„აბრამი და სარა“, ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , თებერვალი, 2022 წ.
„აბრამი და სარა“
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , თებერვალი, 2022 წ.
აბრამი და სარა
აბრამი წინასწარმეტყველი იყო. ღმერთმა აბრამთან და მის მეუღლესთან, სარასთან, აღთქმა დადო.
ღმერთი შეპირდა, რომ დალოცავდა მათ. მან უთხრა, რომ მათ შვილები ეყოლებოდათ. აბრამმა და სარამ პირობა დადეს, რომ ღმერთის კანონით იცხოვრებდნენ.
აბრამმა და სარამ პირობა შეასრულეს. თუმცა მათ დიდი ხნის განმავლობაში შვილები არ ჰყავდათ. ისინი უფრო და უფრო ბერდებოდნენ.
როგორც იქნა, როცა აბრამი 100 წლის გახდა, სარა კი 90-ს, მათ ბიჭი შეეძინათ. მათ მას ისაკი დაარქვეს. მათ იცოდნენ, რომ ღმერთმა დალოცა ისინი.
მე შემიძლია, ვენდო ღმერთს. ზოგჯერ დალოცვების მიღებას დრო სჭირდება. მაგრამ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს.
გასაფერადებელი გვერდი
მე შემიძლია, ვენდო ღმერთს
სურათის გადმოსატვირთად დააწკაპუნეთ მასზე.
ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია
როგორ დაგეხმარათ ზეციური მამა, როცა მოწყენილი ან შეშინებული იყავით?
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, February 2022. Language. 18313 131