2021
აკეთე კარგი
ივლისი, 2021 წ.


„აკეთე კარგი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2021 წ. ივლისი, გვ.18-19.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , ივლისი, 2021 წ.

აკეთე კარგი

წმინდა წერილის შესწავლის დროს აზრების ჩაწერა დაგეხმარებათ სწავლაში.

„ყოველთვის, როცა წმინდა წერილის წაკითხვას ვიწყებ, მეძინება“! - გამოუტყდა ერთ-ერთი მისიონერი თავისი მისიის პრეზიდენტს. „თითქოს და წმინდა წერილი ძილის აბი იყოს“!

„კითხვის დროს ოდესმე გაგიკეთებია ჩანაწერები“? - ჰკითხა მისიის პრეზიდენტმა.

„არა“ - უპასუხა მისიონერმა.

„ადვილია, დაგეძინოს ან გონება გაგეფანტოს, როცა უბრალოდ კითხულობ“ - თქვა პრეზიდენტმა. „მაგრამ, ეს შეუძლებელია, როცა ჩანაწერებს აკეთებ“!

ამ რჩევამ, რომელიც მისიის პრეზიდენტმა მისიონერს მისცა, დიდად შეცვალა სიტუაცია. ასე რომ, თუ წმინდა წერილის შესწავლის ახალ გზებს ეძებთ, სცადეთ ეს ხერხი. როცა გააკეთებთ ჩანაწერებს იმის შესახებ, რასაც კითხულობთ, თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფრო ჩართულნი ხართ ამ პროცესში და უკეთაც სწავლობთ.

აი რამდენიმე პრინციპი, რომელიც, ჩვენი აზრით, წაგადგებათ.

ძმა სტივენ ლუნდი:

გამოსახულება
სტივენ ლუნდი

კითხვის დროს გვერდით ფურცელი მიდევს. როცა სწავლის დროს სულიწმინდა მკარნახობს, მე ამას ვიწერ.

მე ეს იდეა უხუცესმა რიჩარდ გ. სკოტმა (1928–2015) მომაწოდა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. მან თქვა: „დაცულ ადგილას ჩაიწერეთ ყოველი მნიშვნელოვანი რამ, რასაც სულიწმინდისგან სწავლობთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ როცა იწერთ ძვირფას შთაბეჭდილებებს, ძალიან ხშირად იმაზე მეტს მიიღებთ. ასევე, ცოდნა, რომელსაც იძენთ, მთელი ცხოვრება თქვენს განკარგულებაში იქნება“ („ცოდნისა და ძალის შეძენა და მათი გონივრულად გამოყენება“, ენზაინი, ივნისი, 2002 წ, გვ. 32

მე ვიცი, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტია. როცა სიტყვით უნდა გამოვიდე ან გაკვეთილის ჩასატარებლად ვემზადები, მე არა მხოლოდ წმინდა წერილს მივმართავ, არამედ იმ ჩანაწერებსაც, რომლებიც კითხვის დროს გავაკეთე.

ძმა აჰმად კორბიტი:

გამოსახულება
აჰმად კორბიტი

მე თემების მიხედვით შესწავლა მიყვარს . თავიდან ბოლომდე ვკითხულობ წმინდა წერილს, მაგრამ ასევე მომწონს ალაგ-ალაგ წიგნის გადაშლა და სათაურებში ჩაღრმავება. მაგალითად, სარჩევს მივმართავ, რათა ვიპოვო ამონარიდები რწმენაზე ან ისრაელის შეკრებასთან დაკავშირებით. შემდეგ არა მხოლოდ ჩანაწერებს ვაკეთებ, არამედ ვიწერ, რას ვსწავლობ, რათა დავრწმუნდე იმაში, რომ მართლაც მესმის, რას ვკითხულობ. ყოველთვის მიკვირს, რამდენად კარგად მესმის ყველაფერი, როცა ასე ვიქცევი. ასევე ვირჩევ გარკვეულ ამონარიდებს და ვიზეპირებ მათ.

ძმა ბრედლი უილკოქსი:

გამოსახულება
ბრედლი უილკოქსი

მე მაქვს დღიური, რომელშიც წმინდა წერილს ჩემი სიტყვებით ვიწერ. მაგალითად: „რადგან ხორციელი ადამიანი არის ღმერთის მტერი“ (მოსია 3:19) ჩავიწერე, როგორც „ამპარტავანი ადამიანი, რომელიც არ ინანიებს, აკეთებს არჩევანს, გახდეს ღმერთის მტერი, მაგრამ ღმერთი არ არის ადამიანის მტერი. ღმერთი მისი საუკეთესო მეგობარია“.

მე ასევე ვიწერ შეკითხვებს. ეს შეიძლება იყოს შეკითხვები, რომლებიც კითხვის დაწყებამდე მქონდა ან ისინი, რომლებიც კითხვისას გამიჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყურადღების მოკრებაში მეხმარება.

აზრების ჩაწერის ძალა

ყოველი ჩვენგანი ჩვენს პრეზიდენტობაში თავისებურად სწავლობს წმინდა წერილს, მაგრამ ყველანი ჩვენებურად ვწერთ!

კითხვა გვეხმარება აზრებისა და გრძნობების ათვისებაში. ეს მნიშვნლოვანია. და როცა ვსაუბრობთ ან ვწერთ, ჩვენ აღმოვაჩენთ და ვავლენთ აზრებსა და გრძნობებს შიგნიდან გარეთ. ჩვენ ვგრძნობთ და ეს გვეხმარება, გავხადოთ სახარების ჭეშმარიტება უფრო პირადი.

ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა აღმოაჩინა ეს ჭეშმარიტება, როცა მას სთხოვეს, სიტყვით გამოსულიყო ზიარების შეკრებაზე. მას მრავალი ადამიანის სიტყვით გამოსვლა მოუსმენია, მაგრამ დეტალები არ ახსოვდა. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. როცა მან თავისი გამოსვლის მონახაზი გააკეთა, ეს მას დაეხმარა არა მხოლოდ იმაში, რომ უფრო ორგანიზებულად ესაუბრა, არამედ დიდი ხნის განმავლობაში ახსოვდა თავისი გამოსვლა.

იგივე შეიძლება მოხდეს წმინდა წერილების შესწავლის დროს. თუ წმინდა წერილის გადაშლისას გეძინებათ, დროა, გამოიღვიძოთ. ეცადეთ, გამოიღოთ ფანქარი, კალამი, მობილური ან კომპიუტერი და დაიწყოთ ჩანაწერების გაკეთება. თქვენ გაგიკვირდებათ, რამდენად შეცვლის ეს სიტუაციას!

ამობეჭდვა