2013
თვითუზრუნველყოფა
სექტემბერი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, სექტემბერი 2013

თვითუზრუნველყოფა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი reliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

თვითუზრუნველყოფა არის უნარი, ვალდებულება და მცდელობა, ჩვენი და ჩვენი ოჯახისათვის აუცილებელი სულიერი და მიწიერი კეთილდღეობისთვის საჭიროებების დაკმაყოფილება.1

როცა ჩვენ ოჯახსა და საზოგადოებაში ვსწავლობთ და ვიყენებთ თვითუზრუნველყოფის პრინციპებს, გვიჩნდება შესაძლებლობა ვიზრუნოთ ღარიბებსა და ღატაკებზე და დავეხმაროთ სხვებს გახდნენ დამოკიდებულნი საკუთარ თავზე, რათა შეძლონ უბედურების ჟამის გადატანა.

ჩვენ გვაქვს უპირატესობა და გვაკისრია მოვალეობა—გამოვიყენოთ თავისუფალი არჩევანი, რათა გავხდეთ საკუთარ თავზე დამოკიდებულნი სულიერ და მიწიერ საკითხებში. თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრმა, უხუცესმა რობერტ დ. ჰეილსმა, სულიერ თვითუზრუნველყოფასთან და მამაზეციერზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით თქვა ასეთი სიტყვები: „ჩვენ ვხდებით რწმენაში მოქცეულნი და სულიერად დამოუკიდებელნი მაშინ, როცა ლოცვებში ვცხოვრობთ აღთქმების თანახმად—ღირსეულად ვიღებთ ზიარებას, ვართ ღირსნი მივიღოთ სატაძრო რეკომენდაცია და ვიღებთ მსხვერპლს იმისთვის, რომ ვემსახუროთ სხვებს”.2

უხუცესმა ჰეილსმა მოგვცა რჩევა, გავხდეთ საკუთარ თავზე დამოკიდებულნი მიწიერი თვალსაზრისით, „რაც მოიცავს საშუალო განათლების გარდა დამატებითი განათლების მიღებას, ხელობის შესწავლას, შრომის სწავლასა და შემოსავლის შესაბამისად ცხოვრებას. ამჟამად დაზოგვითა და ვალისგან თავის შეკავებით, ჩვენ მომავალში მზად ვიქნებით სრული დროის საეკლესიო მსახურებისთვის. სულიერი და მიწიერი დამოუკიდებლობა ნიშნავს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას, საიდანაც ჩვენ შევძლებთ სხვების გაჭირვებიდან ამოყვანას“.3

წმინდა წერილებიდან

მათე 25:1–13; 1 ტიმოთე 5:8; ალმა 34:27–28; მოძღვრება და აღთქმები 44:6; 58:26–29; 88:118

ჩვენი ისტორიიდან

მას შემდეგ, რაც წმინდანები შეიკრიბნენ სოლთ ლეიქ ველიზე, რომელიც იზოლირებული უდაბნო იყო, პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა გამოთქვა სურვილი—შეექმნათ მუდმივი საცხოვრებელი სახლები და აყვავებულიყვნენ ამ მიწაზე. ეს ნიშნავდა იმას, რომ წმინდანებს მოუწევდათ ისეთი უნარების შეძენა, რომლებიც მათ დაეხმარებოდა თვითუზრუნველყოფის მიღწევაში. ამგვარად, პრეზიდენტმა იანგმა გამოხატა მათი შესაძლებლობების, ნიჭის, ერთგულებისა და ქალების მონდომების მიმართ დიდი ნდობა და შეაგულიანა ისინი სპეციფიკური მიწიერი ვალდებულებების შესრულებაზე. თუმცა დღეს მოწყალების საზოგადოების დების სპეციფიკური ვალდებულებები განსხვავდება, პრინციპები უცვლელი რჩება:

  1. შეიყვარეთ მუშაობა და თავი აარიდეთ უსაქმურობას.

  2. მოიპოვოთ თვითმსხვერპლშეწირვის სული.

  3. მიიღეთ პირადი პასუხისმგებლობა სულიერი ძალის, ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, ფინანსების, კვებისა და სხვა ცხოვრების ხელშემწყობი აუცილებლობათა თაობაზე.

  4. ილოცეთ სირთულეების წინაშე დადგომის დროს რწმენისა და სიმამაცისთვის.

  5. გააძლიერეთ ისინი, ვინც დახმარებას საჭიროებს.4

შენიშვნები

  1. იხილეთ სახელმძღვანელო 2: ეკლესიის მართვა (2010), 6.1.1.

  2. რობერტ ჰეილსი “Coming to Ourselves: The Sacrament, the Temple, and Sacrifice in Service,” ლიახონა და Ensign, მაისი 2012, 34.

  3. რობერტ დ. ჰეილსი, “Coming to Ourselves,” 36.

  4. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 51.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ვეხმარები დებს, რომელნიც მაბარია, იპოვონ გამოსავალი თავიანთ მიწიერ და სულიერ საჭიროებებში?

  2. ვზრდი მე ჩემს თვითუზრუნველყოფას ზიარებისთვის, მომზადებითა და სხვებისთვის მსახურების მსხვერპლის გაღებით?

ამობეჭდვა