2017
გზიდან გადახვეულთა სიყვარულით შემოსვა
October 2017


შინა მასწავლებლის გზავნილი, ოქტომბერი, 2017 წ.

გზიდან გადახვეულთა სიყვარულით შემოსვა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

„რეალობა ისაა, რომ არ არსებობს სრულყოფილი ოჯახები …” , თქვა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხტდორფმა. „რა პრობლემების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს თქვენი ოჯახი, რაც არ უნდა გააკეთოთ მათ გადასაწყვეტად, გადაწყვეტილების თავი და ბოლო არის მოწყალება, ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული“.1

მათთვის, ვინც არ არიან სახარების სრული მონაწილენი, მოწყალების საზოგადოების ყოფილმა გენერალურმა პრეზიდენტმა, ლინდა კ. ბერტონმა, თქვა: „მამაზეციერს უყვარს ყოველი თავისი შვილი. … არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან ისინი - გზაზე თუ გზის იქით, მას სურს მათი შინ დაბრუნება“.2

„როგორი ჭირვეულიც არ უნდა იყვნენ თქვენი შვილები, … არ ესაუბროთ მათ წყრომით, უხეშად ან განკიცხვის სულით“, გვასწავლიდა პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი (1838-1918). „კეთილად ესაუბრეთ მათ“.3

უხუცესი ბრენტ ჰ. ნილსონი სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან დაესესხა მხსნელის რჩევას მათ, ვისაც 10 ვერცხლი აქვს და ერთს დაკარგავს“ „ეძიეთ, სანამ იპოვით. როცა თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი დაიკარგება, თქვენი და ან ძმა, … ერთადერთი რაც გვრჩება - მთელი გულით გვიყვარდეს ეს ადამიანი.…

დაე, მივიღოთ ისეთი გამოცხადებები, რათა გავიგოთ, როგორ მივუახლოვდეთ დაკარგულთ ჩვენს ცხოვრებაში და საჭირეობისას, ვიქონიოთ მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მოთმინება, როცა გვიყვარს, ვუცქერთ და ველით უძღებ შვილს“.4

პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა, პირველი პრეზიდენტობას პირველმა მრჩეველმა თქვა: „რწმენით ვილოცე, რომ ჩემთვის საყვარელმა რომელიმე ადამიანმა ეძიოს და იგრძნოს გამოსყიდვის ძალა. მე რწმენით ვლოცულობდი, რომ ცოცხალი ანგელოზები მოსულიყვნენ მათ დასახმარებლად, და ისინი მოვიდნენ.

„ღმერთმა იცის, როგორ გადაარჩინოს ყოველი თავისი შვილი.5

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

მათე 18:12; ალმა 31:35; 3 ნეფი 13:32; მოძღვრება და აღთქები 121:41-42;

reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. Dieter F. Uchtdorf, “In Praise of Those Who Save,” Liahona, May 2016, 79, 80.

  2. ლინდა კ. ბერტონი, სარა ჯეინ ვივერის “Relief Society Celebrates Birthday and More March 17,” Church News, Mar. 2, 2013, news.lds.org.

  3. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (1998), 254.

  4. ბრენტ ჰ. ნილსონი, “Waiting for the Prodigal”, Liahona, მაისი 2015, 103.

  5. Henry B. Eyring, „To My Grandchildren“, Liahona, Nov. 2013, 71.

ამობეჭდვა