2017
მშვიდობისთვის ლოცვა
February 2017


ახალგაზრდები

მშვიდობისთვის ლოცვა

ავტორი ცხოვრობს არიზონაში, აშშ.

ჩემი მშობლები ხშირად ესწრებოდნენ შეხვედრებს საეკლესიო მსახურების შემდეგ, მე კი ჩემს სამ ძმასთან ვრჩებოდი და სამხარის მომზადებაში ვეხმარებოდი, თუმცა ისინი ხშირად მოუთმენლები და მშივრები იყვნენ. როცორც წესი, თუ ისინი ჩხუბს იწყებდნენ, მე პატარა პრობლემას უცებ ვაგვარებდი. მაგრამ ზოგჯერ ძნელი იყო მათი დაშოშმინება მას შემდეგ, რაც ისინი ჩხუბს იწყებდნენ, რადგან მე უკვე აღელვებული ვიყავი.

ერთხელ შუადღეს, ჩემი ძმები განსაკუთრებით ჭირვეულობდნენ და ვერ პოულობდნენ საერთო ენას. მე შევნიშნე, რომ ჩემს მათი დაშოშმინების მცდელობებს უარესი შედეგი მოჰქონდა, რადგან გულდაწყვეტილი ვიყავი. ასე რომ, მე ჩემთვის მოვამზადე სამხარი და გავჩუმდი. ბოლოს კი გამოვაცხადე: „ახლა უნდა ვილოცო. შეიძლება ერთი წუთი გავჩუმდეთ“? როცა ისინი დამშვიდდნენ, მე საჭმელი დავლოცე. ლოცვის დასრულებამდე დავაყოლე: „გთხოვ, დაგვეხმარე, ვიყოთ შემრიგებელნი“.

თავიდან მათ ეს თითქოს ვერ გაიგეს და ისევ დაიწყეს ჩხუბი. მე ეს უკვე მომბეზრდა, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მაქსიმალურად მოსიყვარულე და მშვიდი, რადგან ამ წუთას სიმშვიდისთვის ვილოცე. ერთ წუთში ძალიან მშვიდად ვიგრძენი თავი. ისე ვჭამე, რომ ხმა არ ამომიღია და ბიჭებმაც შეწყვიტეს კამათი. მე მივხვდი, რომ ის სიმშვიდე, რომელიც ვიგრძენი, ჩემი უბრალო ლოცვის პასუხი იყო. მე ვილოცე იმისთვის, რომ შემრიგებელი ვიყო და მამაზეციერი დამეხმარა მშვიდად ვყოფილიყავი მაშინ, როცა ისე ადვილი იყო, მეყვირა. მე ვიცი, რომ მას ჭეშმარიტად შეუძლია სიმშვიდე გვიბოძოს.

ამობეჭდვა