2023
იესო ქრისტეს სწავლებანი
მაისი, 2023 წ.


ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მაისი, 2023 წ.

იესო ქრისტეს სწავლებანი

ამონარიდები

გამოსახულება
ფონი

როგორც წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლიდა: „ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“.1 … ჩემი დღევანდელი გზავნილი შედგება მხსნელის სიტყვებისგან ანუ იგი რას იტყოდა. …

„[რჯულში ყველაზე დიდი მცნებაა]: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

„ და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“2

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, უნდა იფხიზლოთ და ილოცოთ რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და ტყვედ არ წაგიყვანოთ“.3

„ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩემი სახელით აკეთეთ; ამიტომ, ეკლესიას უწოდებთ ჩემს სახელს“.4

„ახლა, ეს არის მცნება: მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, მოდით და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს ჩემ წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ.5

ჩვენ გვწამს ქრისტე. და დავასრულებ იმით, რაც მან თქვა, რომ უნდა ვიცოდეთ მისი სწავლების შესახებ:

„ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“.6

ამობეჭდვა