2017
როცა მეგობარი გარდამეცვალა.
July 2017


ახალგაზრდები

როცა მეგობარი გარდამეცვალა.

ავტორი ცხოვრობს იუტაში, აშშ.

უმაღლეს სასწავლებელში რომ ვსწალობდი, ჩემს მეგობარს ანევრიზმა გაუჩნდა და მეორე დღეს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წევრი ვიყავი, მაინც მიჭირდა ამის ატანა. მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შემეძლო მიმემართა მამაზეციერისთვის და მხსნელისთვის, მაგრამ არასდროს მსგავსი რამ არ გამომიცდია.

საათობით ვტიროდი, ვცდილობდი მეპოვა რამე, ნებისმიერი რამ, რაც დამამშვიდებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეორე დღეს მე ჰიმნების წიგნებს მივმართე. გადაფურცლისას გავჩერდი „დარჩი ჩემთან;“ ’საღამო ჟამს“ჰიმნები, no. 165).“ Abide with Me; ’Tis Eventide,” მესამე კუპლეტი განსაკუთრებით მომეწონა

დარჩი ჩემთან საღამო ჟამს,

და ღამე იქნება ეული

თუ შენთან ვერ შევძლებ ლაპარაკს,

ვერც ჩემში ვიპოვი ნათლს.

მეშინია სამყაროს სიბნელისა,

რაც ჩემს სახლში შეიძლება ყოფილიყო.

მხსნელო, დარჩი ჩემთან ამაღამ;

აჰა, საღამო ჟამია.

ამ კუპლეტმა ისეთი სიმშვიდით ამავსო. მე ვიცოდი, რომ მხსნელი არა მხოლოდ დარჩებოდა ჩემთან ღამე, არამედ ზუსტად იცოდა, რას ვგრძნობდი. მე ვიცი, რომ სიყვარულმა, რომელიც ვიგრძენი ჰიმნის მეშვეობით, არა მხოლოდ ის ღამე გადამატანინა, არამედ მრავალი სხვა გასაჭირიც.

ამობეჭდვა