2016
ჩემი მოწმმობის საფუძველი
თებერვალი 2016


ახალგაზრდები

ჩემი მოწმობის საფუძველი

ავტორი ცხოვრობს იუტაში, აშშ.

როცა 16 წლის ვიყავი, ჩვენს სახლში მეგობარი მოვიდა და მისიონერები მოიყოლია. ერთი თვის მერე, პირველი გაკვეთილის შემდეგ, ყოველ ჩემს კითხვას ნათელი პასუხი გაეცა. მე სულიწმინდა ვიგრძენი, რომელიც მოწმობდა გზავნილების ჭეშმარიტებაზე და აღდგენაზე. ეს იყო გრძნობა, რომელიც არასდროს არ გამომიცდია და მე ვიცოდი, რომ ყოველივე ეს იყო ჭეშმარიტი.

თუმცა, არნახული წინააღმდეგობა და მიუღებლობაც ვიგრძენი. მე თავს მარტოდ ვგრძნობდი, ვიყავი დაღლილი და დაბნეული. თუ სწორად ვიქცეოდი, რატომ ვაწყდებოდი ამდენ წინააღმდეგობას? მე არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ჩემი სირთულეები ჩემს სასიკეთოდ ყოფილიყო. მისიონერებმა მასწავლეს მარხვა და ლოცვა, სკოლაში ყოფნისასაც კი. როცა ყველაფერი აუტანელი ხდებოდა, მე გულს ვუშლიდი ღმერთს და უმალვე სულიწმინდის ნუგეშს ვგრძნობდი.

ჩემი ნათლობის კვირა სავსე იყო განსაცდელებით. უფროსი სამსახურიდან დათხოვნით დამემუქრა, თუ არ გამოვტოვებდი ნათლობას იმისთვის, რომ ვიღაც შემეცვალა სამსახურში. საბოლოოდ, საავადმყოფოში აღმოვჩნდი თირკმელებში კენჭებით და მშობლებმაც მთხოვეს, სახლიდან წავსულიყავი. ამდენი მოვლენით, რომელიც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარებოდა, მე მხოლოდ ერთადერთი რამ შემეძლო - უფლისთვის მიმემართა.

ყოველი ეს განსაცდელი მართლაც ჩემს სასარგებლოდ აღმოჩნდა. მათი მეშვობით მე სახარების დოქტრინა ვისწავლე, რამაც განაპირობა ჩემი მოწმობის საფუძველი.

ამობეჭდვა