2021
უწყვეტი გამოცხადება
მარტი, 2021 წ.


„უწყვეტი გამოცხადება“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. მარტი, გვ.16.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად მარტი, 2021

უწყვეტი გამოცხადება

მიმართვა 2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენციიდან.

გამოსახულება
პირველი ხილვა

ბენ სიმონსენის ილუსტრაცია

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი იღებდა გამოცხადებას გამოცხადებაზე. წინასწარმეტყველი ჯოზეფის მიერ მიღებული მრავალი გამოცხადება შეგვინახეს „მოძღვრება და აღთქმებში“.

ამის გარდა, ჩვენ დალოცვილნი ვართ ცოცხალი წინასწარმეტყველების უწყვეტი გამოცხადებებით, რომლებიც უფლის მიერ “დავალებული მსახურნი არიან, რომლებსაც გააჩნიათ მის ნაცვლად საუბრის უფლებამოსილება“.1

პირადი გამოცხადება ასევე ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მორჩილად ეძიებს უფლის მითითებას. იგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წინასწარმეტყველის გამოცხადება.

პირადი გამოცხადება ეყრდნობა სულიერ ჭეშმარიტებას, რომელსაც სულიწმინდისგან ვიღებთ. სულიწმინდა არის ყოველივე ჭეშმარიტების განმცხადებელი და დამმოწმებელი , განსაკუთრებით მხსნელის შესახებ. სულიწმინდის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რომ იესო არის ქრისტე. მისი უმნიშვნელოვანესი როლია, დაგვიმოწმოს მამისა და ძის და მათი როლისა და დიდების შესახებ.

გარწმუნებთ, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია გამოცხადების მიღება, თუკი მორჩილად ვშრომობთ უფლის ვენახში.

ჩემი მორჩილი ვედრებაა, ყოველი ჩვენგანი მუდამ ეძიოს უწყვეტ გამოცხადებას ჩვენი ცხოვრებისთვის და მიჰყვეს სულიწმინდას, როცა თაყვანს ვცემთ მამაღმერთს და ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს.

შენიშვნა

  1. Hugh B. Brown, “Joseph Smith among the Prophets” (Sixteenth Annual Joseph Smith Memorial Sermon, Logan Institute of Religion, Dec. 7, 1958), 7.

ამობეჭდვა