პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, სექტემბერი 2010
მორმონის წიგნი პიროვნული გზამკვლევია
ამაღლებულ მდგომარეობაში ყოფნისას, ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება მამაზეციერთან დაბრუნებისა და მასთან მარადიული ცხოვრების სურვილი. მან გვიბოძა თავისი საყვარელი ძე, ჩვენი მხსნელი, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის გზა და გვესწავლა ამ გზით სიარული. მან მოგვცა წინასწარმეტყველები, რათა გვეხილა გზა. წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა, შთაგონებით გადათარგმნა უძველესი დროის წინასწარმეტყველების ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენენ მორმონის წიგნს. ეს არის ღმერთთან მიმავალი გზის ჭეშმარიტი წინამძღვარი.
იოსებ სმითმა ასე წარმოსთქვა, ამ უძვირფასესი წიგნის შესახებ: „მე განვუცხადე ძმებს, რომ ეს წიგნი არის დედამიწის ზურგზე არსებულ წიგნთა შორის ყველაზე ჭეშმარიტი წიგნი და ჩვენი რელიგიის სომის ქვა და რომ ადამიანი ყველაზე ახლოს მივა ღმერთთან ამ წიგნის რჩევა-დარიგებათა დაცვით, ვიდრე სხვა რომელიმე წიგნის მცნებათა ცხოვრებით.”1
მორმონის წიგნში მოცემული დარიგებანი წარმოადგენენ უშუალოდ ღმერთის მცნებებს. ზოგი მათგანი არის ჩვენი მაცხოვრის პირდაპირი ბრძანება წინასწარმეტყველთათვის მასზედ, თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენ და რანი უნდა გავხდეთ. მორმონის წიგნი გვაძლევს მაცხოვრის მაგალითს და სიმტკიცეს, ჩვენი რწმენის გასაზრდელად, რათა დავემორჩილოთ მის ბრძანებას და უყოყმანოდ მივყვეთ მას. ეს წიგნი აღვსილია ქრისტეს მოძღვრებით ჩვენს გასაძღოლად. აი ამის მაგალითი მეორე ნეფიდან:
იესომ მიმართა ადამიანებს: მომყევით მე. განა შეიძლება, რომ გავყვეთ იესოს მამის მცნებების დაცვის სურვილის გარეშე?
და მამამ თქვა: მოინანიეთ და მოინათლეთ ჩემი საყვარელი ძის სახელით (იხ. 2 ნეფი 31:10–11).
წიგნი მარტივად გვიჩვენებს, რომ სწორ და ვიწრო გზაზე დასარჩენად ჩვენ წმინდა სულის ცეცხლით ნათლობა უნდა მივიღოთ. ჩვენ გვასწავლეს, რომ ყოველთვის უნდა ვილოცოთ ქრისტეს სახელით და თუ ამას გავაკეთებთ არა უნიათოდ, მაშინ მივიღებთ დაპირებას, რომ თუ მივისწრაფებით ქრისტეში ურყევი რწმენით, ნათელი იმედით, ღმერთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით, ქრისტეს ზეიმური სიტყვით გაჯერებულნი და თუ ბოლომდე გავძლებთ, მამა ზეციერი დაგვლოცავს მარადიული სიცოცხლით (იხ. 2 ნეფი 31:20).
მორმონის წიგნი, მეფე ბენიამინის საოცარი ქადაგების მაგალითზე, მარტივად გვიხსნის თუ რას ნიშნავს სიყვარული ღმერთისა და ყოველი ადამიანის მიმართ. როდესაც ჩვენი ბუნება იცვლება ქრისტეს მსხვერპლით ჩვენი ცოდვების გამოსასყიდის ძალის მადლით და ჩვენი ერთგული მორჩილებით, მცნებების მიმართ, ჩვენ ღმერთის სიყვარულით აღვივსებით (იხ. მოსია 4:1–12).
მორმონის წიგნი აგრეთვე გვაძლევს რწმენას იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ისე განვიწმინდოთ ამ ცხოვრებაში, რომ აღარ გვექნება ბოროტების ჩადენის არანაირი სურვილი (იხ. მოსია 5:2). ამის იმედი გვამხნევებს და გვანუგეშებს იმ დროს, როდესაც სატანა ცდილობს გვაცდუნოს და აგვიბნიოს თავგზა.
ყოველთვის, როდესაც ვკითხულობ მორმონის წიგნის თუნდაც რამოდენიმე სტრიქონს, მე ვგრძნობ თუ როგორ მტკიცდება ჩემი დამოწმება ამ წიგნის ჭეშმარიტების მიმართ და იმაზე, რომ იესო არის ქრისტე და რომ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ მას და დავბრუნდეთ შინ, ყველა იმ ადამიანებთან ერთად, ვიმც გვიყვარს. ამიტომ ეს ჩემთვის წიგნთა წიგნია. ეს ღმერთის სიტყვაა.
მე ვლოცულობ მასზედ, რომ ჩვენთან ერთად ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი, ყოველდღიურად უხვად ღებულობდეს ამ ღვთაებრივი წყაროდან. იესო ქრისტეს სახელით მე ვამოწმებ, რომ ეს ჭეშმარიტი გზამკვლევია.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი First Presidency Message, September 2010. Georgian. 09369 131