2023
გეთსიმანია
ივნისი, 2023 წ.


„გეთსიმანია,“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აპრ., 2023 წ.

ადგილები წმინდა წერილიდან

გეთსიმანია

გაეცანით იმ ადგილს, სადაც მაცხოვარი ჩვენი ცოდვების გამო ეწამა.

გამოსახულება
ზეთისხილის ბაღი

სად არის?

ზეთისხილის მთის ფერდობზე, იერუსალიმის აღმოსავლეთით (ილუსტრაციაში მარჯვენა მხარეს, დიდი ხე).

გამოსახულება
უძველესი იერუსალიმის რუკა

იერუსალიმის რუკა, ილუსტრირებული ჯიმ მადსენის მიერ

რა იყო იქ?

ზეთისხილის ბაღი და წნეხი, რომლითაც ზეთისხილიდან ზეთს მოიპოვებდნენ.

გამოსახულება
ზეთისხილის წნეხი

რა მოხდა იქ?

საიდუმლო სერობის შემდეგ, იესო ქრისტე თერთმეტ მოციქულთან ერთად გეთსიმანიისკენ გაემართა. შემდეგ კი, სალოცავად მოშორებით შეჩერდა და თან იახლა პეტრე, იაკობი და იოანე.

„იწყო წუხილი და ურვა.“ უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული“ (მარკოზი 14:33-34).

იესომ ილოცა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“

„ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა.“

„ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:42-44).

მაცხოვრის ამ მძიმე გაჭირვების შემდეგ, იუდამ გასცა იგი და შეიპყრეს ებრაელმა ჯარისკაცებმა და რომაელი ჯარისკაცების რაზმმა.

გამოსახულება
იესო ქრისტე გეთსიმანიაში

გეთსიმანია, მაიკლ მალმის მიერ

შენიშვნები

  1. წმინდა წერილის განმარტებები, „გეთსიმანია.“

  2. იხ. დ. ტოდ ქრისტოფერსონი, ოქტომ., 2016 წ., გენერალური კონფერენცია (Ensign ან ლიახონა, ნოემ., 2016 წ, 50).

ამობეჭდვა