმის გზაზე დავდივართ როგორც ინდივიდუალურად ისე ერთობლივად. ისევე როგორც ქორწინება და ოჯახი უნიკალურად არის შეკრული ჰორიზონტალურად და ამით განსაკუთრებული სიყვარული იქმნება, ისე ახალი ურთიერთბები იქმნება, როცა ჩვენ აღთქმის მეშვეობით ვერტიკალურ კავშირს ვქმნით ღმერთთან!
ალბათ ეს იგულისხმა ნეფიმ როცა თქვა, რომ ღმერთს „უყვარს ისინი, ვისაც სურს, რომ იყოს მათი ღმერთი“ (1 ნეფი 17:40). ზუსტად ამიტომ არის შესაძლებელი, როგორც აღთქმის ნაწილი, განსაკუთრებული წყალობა და სიყვარული ანუ ჰესედიყველასათვის, ვინც შევიდა ამ პირად, ორმხრივი ვალდებულების ურთიერთობაში ღმერთთან, „ათას თაობასთან“ (მეორე რჯული 7:9).
ღმერთთან აღთქმას დადებით ჩვენი მასთან ურთიერთობა სამარადისოდ იცვლება. ჩვენ ვიღებთ კურთხევას სიყვარულისა და წყალობის დამატებით ულუფას.19 ეს ახდენს გავლენას იმაზე, რანი ვართ და როგორ სურს ღმერთს, დაგმეხმაროს იმაში, რანიც შესაძლებელია, რომ გავხდეთ. ჩვენ გვპირდებიან, რომ შეგვიძლია ვიყოთ უფლის „საკუთრება“ (ფსალმუნი 135:4).
დაპირებები და პრივილეგიები
მათ, რომლებიც დებენ და იცავენ წმინდა აღთქმებს, აქვთ მარადიული ცხოვრებისა და ამაღლების დაპირება, „რაც არის ღმერთის უდიდესი ძღვენი“ (მოძღვრება და აღთქმები 14:7). იესო ქრისტე არის ამ აღთქმების გარანტია (იხ. ებრაელთა 7:22; 8:6). ვინც აღთქმას იცავს, ღმერთი უყვარს და უთმობს მას პირველობას ყველაფერში თავის ცხოვრებაში, აძლევენ მას საშუალებას, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე.
ჩვენ გვაქვს პრივილეგია, მივიღოთ პატრიარქის კურთხევა და შევიცნოთ ჩვენი კავშირი უძველეს პატრიარქებთან. ეს კურთხევები ასევე გვაძლევს იმის საშუალებს, რომ მომავლის მოვლენებს მოვკრათ თვალი.
ღმერთთან ჩვენი აღთქმის გამო იგი არასდოეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას.
ამათზე მეტად გიყვარვარ? დევიდ ლინდსი
ჩვენი, როგორც აღქმის ისრაელის მოწოდება, არის ის, რომ ეკლესიის ყოველი წევრი ითავისებს სიხარულსა და პრივილეგიებს, რომლებიც უკავშირდება ღმერთთან აღთქმის დადებას. ეს არის მოწოდება - შეაგულიანო ყოველი ქალი და მამაკაცი, ბიჭი თუ გოგო, რომლებიც აღთქმას იცავენ, გაუზიარონ სახარება მათ, ვინც მათი გავლენის წრეში ხვდება. ეს ასევე არის მოწოდება, მხარი დავუჭიროთ და შევაგულიანოთ ჩვენი მისიონერები, რომლებიც გამოაგზავნეს მითითბებით - მონათლონ და დაეხმარონ ისრაელის შეკრებაში, რათა ერთად შეგვიძლია ვიყოთ ღმერთის ხალხი და იგი იქნება ჩვენი ღმერთი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:9).
