2014
სამუშაოს დაჩქარება
June 2014


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ივნისი 2014

სამუშაოს დაჩქარება

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

თქვენ გაიაზრეთ, რომ აღდგენილ ეკლესიას დაახლოებით 98 წელი დასჭირდა 100 პალოს შესაქმნელად, მაგრამ 30 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეკლესიაში შეიქმნა კიდევ 100 პალო, 8 წლის შემდეგ კი ეკლესიაში უკვე 300 პალო იყო. დღეს ჩვენი ძალა განისაზღვრება 3, 000 პალოზე მეტი რაოდენობით.

რატომ იზრდება რაოდენობა ასე სწრაფად? იმიტომ, რომ უკეთ გვიცნობენ? იმიტომ, რომ მშვენიერი სამლოცველოები გვაქვს?

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ეკლესიის ზრდის მიზანი არის ის, რომ უფალმა მიგვანიშნა, რომ ეს ასე მოხდებოდა. მოძღვრება და აღთქმებში მან თქვა: „აჰა, მე შესაბამის დროს დავაჩქარებ ჩემს სამუშაოს“.1

ჩვენ, როგორც ზეციური მამის შვილები, გამოგზავნილნი ვართ დედამიწაზე ამ დროს, რათა შეგვძლებოდა ამ დიადი სამუშაოს დაჩქარების მონაწილენი გავმხდარიყავით.

რამდენადაც ვიცი, უფალს არასოდეს არ მიუთითებია, რომ მისი სამუშაო განისაზღვრება მიწიერი ცხოვრებით. პირიქით, მისი სამუშაო მოიცავს მარადისობას. მე მჯერა, რომ იგი აჩქარებს თავის სამუშაოს სულების სამყაროში. მე ასევე მწამს, რომ უფალი, თავისი მსახურების მეშვეობით, ამზადებს იქ მრავალ სულს სახარების მისაღებად. ჩვენ გვევალება ჩვენი გარდაცვლილების მოძიება და შემდეგ ტაძარში შესვლა და იმ წმინდა წეს-ჩვეულებების შესრულება, რომლების მეშვეობითაც ისინი, ვინც ფარდის მიღმა იმყოფებიან, მიიღებენ იგივე შესაძლებლობებს, რაც ჩვენ გვაქვს.

ყოველი კარგი უკანასკნელი დღის წმინდანი სულების სამყაროში საქმით არის დაკავებული, — ბრძანა პრეზიდენტმა ბრიგან იანგმა (1801–77). „რას საქმიანობენ ისინი? ქადაგებენ, გამუდმებით ქადაგებენ და გვიმზადებენ გზას აქ და სადაც არ უნდა იყოს, ტაძრების მშენებლობის საქმის დასაჩქარებლად.“2

საოჯახო ისტორიის საქმე არ არის ადვილი. მესმის სკანდინავიელთა გულგატეხილობა. მაგალითად, ჩემს შვედ პაპას ერქვა ნელს მონსონი; მამამისს კი მონსონი კი არა მონს ოკესონი ერქვა. მონსის მამას ოკე პედერსონი ერქვა, მის მამას კი პიტერ მონსონი, ანუ ისევ მონსონს დავუბრუნდით.

უფალი ელოდება თქვენგან და ჩემგან იმას, რომ კარგად ჩავატარებთ საოჯახო ისტორიის სამუშაოს. მე ვფიქრობ, რომ სამუშაოს კარგად ჩასატარებლად პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ — ვიქონიოთ მამაზეციერის სული. როცა მართლად ვცხოვრობთ, ისე, როგორც ვიცით, რომ უნდა ვიცხოვროთ, იგი გაგვიხსნის გზას იმ დალოცვების მისაღებად, რომლებსაც ასე გულმოდგინედ და ბეჯითად ვეძებთ.

ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ვერც ერთი ვერ გავხდებით ექსპერტი საოჯახო ისტორიის სამუშაოში, თუ დამწყების ეტაპს არ გავივლით. ასე რომ, მოდით ჩავიძიროთ ამ სამუშაოში და მოვემზადოთ მთაზე ასასვლელად. ეს არ არის ადვილი დავალება, მაგრამ უფალმა ეს თქვენ დაგაკისრათ და მან ეს ასევე დამაკისრა მე.

როცა თქვენ საოჯახო ისტოიის სამუშაოს შეჰყვებით, თქვენ დადგებით სირთულეების წინაშე, როცა ეტყვით საკუთარ თავს: „ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებ“. როცა ამ ზომამდე მიხვალთ, მუხლი მოიყარეთ და სთხოვეთ უფალს, გაგიხსნათ გზა და იგი ასეც იზამს. მე ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა.

მამაზეციერს უყვარს თავისი შვილები სულების სამყაროში ისევე, როგორც მას მე და თქვენ ვუყვარვართ. წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა ჩვენი გარდაცვლილებისთვის გადარჩენის სამუშაოს თაობაზე თქვა შემდეგი: „და ახლა, როდესაც ღვთის დიადი მიზნები უახლოვდება შესრულებას და ვხედავთ, როგორ ცხადდება წინასწარმეტყველების მიერ ნათქვამი სიტყვები, როცა ღვთის სასუფეველი წესდება დედამიწაზე და აღდგენილია ძველი წესი, უფალმა განაცხადა ჩვენი ვალდებულება და პრივილეგია“.3

იმ ჩვენი წინაპრების შესახებ, რომლებიც სახარების ცოდნის გარეშე გარდაიცვალნენ, პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა (1838–1918) ასე განაცხადა: „ჩვენი მათ მიმართ ძალისხმევით, მათ მონობის ბორკილები ჩამოსცვივდებათ და სიბნელე მათ ირგვლივ გაიფანტება, რათა ისინი სინათლემ გაანათოს და მათ გაიგონონ სულების სამყაროში იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც აქ მათი შვილები ატარებენ მათთვის და ისინი გაიხარებენ თქვენი ამ მოვალეობის შესრულებით.“4

მამაზეციერის სულიერი შვილების მილიონობით ადამიანს სიკვდილამდე არც კი სმენია ქრისტეს სახელი. მაგრამ ახლა მათ ასწავლიან სახარებას და ისინი ელიან იმ დღეს, როცა მე და თქვენ ჩავატარებთ საჭირო კვლევას მათთვის გზის გასახსნელად ისე, რომ შევძლოთ უფლის სახლში შესვლა და მათთვის იმ სამუშაოს ჩატარება, რომელსაც ისინი საკუთარი თავისთვის ვერ ჩაატარებდნენ.

ჩემო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ უფალი დაგვლოცავს, თუკი ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას და გავუმკლავდებით მას.

ამ მოწოდების სწავლება

მოიფიქრეთ თქვენი საოჯახო ისტორიიდან საყვარელი ამბავი და გაუზიარეთ იგი თქვენი სტუმრობის დროს. შესაძლოა, მოისურვოთ პირველი პრეზიდენტობის გზავნილიდან საბავშვო ნაწილის კითხვარის გამოყენება (გვ.6) იმისთვის, რომ შეაგულიანოთ ადამიანები, რომლებსაც სტუმრობთ, გაგიზიარონ საკუთარი ისტორიები. წაიკითხეთ მოძღვრებაბა და აღთქმების128:15 და განიხილეთ თქვენი წიმაპრებითვის სატაძრო წეს-ჩვეულებების ჩატარების მნიშვნელობა.

ამობეჭდვა