2021
რწმენა - ჰკითხო და შემდეგ იმოქმედო
ნოემბერი, 2021 წ.


„რწმენა - ჰკითხო და შემდეგ იმოქმედო, ლიახონა, ნოემბ. 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ნოემბერი, 2021 წ.

რწმენა - ჰკითხო და შემდეგ იმოქმედო

ამონარიდები

გამოსახულება
მამაკაცი ლოცულობს

გამოცხადების მიღების ხერხი არ შეცვლილა ადამისა და ევას დროიდან. იგი დასაბამიდან იგივე იყო უფლის ყოველი მოხმობილი მსახურისთვის. იგი იგივეა თქვენთვის და ჩემთვის. ეს ყოველთვის ხდება რწმენის გამოვლენით. …

… თქვენ გაქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხებს ეძებთ. თქვენ სულ მცირე იმის იმედი გაქვთ, რომ ამ კითხვებზე უფლისგან პასუხებს მიიღებთ მისი მსახურების მეშვეობით. თქვენ არ გექნებათ იმის საშუალება, რომ ხმამაღლა დაუსვათ კითხვები გამომსვლელებს, მაგრამ შეგიძლიათ, ლოცვაში ჰკითხოთ თქვენს მოსიყვარულე მამაზეციერს.

მე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მიიღებთ პასუხებს, რომლებიც თქვენს საჭიროებებსა და სულიერ მომზადებას ეხება. …

თუ იესო ქრისტეს რწმენამ გული მოგილბოთ უფლის გამოსყიდვის შედეგის მეშვეობით, თქვენ უკეთ შეძლებთ, პასუხად თქვენს ლოცვაზე იგრძნოთ სულიწმინდის ჩურჩული.

რადგან ჩვენმა რწმენამ იესო ქრისტეში მიგვიყვანა იქამდე, რომ მამაზეციერს ლოცვაზე პასუხი ვთხოვოთ, ეს რწმენა, მხსნელის რბილი შეხებით, მოგვიყვანს იქამდე, რომ გავიგოთ მისი რჩევა და მივიღოთ გადაწყვეტილება და სიხარულით დავემორჩილოთ მას. …

მე ვმოწმობ, რომ კლდე, რომელზედაც ვდგავართ, არის დამოწმება იმისა, რომ იესო არის ქრისტე; რომ ეს მისი ეკლესიაა, რომელსაც იგი პირადად უდგას სათავეში; და რომ პრეზიდენი რასელ მ. ნელსონი მისი ცოცხალი წინასწარმეტყველია. . …

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ თქვენც იგივე დამოწმება გქონდეთ.

გამოსახულება
ტაძარი

არგენტინაში კორდობას ტაძრის განახლება

ამობეჭდვა