„იესომ გზა გვაჩვენა“, მეგობარი, აგვისტო 2023, 4-5.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , აგვისტო, 2023 წ.
იესომ გზა გვაჩვენა
იესო ქრისტე ზეციური მამის შვილია. ის დედამიწაზე მოვიდა, რათა ეჩვენებინა, როგორ შეგვიძლია ოდესღაც ზეციურ მამასთან დაბრუნება. იესო მოინათლა. გვასწავლა, რომ ჩვენც უნდა მოვნათლულიყავით.
იესომ გვაჩვენა როგორ ვიცხოვროთ. ყველა უყვარდა და ეხმარებოდა. უნდა, რომ მას მივყვეთ.
იესომ იგრძნო მთელი ჩვენი ტკივილი და დაიტანჯა ჩვენი ცოდვების გამო. შემდეგ ჩვენთვის მოკვდა. ამას იესო ქრისტეს გამოსყიდვა ჰქვია. ის აღსდგა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღესაც ცოცხალია! იესო ქრისტეს წყალობით სიკვდილის შემდეგ ჩვენც ვიცოცხლებთ.
იესომ ეს ყველაფერი გააკეთა, რადგან ვუყვარვართ. მის გამო შეგვიძლია ერთ დღესაც ზეციურ მამასთან და ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიცხოვროთ.
ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს ნათლობით. ასევე — ყოველდღიურად სხვების სიყვარულით, დახმარებით და მისი მცნებების დაცვით.
© 2023 ყველა უფლება დაცულია. Intellectual Reserve, Inc. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, August 2023. Language. 19046 131