2016
არჩევანი
მაისი 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, მაისი 2016

არჩევანი

დაე, ყოველთვის აგვერჩიოს უფრო ძნელი მაგრამ სწორი და არა ადვილი და მცდარი.

დებო და ძმებო, სანამ ოფიციალურად მოგმართავთ, მინდა გამოვაცხადო ოთხი ახალი ტაძრის მშენობლობა, რომლებიც აშენდება შემდეგ ადგილებში: კუიტო (ეკვადორი); ჰარარე (ზიმბაბვე); ბელემი (ბრაზილია) და მეორე ტაძარი ლიმაში (პერუ).

როცა 1963 წ. თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრი გავხდი, ეკლესიას სულ 12 მოქმედი ტაძარი ჰქონდა. ორი კვირის წინ, პროვო სითის ცენტრის ტაძრის მიძღვნის შემდეგ, ახლა 150 მოქმედი ტაძარია. რაოდენ მადლიერნი ვართ იმ დალოცვებისთვის, რომლებსაც ამ წმინდა ტაძრებში ვიღებთ.

ახლა, დებო და ძმებო, მსურს გამოვხატო მადლიერება ამ შესაძლებლობისთვის, გაგიზიაროთ რამდენიმე აზრი ამ დილით.

ბოლო ხანებში მე ვფიქრობდი არჩევანის შესახებ. ამბობენ, რომ პატარა მოვლენას შეუძლია შემოაბრუნოს ისტორია, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ცხოვრებაზეც. ჩვენი არჩევანი განაპირობებს ჩვენს საბოლოო დანიშნულების ადგილს.

როცა წინამიწიერი ცხოვრებიდან მიწიერ ცხოვრებაში გადმოვედით, ჩვენ თან არჩევანის ძღვენი გამოვიყოლეთ. ჩვენი მიზანია ცელესტიალური დიდების მოპოვება და ჩვენი არჩევანი დიდად განაპირობებს იმას, მივაღწევთ თუ არა ჩვენს მიზანს.

მრავალმა თქვენგანმა იცის ლუის ქეროლის ნაწარმოები ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ალბათ გახსოვთ, რომ იგი მოდის გზაჯვარედინთან ორი ბილიკით, რომელიც გრძელდება, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით. როცა იგი ფიქრობდა, რომელ ბილიკს გაჰყოლოდა, ჩეშირის კატა გამოჩნდა, რომელსაც ალისა ეკითხება: „რომელ ბილიკს გავყვე“?

კატა პასუხობს: „ეს დიდად დამოკიდებულია იმაზე, სად გინდათ, რომ მოხვდეთ“. თუ არ იცი, სად გინდა წასვლა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბილიკით ივლი“.1

ალისასგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით, სად გვინდა წასვლა და მნიშვნელობა აქვს იმას, რა გზით ვიაროთ, რადგან ის ბილიკი, რომელსაც ჩვენ მივყვებით ამ ცხოვრებაში, განაპირობებს ჩვენს საბოლოო დანიშნულებას მომავალ ცხოვრებაში.

დაე, გავაკეთოთ არჩევანი, აღვზარდოთ ჩვენში დიადი ძლიერი რწმენა, რომელიც იქნება ჩვენი ყველაზე ეფექტური დაცვა მოწინააღმდეგის ჩანაფიქრისგან. რეალური რწმენა, ისეთი, რომელიც მხარს დაგვიჭერს და გააძლიერებს ჩვენს სურვილს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ასეთი რწმენის გარეშე ჩვენ ვერსად ვერ წავალთ. მასთან ერთად კი ჩვენს მიზნებს მივაღწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია, ბრძნულად ავირჩიოთ, ზოგჯერ არის დრო, როცა ჩვენ სულელურ არჩევანს ვაკეთებთ. მხსნელის მიერ უზრუნველყოფილი მონანიების ძღვენი გვაძლევს ჩვენი მიმართულების კორექტირების საშუალებას, რათა შევძლოთ იმ ბილიკზე დაბრუნება, რომელიც მიგვიყვანს იმ ცელესტიალურ დიდებამდე, რომელსაც ვეძიებთ.

დაე, შევინარჩუნოთ გამბედაობა, რათა გავუმკლავდეთ საყოველთაო შეთანხმებას. დაე, ყოველთვის აგვერჩიოს უფრო ძნელი მაგრამ სწორი და არა ადვილი და მცდარი.

როცა ვუფიქრდები ყოველდღიურ არჩევანს - ავირჩიოთ ის თუ ეს, თუ ქრისტეს ავირჩევთ, ჩვენ სწორი არჩევანი გაგვიკეთებია.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენც შევძლოთ ამის გაკეთება. ჩვენი მხსნელისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნა

  1. ადაპტირებული თარგმანი Alice’s Adventures in Wonderland (1898), 89.

ამობეჭდვა