2017
ყოველდღიურად უფლის ხსენება
October 2017


ახალგაზრდები

ყოველდღიურად უფლის ხსენება

მეგობრები, საოჯახო საქმიანობა, საშინაო დავალება, ტელევიზორი - უამრავი რამ მოითხოვს ჩვენს ყურადღებას. მაგრამ ჩვენ ყოველ კვირას ვპირდებით მამაზეციერს, „რომ ყოველთვის გვეხსომება [მისი ძე, იესო ქრისე]“მოძღვრება და აღთქმები 20:79).

პრეზიდენტი აირინგი გვეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც დაგვეხმარება, გვახსოვდეს ქრისტე. ამ თვეში დასახეთ მიზნად ყოველ დღე უფრო მეტად გაიხსენოთ ქრისტე. შეგიძლიათ გააკეთოთ კალენდარი და აიღოთ ვალდებულება, ყოველ დღე გააკეთოთ რაღაც, რაც ჩამოაყალიბებს თქვენს ურთიერთობას მასთან. პრეზიდენტი აირინგი ჩამოთვლის შემდეგს: წმინდა წერილის წაკითხვა, რწმენით ლოცვა, მსახურება მხსნელისთვის და სხვათათვის. ასევე დღიურის წარმოება, ეკლესიურ შეხვედრებზე დასწრება, გენერალური კონფერენციის მოსმენა, ტაძარში სიარული, ჰიმნების შესრულება და ეს სია გრძელდება! როცა ჩვენ ყოველდღე გავიხსენებთ მხსნელს, პრეზიდენტი აირინგი გვპირდება, რომ „ნელ-ნელა, თუმცა მყარად, მოვა კურთხევები, რის შედეგადაც გავხდებით უფალი იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები“.

ამობეჭდვა