2017
ერთმანეთის ტვირთის ზიდვა
December 2017


შინა მასწავლებლის გზავნილი, დეკემბერი 2017

ერთმანეთის ტვირთის ზიდვა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

„ჩვენ გარშემო იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს ყურადღებას, შეგულიენებას, თანადგომას, ნუგეშსა და სიკეთეს“, - თქვა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა. „ჩვენ აქ, დედამიწაზე, წარმოვადგენთ უფლის ხელებს და გვაქვს დავალება - ვემსახუროთ ყოველ მის შვილს და ავამაღლოთ ისინი. იგი ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული“.1

პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა, პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა თქვა: „თქვენს გულში დაიწყო დიდი ცვლილება მაშინ, როცა ეკლესიაში მოხვედით. თქვენ დადეთ აღთქმა და მიიღეთ დაპირება, რამაც თქვენი არსის შეცვლა დაიწყო. …

“… თქვენ პირობა დადეთ, რომ დაეხმარებოდით უფალს, შეგემსუბუქებინათ [სხვების] ტვირთი და გენუგეშებინათ ისინი. თქვენ მოგეცათ ძალა,შეგემსუბუქებინათ სხვების ტვირთი, როცა მიიღეთ სულიწინდის ძრვენი“.2

„ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ სახარების სინათლე იმისთვის, რომ დავინახოთ სხვები ისეთნი, როგორადაც მათ მხსნელი ხედავს - თანაგრძნობით, იმედითა და მოწყალებით“ - თქვა ჯინ ბ. ბინგჰამმმა, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა. „მოვა დღე, როცა მივიღებთ სხვების გულების სრულ გაგებას და ვიქნებით მადლიერნი იმისთვის, რომ ჩვენზეც გავრცელდება წყალობა - ისევე, როგორც ჩვენ ვუგზავნით სხვებს მოწყალების სიტყვებსა და აზრებს. …

„ჩვენი ვალდებულება და უპირატესობაა - მივიღოთ ცვლილებები უკეთესობისკენ ყოველ ადამიანში მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ, უფრო დავემსგავსოთ მხსნელს“.3

როცა ჩვენ ერთმანეთის ტვირთს ვატარებთ და ვიცავთ აღთქმებს, ჩვენ ვუხსნით იესო ქრისტეს გზას სხვების განსაკურნებლად. უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასწავლიდა: „იმის გათვალისწინებით, რომ უფალმა ჯვარცმისა და გამოსყიდვისთვის ასეთი ფასი გადაიხადა, მე გპირდებით, რომ იგი ახლა არ გვაქცევს ზურგს. როცა იგი ეუბნება სულით ღარიბთ: „მოდით ჩემთან“, იგი გულისხმობს, რომ მან იცის გზა იქიდან და ზემოთ. მან იცის ეს, რადგან თავად გამოირა იგი. მან იცის გზა, რადგან იგი თავად არის გზა“.4

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

მათე 25:40; გალატელთა 6:2; მოსია 2:17; 18:8-9

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, „ემსახურე უფალს სიყვარულით“, ლიახონა, თებ. 2014, 4.

  2. Henry B. Eyring, “The Comforter,” Liahona, მაისი 2015, 18.

  3. ჯინ ბ. ბინგჰამი, “I Will Bring the Light of the Gospel into My Home,” Liahona, Nov. 2016, 6, 8.

  4. ჯეფრი რ. ჰოლანდი “Broken Things to Mend,” Liahona, მაისი, 2006 წ., 71.

ამობეჭდვა