2013
დადუმდი, ჩადექ
მარტი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, მარტი 2013

დადუმდი, ჩადექ

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

ერთხელ მრავალი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ოფისის საქმეები მოვაგვარე, ვიგრძენი, რომ უნდა მომენახულებინა, ასაკოვანი ქვრივი ქალბატონი სოლთ ლეიქ სითის მოხუცებულთა სახლში. მე პირდაპირ იქ გავემგზავრე.

მის ოთახში რომ შევედი, ის ცარიელი დამხვდა. პერსონალს ვკითხე, სად შეიძლებოდა მისი პოვნა და პასუხად მივიღე, რომ მოსასვენებელ ოთახში. იქ რომ მივედი, ჩემი ნაცნობი ქვრივი ქალი დავინახე. ის თავის დასა და კიდევ ერთ მეგობარს ესაუბრებოდა. ჩვენ ერთად სასიამოვნოდ ვისაუბრეთ.

საუბრისას კართან მამაკაცი მოვიდა. მას ავტომატიდან გამაგრილებელი სასმელის ყიდვა უნდოდა. მან გამომხედა და მითხრა: „თქვენ თომას მონსონი ბრძანდებით!“

„დიახ“, - ვუპასუხე მე. „თქვენ კი ჰემინგუეის ჰგავხართ“.

მან დაადასტურა, რომ იგი ალფრედ იუჯინ ჰემინგუეის ვაჟი, სტეფან ჰემინგუეი იყო. მრავალი წლის წინ, ჩემი ეპისკოპოსობის დროს, ალფრედი ჩემი მრჩეველი იყო და მე მას შემოკლებით ჯინის ვეძახდი. მან მიამბო, რომ მამამისი ამავე შენობაში იმყოფებოდა და სიკვდილის პირას იყო. იგი ჩემს სახელს ახსენებდა, ამიტომ ჯინის და მის ოჯახს უნდოდა ჩემი მოძებნა, მაგრამ ჩემს ტელეფონის ნომერს ვერ პოულობდნენ.

მე იმწუთასვე ბოდიში მოვუხადე ქალბატონებს და სტეფანთან ერთად ჩემი ყოფილი მრჩევლის ოთახისკენ გავეშურე, იქ,სადაც მისი სხვა შვილები იყვნენ შეკრებილნი (მისი მეუღლე რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა). ოჯახის წევრებმა ჩემი და სტეფანის შეხვედრა აღიქვეს, როგორც მამა ზეციერის პასუხი მათი ძლიერი სურვილის მიმართ - მენახა მათი მამა, სანამ ცოცხალი იყო და გამოვხმაურებოდი მის ძახილს. მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი, რადგან სტეფანი რომ არ შემოსულიყო ოთახში ზუსტად იმ დროს, მე რომ იქ ვიმყოფებოდი, ვერც კი გავიგებდი, რომ ჯინი იმავე შენობაში იყო.

ჩვენ იგი დავლოცეთ. სიმშვიდის სული სუფევდა. ჩვენ სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, შემდეგ მე წავედი.

მეორე დღეს ტელეფონის ზარით შევიტყვე, რომ ჯინ ჰემინგუეი გარდაიცვალა ოცი წუთის შემდეგ, რაც ჩემგან და თავის ვაჟისგან დალოცვა მიიღო.

მე ჩუმად ვილოცე და მამაზეციერს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ მკარნახობდა წავსულიყავი მოხუცებულთა სახლში და ჩემს ძვირფას მეგობართან, ალფრედ იუჯინ ჰემინგუეისთან მიმიყვანა.

მე მინდა მჯეროდეს, რომ ჯინ ჰემინგუეის ფიქრები, როცა ჩვენ სული წმინდის ნათელში ყოფნით ვტკბებოდით, მორჩილებით ვლოცულობდით და მღვდლობის დალოცვა წარმოვთქვით, გამახსენდა ჰიმნი „მოძღვარო, ქარიშხალი მძვინვარებს“.

შეჩერდი, დალოცვილო გამომსყიდველო!

ნუღარ დამტოვებ მარტო,

და სიხარულით დალოცვილ ნავსადგომს მივაღწევ

და დავისვენებ ნეტარ სანაპიროზე.

მე დღემდე მომწონს ეს ჰიმნი და ვმოწმობ, რომ იგი სხვებს ანუგეშებს:

იქნება ეს აღელვებული ზღვის მრისხანება

ადამიანები, ავი სულები თუ სხვა,

ვერანაირი წყალი ვერ შთანთქავს გემს, სადაც

მიწის, ზღვისა და ზეცის უფალია.

ისინი ყველანი მის ნებას დაემორჩილებიან:

დადუმდი, ჩადექ. 1

ცრემლისა და გაჭირვების ჟამს, შიშსა და მწუხარებაში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის გულისტკივილისა და მარტოობის განცდაში, არსებობს დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება მარადიულია. ჩვენი უფალი და მხსნელი არის ამის ცოცხალი მოწმე.2 მისი სიტყვები წმინდა წერილიდან დამაკმაყოფილებელია: „შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი“ (ფსალმუნები 46:10). მე ვმოწმობ ამის ჭეშმარიტების შესახებ.

შენიშვნები

  1. „მოძღვარო, ქარიშხალი მძვინვარებს“, Hymns, 105.

  2. იხ. რიჩარდ ლ.ევანსი, “So Let Us Live to Live Forever,” New Era, ივლისი 1971, 18.

ამ მოწოდების სწავლება

ამ მოწოდებას შეუძლია დაამშვიდოს ისინი, ვინც განიცდიან ახლობლის გარდაცვალებას ან გასაჭირში იმყოფებიან. პრეზიდენტ მონსონის გზავნილის გარდა, გაუზიარეთ მათ, ვისაც ასწავლით (მათი საჭიროებებისამებრ) ერთ-ერთი შემდეგი ნაწყვეტი წმინდა წერილიდან: იობი 19:25–26; 1 კორინთელთა 15:19–22; მოსია 24:13–15; მოძღვრება და აღთქმები 122:7–9. თუ იგრძენით ამის საჭიროება, შეგიძლიათ დაამოწმოთ იმ სიმშვიდის შესახებ, რომელიც მხსნელმა გარგუნათ განსაცდელის დროს.

ამობეჭდვა