2021
ერთმა ბიჭმა მთელი სოფელი გადაარჩინა
აპრილი, 2021 წ.


„ერთმა ბიჭმა მთელი სოფელი გადაარჩინა“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. აპრილი, გვ.10-11.

ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, აპრილი, 2021 წ.

ერთმა ბიჭმა მთელი სოფელიგადაარჩინა

ტომ ფანენე სულ 12 წლის იყო, მაგრამ როცა მის სოფელს სამოაში გამანადგურებელი ავადმყოფობა დაატყდა თავს, იგი დიადი საქმეებისთვის მოიხმეს.

გამოსახულება
სამოას კუნძული და ბიჭი, რომელიც ავადმყოფ თანასოფლელს ეხმარება

ჯეიმს მედსენის ილუსტრაცია; გეტი იმიჯის ფოტოებიდან

როგორც ამ წლის ახალგაზრდების დევიზშია ნათქვამი: „საფუძველს უყრით დიად საქმეს“ (მოძღვრება და აღთქმები 64:33). ეკლესიის ისტორიაში ახალგაზრდები ხშირად თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს კრიტიკულ დროში ღვთის სასუფევლის შენებისას. აი ერთი მაგალითი.

ეპიდემია კუნძულზე

ას წელზე მეტი ხნის წინ სამოას კუნძულებზე წყნარ ოკეანეში ახალგაზრდა ბიჭი სახელად ტომ ფანენე მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა უკანსკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს სიცოცხლისთვის სახიფათო ვითარებაში.

ტომი ცხოვრობდა სოფელ საუნიატუში, რომელიც უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა დაარსეს იმ რეგიონში როგორც შეკრებისა და თემის შექმნის ადგილი. ზუსტად როგორც ღვთის წმინდანები სხვა დროს და სხვა ადგილებში, ისინიც განსაცდელისა და სასწაულების მოწმენი ხდებოდნენ, როცა ერთად იღწვოდნენ ღვთის სასუფევლის შენების საქმეში. ერთ-ერთი განცდა 1918 წ. ეწვიათ მათ, როცა სოფელში გრიპის პანდემია დაიწყო.

როგორც კი ავადმყოფობა დაიწო, იგი სწრაფად ვრცელდებოდა და გამანადგურებელი იყო. დაახლოებით 400 სოფლიდან თითქმის ყოველი ადამიანი ლოგინში ჩაწოლილი იყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო შედარებით კარგად: მოხუცი და 12 წლის ტომი.

რწმენა და მძიმე შრომა

ტომის ოჯახი ავადმყოფობას რწმენით დახვდა და ამის შედეგად სასწაულებიც იხილეს. ტომის უმცროსი ძმა, აილამა, რამდენიმე წლის წინ ავად იყო. მათმა მამამ, ელისალამ, სიზმარი ნახა, რომელშიც მას კონკრეტულად უთხრეს, რა უნდა გაეკეთებინა აილამასთვის: ეპოვა ვილი-ვილის ხე, მოეცალა ქერქი და წვენი ამოეღო. ელისალა ასეც მოიქცა და აილამას წვენი მოუტანა, რომელმაც იგი დალია და მალე განიკურნა. ასე რომ ტომმა იხილა, რას ნიშნავს რწმენა, როცა ავადმყოფობის დაძლევას ეხება საქმე.

1918 წლის გრიპის ეპიდემიის დროს ტომი რწმენას ავლენდა, როცა თავისი სოფლის ხალხს ეხმარებოდა. „ყოველ დილით მე კარდაკარ დავდიოდი, რათა მეკვება, დამესუფთავებინა და აღმომეჩინა გარდაცვლილები“, - თქვა მან.

მას ყოველი სახლისთვის წყაროდან წყალი მოჰქონდა. იგი ქოქოსის ხეებზე ადიოდა, ქოქოსებს კრეფდა, ფრცქვნიდა, აპობდა მათ და ავადმყოფებისთის წვენი მიჰქონდა. მან სოფლის ყველა ქათამი დახოცა, რათა ყოველი ოჯახისთვის სუპი მოეხარშა.

შედეგი

ამ პანდემიის დროს სამოას ერთი მეოთხედი დაიხოცა გრიპის გამო. ტომის სოფელშიც დაიხოცნენ. ტომი დაეხმარა დაახლოებით 20 საფლავის გათხრაში და დამარხვაში, საკუთარი მამის, ელისალას ჩათვლით.

მაგრამ ტომის მძიმე შრომისა და მოსიყვარულე ზრუნვის გამო მრავალი ადამიანი მის სოფელში გადარჩა. მან დიდ შედეგს მიაღწია ამ ხალხთან და უფლის სასუფევლის შენების საქმეში სამოაში. იგი „დიადი საქმის საფუძველს ყრიდა“.

თქვენც, გარკვეულ წილად.

შეიძლება თქვენ არ მოგიწიოთ იმის კეთება, რასაც ტომი აკეთებდა, მაგრამ თქვენ, ფაქტობრივად, ავლენთ რწმენას სხვადასხვაგვარად, რაც შედეგს გამოიღებს თქვენთვის, სხვებისთვის და ღვთის სასუფევლის მშენებლობის საქმისთვის.

თქვენ თქვენი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და სხვებისთვის მაგალითი ხართ, როცა ამჟღავნებთ კეთილშობილებას, მოთმინებას, სიკეთესა და სიყვარულს. თქვენ სხვებს ემსახურებით. თქვენ წმინდა წერილის სწავლაში და ლოცვაში ხართ ჩართულნი. თქვენ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტებას უზიარებთ სხვებს.

ამ ბოლო წლის განმავლობაში მრავალი თქვენგანი ამას აკეთებდა პანდემიის შედეგებთან ბრძოლისას. შეიძლება წყაროდან წყლის ზიდვა არ მოგიწიათ, არც ქოქოსების კრეფა და 400 ადამიანზე ზრუნვა, მაგრამ თქვენ ადამიანებს მრავალი სხვა გზით მოუტანეთ ნუგეში, იმედი, სიხარული და სიმშვიდე.

თქვენი რწმენა ასაკაზე ბევრად მნიშვნელოვანია და თქვენი მსახურებისა და სხვებთან მუშაობის სურვილიც. მაგალითები წარსულიდან, როგორც ტომ ფანენე, გეხმარებათ დაინახოთ რომ თქვენ საჭირონი ხართ ღვთის დიადი საქმის საფუძვლის ჩაყრაში.

ამობეჭდვა