2018
ილოცეთ ცალ-ცალკე ყოველი დისთვის
March 2018


შინა მასწავლებლის პრინციპები, მარტი, 2018 წ.

ილოცეთ ცალ-ცალკე ყოველი დისთვის

ჩვენი სიყვარული და შთაგონება მათ მიმართ, ვისაც ვსტუმრობთ, გაიზრდება, როცა ჩვენ მორჩილად ვილოცებთ ცალ-ცალკე ყოველი დისთვის.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

წმინდა წერილში მრავალი მაგალითია მამაკაცებისა და ქალების, რომლებიც სხვებისთვის ცალ-ცალკე ლოცულობდნენ. ყველაზე დრამატულია ალმა უმცროსის მამის მაგალითი. ანგელოზმა მიმართა ალმა უმცროსს და უთხრა მას, რომ მისმა მამამ ბევრი ილოცა მისთვის … ; ასე რომ, იმის გამო მოვედი, რომ დაგარწმუნო ღმერთის ძალასა და უფლებამოსილებაში, რომ მისი წმინდანების ლოცვებზე პასუხი იქნას მიღებული მათი რწმენის შესაბამისად“ (მოსია 27:14).

ერთმანეთისთვის ლოცვა გვიხსნის გულს იმისთვის, რომ მივიღოთ დალოცვები, რომელიც უფალს სურს, გვიბოძოს. „ლოცვის საგანი არა უფლის ნების შეცვლაა, არამედ ის, რომ შევინარჩუნოთ ის დალოცვები ჩვენთვის და სხვებისთვის, რაც ღმერთს უკვე სურს, რომ გვიბოძოს, მაგრამ მათ მისაღებად უნდა ვითხოვოთ ისინი“.1

ერთმა დამ აღნიშნა, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდის დროს სატელეფონო ზარი ან მესიჯი ხშირად მოდიოდა მისი სტუმრად მოსული მასწავლებლებისგან ყველაზე „ბნელ დღეს“. თითქოს იცოდნენ, როდის სჭირდებოდა მას მხარდაჭერა. მან იცოდა, რომ ისინი ლოცულობდნენ მისთვის, როგორც სტუმრობისას, ისე დამოუკიდებლად.

ჯული ბ. ბექმა, ყოფილმა მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, თქვა: „დაფიქრდით ჩვენს ერთობლივ ძალაზე, თუ ყოველა და, გულწრფელად ილოცებს ყოველ დილას და საღამოს, უფრო მეტიც - თუ განუწყვეტლივ ილოცებს, როგორც ეს უფალმა გვიბრძანა“.2 როცა ვლოცულობთ მათთვის, ვისთანაც ვსტუმრობთ, ჩვენ ვძლიერდებით პიროვნულადაც და როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანი ქალები.

პრეზიდენტმა ჰენრი ბ.აირინგმა, პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, თქვა: „ილოცეთ, რათა შეიტყოთ, რა ხერხით შეიცნოთ მათი გული. … უნდა იცოდეთ, რა სურს თქვენგან ღმერთს, თუ რა გააკეთოთ მათ დასახმარებლად, ამისთვის კი, რაც შეიძლება მეტად, ღვთის სიყვარული უნდა იგრძნოთ მათ მამირთ“.3

შენიშვნები

  1. Guide to the Scriptures, “Prayer.”

  2. Julie B. Beck, “What Latter-day Saint Women Do Best: Stand Strong and Immovable,” Liahona, Nov. 2007, 110.

  3. Henry B. Eyring, “The Comforter,” Liahona, მაისი 2015, 85.

ამობეჭდვა