„იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს“ მეგობარი, აპრილი, 2023, 46–47.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი აპრილი, 2023 წ.
იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს
მარიამს და მართას ჰყავდათ ძმა სახელად ლაზარე. ისინი იესო ქრისტეს მეგობრები იყვნენ.
ლაზარე მძიმედ დაავადდა იგი მალე გარდაიცვალა. მარიამი და მართა დაღონდნენ. იესო რომ მოვიდა, მათთან ერთად იტირა.
შემდეგ იესო ლაზარეს სამარხთან მივიდა. მან თქვა: „ლაზარე, გამოდი“.
ლაზარე ადგა და სამარხიდან გამოვიდა იგი ისევ ცოცხალი იყო! ჩვენც, იესოს წყალობით, კვლავ ვიცხოვრებთ!
გასაფერადებელი გვერდი
იესო ქრისტე ცოცხალია
ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია
როგორ იხსენებთ იესოს აღდგომის პერიოდში?
© 2023 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, January 2023. Language. 19006 131