შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2016
ქორწინება დადგენილია ღმერთის მიერ.
ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, თუ რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. რანაირად წარმოადგენს “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” თქვენს რწმენას ღმერთში ზრდის და ლოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.reliefsociety.lds.org..
წინასწარმეტყველები, მოციქულები და სხვა ხელმძღვანელები კვლავაც საზეიმოდ აცხადებენ, რომ ქორწინება კაცსა და ქალს შორის დაწესებულია ღმერთის მიერ და ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი.1
უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, ბრძანა: ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებაზე, არის საუკეთესო საშუალება ღვთის გეგმის ასაყვავებლად. …
“… არც მე და არც რომელიმე სხვა მოკვდავს შეუძლია ქორწინების ამ ღვთიური წესის შეცვლა”.2
ახალგაზრდა ქალების გენერალურმა პრეზიდენტმა, ბონი ლ. ოსკარსონმა, თქვა: “ყოველი ადამიანი, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა ან შვილების რაოდენობის, შეიძლება იყოს უფლის გეგმის დამცველი, რომელიც აღწერილია საოჯახო მოწოდებაში. თუ ეს უფლის გეგმაა, ეს ასევე უნდა იყოს ჩვენი გეგმა”!3
აგრძელებს უხუცესი კრისტოფერსონი: “ზოგიერთი თქვენგანი არ არის დალოცვილი ქორწინებით სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა: უპერსპერქტივობა, იმავე სქესისკენ ლტოლვა, ფიზიკური ან მენთალური ნაკლი ან უბრალოდ წარუმატებლობის შიში. … ან თქვენი ქორწინება უკვე დასრულდა. … ზოგიერთი თქვენგანი უშვილოა. …
“მიუხედავად ამისა, … ყველას შეუძლია, ყოველ თაობაში შეიტანოს წვლილი ღვთიური გეგმის განვრცობაში4
დამატებითი საკითხავი მასალა წმინდა წერილიდან
დაბადება 2:18–24; 1 კორინთელთა 11:11; მოძღვრება და აღთქმები 49:15–17
ისტორიები ცხოვრებიდან
ძმა ლარი გიბსონმა, ახალგაზრდა მამაკაცთა გენერალური პრეზიდენტობის ყოფილმა პირველმა მრჩეველმა, გაიხსენა, როცა შირლიმ, რომელიც ამჟამად მისი მეუღლეა, თქვა:
“მე შენ მიყვარხარ, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემზე მეტად უფალი გიყვარს’. …
“ეს პასუხი გულზე მომხვდა. …
“… [და] მე მინდოდა, რომ მას ყოველთვის ეგრძნო, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა უფალი”.5
უხუცესი დევიდ ა. ბედნარი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, გვასწავლიდა: “ აღთქმაში დადებულ ქორწინებაში უფალი იესო ქრისტე წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილს”. … [წარმოიდგინეთ, რომ] მხსნელი მოთავსებულია სამკუთხედის წვეროზე, სადაც ფუძეზე ერთ წვეროზე ქალია და მეორეზე - მამაკაცი. ახლა განიხილეთ, რა ხდება ქალისა და კაცს შორის ურთიერთობებში, როცა ისინი მყარად, ინდივიდუალურად ‘მიდიან ქრისტესტან’ და ცდილობენ, იყვნენ ‘მასში სრულყოფილნი’ (მორონი 10:32). მხსნელის მეშვობით და მის გამო, ქალსა და მამაკაცს შეუძლიათ ერთმანეთთან დაახლოვება”.6
© 2016 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი Visiting Teaching Message, February 2016. Georgian. 12862 131