2023
გარდაცვლილები ღმერთის წინაშე წარდგებიან
დეკემბერი, 2023 წ


„გარდაცვლილები ღმერთის წინაშე წარდგებიან“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, დეკ., 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად დეკემბერი, 2023 წ

გარდაცვლილები ღმერთის წინაშე წარდგებიან

ამ გამოცხადებაში, იოანემ იხილა სამსჯავრო.

გამოსახულება
იესო ქრისტე

ის კვლავ მოდის მმართველობისთვისა და მეფობისთვის, ავტორი: მერი საუერი

გარდაცვლილები, პატარები თუ დიდები, ღვთის წინაშე მდგომნი

იესო ქრისტეს აღდგომის ძალას ყველა ადამიანი მიჰყავს ღმერთთან განსასჯელად (იხ. ალმა 11:42–44; 33:22; 40:21; ჰელამანი 14:15–17; მორმონი 9:13–14).

გადაიშალა წიგნები

ეს წიგნები წარმოადგენს დედამიწაზე შენახულ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ ადამიანები დედამიწაზე, რათა მიჰყოლოდნენ აღთქმის გზას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 128:7).

სიცოცხლის წიგნი

„ერთი გაგებით სიცოცხლის წიგნი არის ადამიანის აზრებისა და მოქმედებების მთლიანობა — მისი ცხოვრების ჩანაწერი. თუმცა, წმინდა წერილები ასევე მიუთითებს, რომ ინახება ზეციური ჩანაწერი ერთგულების შესახებ, მათ შორის მათი სახელებისა და სამართლიანი საქმეების შესახებ“ (წმინდა წერილის სახელმძღვანელო, „სიცოცხლის წიგნი”, scriptures.ChurchofJesusChrist.org).

განიკითხებოდნენ

საბოლოო სამსჯავრო მოვა მას შემდეგ, რაც ადამიანები მკვდრეთით აღდგებიან. თითოეულ პიროვნებას იესო ქრისტე განიკითხავს. სამსჯავრო განსაზღვრავს იმ მარადიულ დიდებულებას, რომელიც თითოეულმა პირმა უნდა მიიღოს. (იხ. წმინდა წერილის სახელმძღვანელო, „სამსჯავრო, უკანასკნელი”, scriptures.ChurchofJesusChrist.org; ალმა 41:3–5; მოძღვრება და აღთქმები 88:26–32.)

თავიანთი საქმეების შესაბამისად

თითოეული ადამიანი განისჯება მისი საქმეებისა და გულის საწადელის შესაბამისად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 137:9). ისინი განიკითხებიან იმის მიხედვით, ემორჩილებოდნენ თუ არა ღვთის მცნებებს და მოქმედებდნენ თუ არა იმ სინათლისა და ჭეშმარიტების შესაბამისად, რაც მიიღეს ამ ცხოვრებაში.

ამობეჭდვა