2012
მე კვლავ ვნახავ მას
აპრილი 2012


ახალგაზრდები

მე კვლავ ვნახავ მას

მამამ გვაგრძნობინა ყველა ბავშებს, რომ ვიყავით განსაკუთრებულები. მას ვუყვარდით და ადვილად გვპატიობდა. მან გააკეთა ყველაფერი, იმისათვის, რომ ყველანი ვყოფილიყავით ბედნიერი და გასაგებად გვითხრა, რომ ჩვენთვის სურდა ყველაფერი საუკეთესო. მე ძალიან მიყვარდა ის.

როდესაც, მექვსე კლასში ვიყავი, მამაჩემი დაიღუპა ავტოავარიაში. მთელი ოჯახი და მე ვიყავით გაუბედურებულები. ეს იყო დიდი დანაკარგი ჩვენს ოჯახში. ის იყო ის, ვისი იმედი მქონდა და ვისთანაც მივდიოდი რჩევისათის პრობლემების დროს. დახმარების ძებნის მაგივრად, მე გულში დავიტოვე წყრომა და ტკივილი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ეს იყო ღმერთის ბრალი. მე შევწყვიტე წმინდა წერილების კითხვა და აღარ ვლოცულობდი. ეკლესიაში დავდიოდი მარტო დედაჩემის სურვილის გამო. ვცდილობდი ვყოფილიყავი მამაზეციერისაგან შორს.

შემდეგ, პირველად ცხოვრებაში წავედი ახალგაზრდა ქალების ბანაკში. მომეწონა ახალი მეგობრების გაცნობა, მაგრამ წმინდა წერილებს მაინც არ ვკითხულობდი. ბანაკის ბოლო ღამეს, ჩვენ გვქონდა დამოწმებების გაზიარების შეკრება. მე ვიგრძენი ის, რაც დიდი ხანი არ მიგრძვნია: სული. მე ვაფასებდი იმ გოგოების ქცევას, რომლებიც ადგნენ და გაუზიარეს სხვებს თავიანთი დამოწმება, მაგრამ არ ავდექი, რადგან ვფიქრობდი, რომ არ მქონდა არაფერი მათთვის გასაზიარებლად. უცბად ვიგრძენი, რომ უნდა ავმდგარიყავი. მე პირი გავაღე იმის ფიქრით თუ რას ვიტყოდი. ვუთხარი, რომ ვიყავი მოხარული ახალგაზრდა ქალთა ბანაკით. შემდეგ უნებლიედ ვთქვი, რომ მე ვიცი იესო ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რომ მამაზეციერს ვუყვარვარ და ეკლესია არის ჭეშმარიტი.

ამის შემდეგ მე აღვივსე ენითაღუწერელი სიმშვიდით. ამ გამოცდილების შემდეგ, მე შემიძლია ვთქვა, რომ მხსნელის გამოსყიდვის და აღდგომის შედეგად, მე კვლავ ვიხილავ მამაჩემს.

ამობეჭდვა