2017
მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება
March 2017


ახალგაზრდები

მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება

ავტორი ცხოვრობს იუტაში, აშშ.

მე ერთხელ მივიღე ძვირფასი გაკვეთილი სქესობრივ სიწმინდეზე ახალგაზრდა ქალების კლასში. ამ სათაურის გამო მრავალი ახალგაზრდა ცმუკავს სკამებზე. მე არ მახსოვს ყველაფერი, რაც იმ დღეს ვისწავლე, მაგრამ მახსოვს, რომ ჩვენი ხელმძღვანელი საუბრობდა თავის ერთ-ერთ პირად სტანდარტზე - ყოველთვის იყო სქესობრივად წმინდა. მისი სიტყვები დამამახსოვრდა და გადავწყიტე, გავხადო ეს სტანდარტი ჩემს პირად ფასეულობად.

ერთხელ, როცა სპორტული აქტივობიდან სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი, ვიღაცამ დაიწყო თამაში სიმართლე თუ გამბედაობა“? რადგან მოწყენილები ვიყავით, მე და სხვა ბავშვები ჩავებით ამ თამაშში. როცა ჩემი ჯერი დადგა, უნდოდათ გამებედა ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც ვიცოდი, არ იყო კარგი. ეს იქნებოდა ჩემთვის ძნელად მისაღები გადაწყვეტილება, რომ არა ჩემი ახალგაზრდა ქალების ხელმძღვანელის სიტყვები, რომლებიც გონებაში ამომიტივტივდა და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო. მე უცებ უარი ვთქვი ამის გაკეთებაზე. უკვე ვიცოდი, რას მოვიმოქმედებდი ამ სიტუაციაში.

მე ვიცი, რომ როცა ეკლესიაში მივდივართ და ვცხოვრობთ იმის თანახმად, რასაც ვსწავლობთ, ჩვენ მივიღებთ დალოცვას უფრო დიდი სულიერი ძალითა და ამა ქვეყნის ცდუნებებისგან დაცვით.

ამობეჭდვა