ყოველ ქალსა და მამაკაცს, ვინც ღირსეულად იღებს მღვდლობის წეს-ჩეულებებს და იცავს ღმერთის აღთქმებს, აქვს წვდომა ღვთის ძალაზე. ჩვენ, როგორც ცალკეული პირები, ვიღებთ საკუთარ თავზე უფლის სახელს. ჩვენ ასევე ვიღებთ მის სახელს საკუთარ თავზე, როგორც ხალხი. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის სწორი სახელწოდების გამოყენება არის მნიშვნელოვანი ხერხი იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხალხმა, ავიღოთ საკუთარ თავზე უფლის სახელი. ჭეშმარიტად, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიისა და მისი წევრების ყოველი კეთილგანწყობილი ქმედება არის ღმერთის ჰესედისგამოხატვა.
რატომ იქნა ისრაელი გაფანტული? რადგან ადამიანებმა დაარღვიეს მცნებები და ჩაქოლეს წინასწარმეტყველები. მოსიყვარულე თუმცა მგლოვიარე მამამ საპასუხოდ აქეთ-იქით მოფანტა ისრაელი.11
თუმცა მან გაფანტა ისინი დაპირებით, რომ დადგება დღე, როცა ისრაელი კვლავ შეიკრიბება უფლის ფარაში.
იუდას ტომს დაეკისრა ვალდებულება, მოამზადოს სამყარო უფლის პირველი მოსვლისთვის. ამ ტომიდან მარიამს მოუწოდეს, გამხდარიყო ღვთის ძის დედა.
იოსების ტომს, მისი და ასენათის შვილების - ეფრემისა და მანასეს მეშვეობით (იხ. დაბადება 41:50-52; 46:20), დაევალა ისრაელის შეკრების წინამძღოლობა, რათა სამყარო უფლის მეორე მოსვლისთვის მომზადებულიყო.
ასეთ უსასრულო ჰესედ ურთიერთობაში ბუნებრივია, რომ ღმერთს ისრაელის შეკრება სურს. იგი ჩვენი ზეციური მამაა! მას სურს, რომ ყოველი მისი შვილი - საბურველის ორივე მხარეს, ისმენდეს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გზავნილს.
სიყვარულის გზა
აღთქმის გზა არის სიყვარულის გზა, ის საოცარი ჰესედი, ერთმანეთის თანაგრძნობა და ზრუნვა. ამ სიყვარულის შეგრძნებას თავისუფლება და ამაღლება მოაქვს. ყველაზე დიდი სიხარული, რომელსაც ოდესმე განიცდით არის ის, როცა ღმერთისა და ყოველი მისი შვილის მიმართ სიყვარულით აღივსებით.
როცა ღმერთი ყველაზე და ყოველივეზე მეტად გიყვარს, ამ მდგომარეობას ჭეშმარიტი სიმშვიდე, ნუგეში, დაჯერებულობა და სიხარული მოაქვს.
აღთქმის გზა მთლიანად უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან - ჩვენს ჰესედ ურთიერთობას მასთან. როცა ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ეს არის აღთქმა მასთან, რომელიც ყოველთვის ასრულებს დაპირებულს. იგი ყველაფერს გააკეთებს, ჩვენი თავისუფალი ნების დარღვევის გარეშე, რათა დაგვეხმაროს მის შენარჩუნებაში.
მორმონის წიგნი იწყება და მთავრდება ამ მარადიულ აღთქმაზე საუბრით. მისი თავფურცელიდან მორმონისა და მორონის ბოლო დამოწმებამდე, მორმონის წიგნი აღთქმაზე საუბრობს (იხ. მორმონი 5:20; 9:37). „მორმონის წიგნის გამოსვლა იმის ნიშანია, რომ უფალმა დაიწყო ისრაელის შეკრება და საკუთარი აღთქმის აღსრულება, რომელიც მან დადო აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან“.12
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ მოგვიწოდეს დედამიწის ისტორიის ამ გადამწყვეტ დროში, ვასწავლოთ სამყაროს მარადიული აღთქმის სილამაზისა და ძალის შესახებ. ჩვენი მამაზეციერი გვანდობს ამ დიადი საქმის შესრულებას. .
ეს გზავნილი გაჟღერდა 2022 წ. 31 მარტის გენერალურ კონფერენციზე, ხელმძღვანელთა შეხვედრაზე.
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Liahona Message, October 2022. Language. 18317 131