2023
პირადი სიმშვიდის პოვნა
მაისი, 2023 წ.


ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მაისი, 2023 წ.

პირადი სიმშვიდის პოვნა

ამონარიდები

გამოსახულება
ფონი

დღეს ვისაუბრებ იმაზე, რაც ვისწავლე პირადი სიმშვიდის პოვნის სასწაულის შესახებ, როდესაც მას ჰპოვებ, რა გარემოებებშიც არ უნდა იმყოფებოდე. …

მე სულ მცირე მხსნელის ხუთი ჭეშმარიტება ვისწავლე.

პირველი: სიმშვიდის ძღვენი გვეძლევა მას შემდეგ, რაც გამოვიჩენთ რწმენას, დავიცვათ უფლის მცნებები. …

მეორე: სულიწმინდა მოგვევლინება და ჩვენთან დაისადგურებს. …

მესამე: მხსნელი გვპირდება, რომ როცა ვიცავთ აღთქმებს, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ მამისა და ძის სიყვარული ერთმანეთისა და ჩვენ მიმართ. …

მეოთხე: უფლის მცნებების დაცვა ითხოვს მორჩილებაზე მეტს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, ძალით, გონებითა და ღონით. …

მეხუთე: ცხადია, რომ უფალს იმდენად ვუყვარვართ, რომ გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური, რათა ჩვენი მის მიმართ რწმენისა და მონანიების მეშვეობით, მისი გამოსყიდვის შედეგის გამო შეგვძლებოდა ამ ქვეყნად სიმშვიდის ძღვენის მიღება, რომელიც „ყოველგვარ გონებას აღემატება“ [ფილიპელთა 4:7] და მარადჟამს მასთან გვეცხოვრა. …

ეკლესიის წევრებს მთელ მსოფლიოში უგრძვნიათ პირადი სიმშვიდის უფლის ძღვენი. იგი ყველას ამხნევებს, დაეხმარონ სხვებს, მივიდნენ მასთან და თავად გახდნენ ამ სიმშვიდის ღირსნი. ისინი, თავის მხრივ, აირჩევენ ეძიონ შთაგონება, რათა გაიგონ, როგორ გადასცენ ეს ძღვენი სხვებს.

ეს ახალი თაობა კი მომავალი თაობის აღმზრდელი გახდება. მამრავლის ეფექტი კი სასწაულს მოახდენს. იგი გავრცელდება და დროთა განმავლობაში გაიზრდება, უფლის სასუფფეველი დედამიწაზე მოემზადება და მზად იქნება, მიესალმოს მას „ოსანას“-ს შეძახილებით. დედამიწაზე მშვიდობა იქნება.

ამობეჭდვა