„გეთსიმანია,“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აპრ., 2023 წ.
ადგილები წმინდა წერილიდან
გეთსიმანია
გაეცანით იმ ადგილს, სადაც მაცხოვარი ჩვენი ცოდვების გამო ეწამა.
სად არის?
ზეთისხილის მთის ფერდობზე, იერუსალიმის აღმოსავლეთით (ილუსტრაციაში მარჯვენა მხარეს, დიდი ხე).
იერუსალიმის რუკა, ილუსტრირებული ჯიმ მადსენის მიერ
რა იყო იქ?
ზეთისხილის ბაღი და წნეხი, რომლითაც ზეთისხილიდან ზეთს მოიპოვებდნენ.
რა მოხდა იქ?
საიდუმლო სერობის შემდეგ, იესო ქრისტე თერთმეტ მოციქულთან ერთად გეთსიმანიისკენ გაემართა. შემდეგ კი, სალოცავად მოშორებით შეჩერდა და თან იახლა პეტრე, იაკობი და იოანე.
„იწყო წუხილი და ურვა.“ უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული“ (მარკოზი 14:33-34).
იესომ ილოცა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“
„ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა.“
„ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:42-44).
მაცხოვრის ამ მძიმე გაჭირვების შემდეგ, იუდამ გასცა იგი და შეიპყრეს ებრაელმა ჯარისკაცებმა და რომაელი ჯარისკაცების რაზმმა.
გეთსიმანია, მაიკლ მალმის მიერ
© 2023 by Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly For the Strength of Youth Message, June 2023. Language. 19026 131