2012
მათ, ვისაც ცოცხალი წინასწარმეტყველი მიუძღვებათ წინ
მარტი 2012


ახალგაზრდები

მათ, ვისაც წინ ცოცხალი წინასწარმეტყველი მიუძღვება

პირველად 16 წლის ასაკში მომეცა საშუალება დავსწრებოდი გენერალურ კონფერენციას. ჩემი ოჯახი აშშ-ში, დასავლეთ ორეგონში ცხოვრობდა, ამიტომ ჩვენ იუტაში, კონფერენციაზე მანქანით გავემგზავრეთ, გზად ჩემი უფროსი ძმა მისიონერთა მომზადების ცენტრში უნდა მიგვეყვანა.

მე კონფერენციაზე მივედი ერთი სურვილით–დავემოძღვრე სული წმინდას. ეს ასეც იყო, მოხდა სული წმინდის გამოვლინება. ეს ასე არ იქნებოდა, რომ არა ჩემი წინასწარ მომზადება.

კონფერენციაზე ერთ-ერთი სესიის დროს ყველა ფეხზე ადგა. დარბაზში მყოფი ადამიანები “Guide Us, O Thou Great Jehovah” ჰიმნს მღეროდნენ. როდესაც ვმღეროდით, ძლიერი შინაგანი სურვილი გამიჩნდა ირგვლივ მიმომეხედა. ასეც მოვიქეცი და გაოგნებულიც დავრჩი. მე გამაოცა ამ ათასობით ადამიანის ერთობამ, რომლებიც შეიკრიბნენ და ერთ ხმად ადიდებდნენ ღმერთს.

შემდეგ სული წმინდის კარნახით პრეზიდენტ თომას ს.მონსონს შევხედე. ეს განცდა იმას ჰგავდა, რაც ნეფიმ განიცადა, როდესაც სიცოცხლის ხე იხილა. სული წმინდამ მიკარნახა: ,,შეხედე” (იხილეთ 1 ნეფი 11–14). იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ეს ერთიანობა ეკლესიაში არსებობდა იმიტომ, რომ ჩვენ წინ ცოცხალი წინასწარმეტყველი მიგვიძღვება . სული წმინდის დამოწმების წყალობით მე ვიცი, რომ პრეზიდენტი მონსონი ჩვენი დროის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველია, და მე ისიც ვიცი, რომ იესო ქრისტე მისი მეშვეობით ხელმძღვანელობს ეკლესიას.

ამობეჭდვა