2013
გთხოვ, განმიკურნე გული
მარტი 2013


ახალგაზრდები

გთხოვ, განმიკურნე გული

ჩემი ძმის გარდაცვალების წლისთავზე, მე ვფიქრობდი მისი გარდაცვალებიდან დღემდე გასულ დროზე. მე მახსოვს არა მარტო საშინელი ტკივილი, არამედ ღმერთის დალოცვაც, რომელიც მან მიბოძა.

მე არასდროს არ მესმოდა მათი, რომლებიც ამბობდნენ, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილმა მათ დალოცვა მოუტანა. მე არ მესმოდა, როგორ შემეძლო ვყოფილიყავი მადლიერი და გახარებული იმის გამო, რამაც ასეთი დიდი ტკივილი მომაყენა. თუმცა იყო ერთი ღამე, როდესაც მე მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა.

შუაღამისა გამეღვიძა. გული, როგორც არასდროს, დამძიმებული მქონდა. ტკივილისგან ვიხრჩობოდი. მუხლებზე დავეცი და ქვითინით მამაზეციერს აღუვლინე ლოცვა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მასწავლიდნენ გამოსყიდვასა და იესო ქრისტეს განკურნების სასწაული ძალის შესახებ. ახლა ჩემს რწმენას სცდიდნენ. ნამდვილად მჯეროდა? მე ვთხოვე მამა ზეციერს განეკურნა ჩემი გული. ტკივილი ერთი ადამიანის ასატანად ძალიან მძიმე იყო.

შემდეგ სიმშვიდის, ნუგეშისა და სიყვარულის შეგრძნება დაეუფლა მთელს ჩემს სხეულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთმა გულში ჩამიკრა და ამ საშინელი ტკივილისაგან მიცავდა. მე ძმა მაინც მენატრებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერს სულ სხვა თვალებით ვუყურებდი. ამ გამოცდილებამ იმდენი რამ მასწავლა!

მე ვიცი, რომ უფლის სიყვარული და სიმშვიდე ჩვენთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეზიაროთ მათ.

ამობეჭდვა