2017
სამართლიანობით შეიარაღებულნი
March 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, მარტი, 2017 წ.

სამართლიანობითშეიარაღებულნი

ღვთის წინასწარმეტყველმა დედამიწაზე, პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა, განაცხადა: „დღეს ჩვენ აღვუდექით ყველაზე დიდ ცოდვის, ნაკლოვანებისა და ბოროტების ჯარს, რომელიც ოდესმე უნახავს ჩვენს თვალებს“.1

გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ, რომ პრეზიდენტმა მონსონმა ეს სიტყვები წარმოსთქვა 50 წლის წინ? თუკი მაშინ აღვუდექით ურჯულოების უპრეცედენტო ჯარს, რაოდენ მეტად გვიტევს დღეს ბოროტება? კარგი მიზეზის გამო უფალმა განაცხადა ჩვენი წყობის შესახებ: „აჰა, მტერი ერთად შეიკრა“ (მოოძღვრება და აღთქმები 38:12).

ომი, რომელშიც ყველანი „ჩაწერილები ვართ სიაში“2 დაიწყო, სანამ დედამიწას მოვევლინებოდით. იგი დაიწყო დედამიწის შექმნამდეც კი. იგი დაიწყო მრავალი ათასწლეულის წინ, წინამიწიერ სამყაროში, სადაც სატანა აჯანყდა და „ცდილობდა ადამიანის არჩევანის განადგურებას“ (მოსე 4:3).

სატანამ წააგო ეს ბრძოლა და „ჩამოგდებულ იქნა დედამიწაზე“ (გამოცხადება 12:9), სადაც იგი დღესაც აგრძელებს ბრძოლას. აქ, დედამიწაზე „იგი ებრძვის ღვთის წმინდანებს და გარს ერთყმის მათ“ (მოძღვრება და აღთქმები 76:29) სიცრუით, მოტყუებითა და ცდუნებით.

იგი ებრძვის წინასწარმეტყველებს და მოციქულებს. იგი ებრძვის უმანკოების კანონს და ოჯახის სიწმინდეს. იგი ებრძვის ოჯახებსა და ტაძარს. იგი ებრძვის ყოველივე კეთილს და წმინდას.

ჩვენ როგორ ვებრძვით ასეთ მტერს? როგორ ვებრძვით ბოროტს, რომელიც შთანთქავს ჩვენს სამყაროს? რა იარაღი გვაქვს? ვინ არის ჩვენი მოკავშირე?

კრავის ძალა

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა, რომ სატანას აქვს ჩვენზედ ძალა იმ დონემდე, რა დონემდეც ჩვენ მას ნებას ვრთავთ.3

ნეფიმ იხილა ჩვენი დრო: „მე, ნეფიმ, ვიხილე ღვთის კრავის ძალა, რომელიც ჩამოდიოდა წმინდანებზე კრავის ეკლესიაში, ასევე უფლის აღთქმულ ხალხზედ , რომელიც გაფანტული იყო მთელ დედამიწის პირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობითა და ღვთის ძალით მის დიად დიდებაში (1 ნეფი 14:14).

როგორ შევიარაღდეთ სამართლიანობითა და ძალით? ჩვენ ვიცავთ შაბათის სიწმინდეს და პატივს ვცემთ მღვდლობას. ჩვენ ვდებთ და ვიცავთ წმინდა აღთმებს, ვმუშაობთ ოჯახურ ისტორიაზე და დავდივართ ტაძარში. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ მოვინანიოთ და ვევედრებით უფალს, „გამოვიყენოთ ქრისტეს გამოსყიდვის სისხლი, რათა მივიღოთ ჩვენი ცოდვების მიტევება“ (მოსია 4:2). ჩვენ ვლოცულობთ, ვმსახურობთ, ვმოწმობთ და ვამჟღავნებთ რწმენას იესო ქრისტეს მიმართ.

ჩვენ ასევე ვიარაღდებით სამართლიანობითა და ძალით, როცა „გამუდმებით ვიუნჯებთ გონებაში სიცოცხლის სიტყვებს“ (მოძღვრება და აღთქმები 84:85). ჩვენ ვიუნჯებთ ამ სიტყვებს წმინდა წერილში და უფლის რჩეული მსახურების სიტყვებში ჩაძირვით, რომლებიც გვიზიარებენ უფლის ნებას, გონებასა და ხმას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:4) მომდევნო თვის გენერალურ კონფერენციაზე.

ჩვენს ბრძოლაში ბოროტების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საბურველის ორივე მხრიდან გვაქვს დახმარება. ჩვენი მოკავშირეებია მარადიული მამა ღმერთი, უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა.

ჩვენი მოკავშირეები ასევე უხილავი ზეციური მხედრობაა. „ნუ გეშინია“, - უთხრა ელიამ შეშინებულ ახალგაზრდას, რომელიც ბოროტი ძალების ჯარის წინაშე აღმოჩნდა რადგან “ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ” (იხ. 4 მეფეთა 6:15-16).

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. ღმერთს უყვარს თავისი წმინდანები. იგი არასდროს არ მიგვატოვებს.

მე ვიცი, რომ ღმერთმა, პასუხად ჩემს ლოცვაზე, აღასრულა ჩემი ვედრება - მიხსნას ბოროტისგან. მე ვმოწმობ, რომ სამყაროს მხსნელის, მამა ღმერთისა და სულიწმინდის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ საჭიროზე მეტი ძალა მოგვეცემა იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ბოროტ ძალას.

დაე, ყოველთვის ვიყოთ შეიარაღებულნი სამართლიანობით, რათა დარწმუნებულები ვიყოთ საბოლოო გამარჯვებაში.

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “Correlation Brings Blessings,” Relief Society Magazine, Apr. 1967, 247.

  2. “We Are All Enlisted,” Hymns no. 250.

  3. იხილეთ Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 214.

ამობეჭდვა