2018
როცა წინ ერთად მივდივართ
April 2018


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, აპრილი, 2018 წ.

როცა წინ ერთად მივდივართ

ძვირფასი დებო და ძმებო, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე ამ დილით. ოთხი დღის წინ ჩვენ დავემშვიდობეთ დიად ადამიანს, ღვთის წინასწარმეტყველს - პრეზიდენტ თომას ს. მონსონს. ენით ვერ აგიღწერთ მისი ცხოვრების სიდიდესა და სიდიადეს. მე მუდამ სათუთად მემახსოვრება ჩვენი მეგობრობა და მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც მან მასწავლა. ახლა ჩვენ უნდა იმედით ვიყუროთ წინ, უფალ იესო ქრისტეში სრული რწმენით, რომლისაც არის ეკლესია.

ორი დღის წინ ყველა ცოცხალი წინასწარმეტყველი შეიკრიბა სოლთ ლეიქ ტაძრის ზედა ოთახში. იქ მათ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება - პირველ რიგში, პირველ პრეზიდენტობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, შემდეგ კი ის, რომ მე მემსახურა ეკლესიის პრეზიდენტად. სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ვგრძნობდი, როცა ჩემი ძმები - ის ძმები, რომლებიც არიან მღვდლობის ყოველი გასაღების მფლობელნი, რომლებიც აღდგენილ იქნა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით ამ წყობაში - თავზე დამასხეს ხელი, რათა ვეკურთხებინე ეკლესიის პრეზიდენტად. ეს წმინდა და თავის დამამდაბლებელი მოვლენა იყო.

ამის შემდეგ დამეკისრა ვალდებულება, მიმეღო გადაწყვეტილება, ვინ მომიმზადა უფალმა მრჩევლების სახით. როგორ შემეძლო ამერჩია მხოლოდ ორი წინასწარმეტყველი თორმეტისგან, ისინი ხომ ყველანი ისე მიყვარს. მე დიდად მადლობელი ვარ უფლისა, რომ უპასუხა ჩემს მხურვალე ლოცვებს. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი დალინ ჰარის ოუქსი და პრეზიდენტი ჰენრი ბენიონ აირინგი მზად არიან, იმსახურონ შესაბამისად პირველ და მეორე მრჩევლად. პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხთდორფმა გადაინაცვლა თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. მან უკვე მიიღო მთავარი დავალებები, რომლებისთვისაც იგი არაჩვეულებრივადაა მომზადებული.

მე მადლობას ვუხდი მას და პრეზიდენტ აირინგს მათი საოცარი მსახურებისთვის პრეზიდენტ მონსონის მრჩევლების როლში. ისინი ძალიან ეფექტურად, თავდადებულად და შთაგონებულად მსახურობდნენ. ჩვენ მათი დიდად მადლიერნი ვართ. ყოველი მათგანი მზადაა იმსახუროს იქ, სადაც ყველაზე დიდი საჭიროებაა.

როგორც მოციქულთა შორის რანგით მეორე, პრეზიდენტი ოუქსი ხდება თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი. თუმცა, ეკლესიის წესების მიხედვით, პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი, რანგით მომდევნო, იმსახურებს ქვორუმის მოქმედ პრეზიდენტად. პირველი პრეზიდენტობა გვერდიგვერდ იმუშავებს თორმეტთა ქვორუმთან, რათა ამოიცნონ უფლის ნება და წინ წაწიონ მისი წმინდა საქმე.

ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი ლოცვებისთვის. ჩვენთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლოცულობდნენ. პრეზიდენტ მონსონის გარდაცვალების შემდეგ მეორე დილით, ერთი ასეთი ლოცვა ოთხი წლის ბიჭუნამ, ბენსონმა, წარმოთქვა. მე წაგიკითხავთ ნაწყეტებს მისი დედის წერილიდან. მან ჩემს მეუღლეს, ვენდის მიწერა. ბენსონი ასე ლოცულობდა: „მამაზეციერო, მადლობა იმისთვის, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი კვლავ იხილავს თავის მეუღლეს. გმადლობთ ახალი წინასწარმეტყველისთვის. დაეხმარე მას, მიეცი სიმამაცე, რათა არ შეშინდეს თავისი ახალი როლის გამო. დაეხმარე მას, იყოს ჯანმრთელი და ძლიერი. დაეხმარე მას, მოიპოვოს ძალა, რამდენადაც იგი მღვდლობის მატარებელია. და დაგვეხმარე ჩვენ, ყოველთვის ვიყოთ კეთილნი.

მე მადლობას ვუხდი ღმერთს ასეთი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, რომლებიც ასე სერიოზულად უდგებიან თავიანთ ვალდებულებას - იყვნენ მართალი, თავდადებული მშობელნი, მასწავლებელნი და წევრნი, რომელნიც ატარებენ მძიმე ტვირთს და მაინც ასეთი მონდომებით მსახურობენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მადლიერი ვარ ყვოელი თქვენგანისთვის.

უფალი საჭესთან დგას

ერთად სიარულისას მე გიწვევთ, დაფიქრდეთ იმ საოცარ ხერხზე, რომლითაც უფალი მართავს თავის ეკლესიას. ეკლესიის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ყველამ იცის, ვინ დაინიშნება ამ პოზიციაზე. არ ტარდება არანაირი არჩევნები, საარჩევნო კამპანიები, მოქმედებს ღვთიური თანმიმდევრობის უხმო გეგმა, რომელიც თავად უფალმა დააწესა.

მოციქულის მსახურების ყოველი დღე გახლავთ მომავლისთვის მზადებისა და მეტი ვალდებულებების აღების საშუალება. მოციქულები მხოლოდ წლების განმავლობაში მსახურების შემდეგ გადაინაცვლებიან ყველაზე დაბალი რანგიდან ყველაზე მაღალ რანგში. ამ დროის განმავლობაში ისინი უშუალოდ იღებენ გამოცდილებას ეკლესიის ყოველ სფეროში. ისინი ასევე კარგად ეცნობიან სხვადასხვა ხალხებს, მათ ისტორიას, კულტურასა და ენას, რადგან მათ სულ უწევთ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა. ეკლესიაში ეს თანმიმდევრული ხელმძღვანელობის პროცესი უნიკალურია. მე მსგავსი არაფერი არ მინახავს არსად. და ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ეს უფლის ეკლესიაა. იგი ადამიანების ხერხით არ მოქმედებს.

მე ვმსახურობდი თორმეტთა ქვორუმში ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტის დროს. მე მოწმე ვიყავი იმისა, როგორ იღებდა ყოველი პრეზიდენტი გამოცხადებას და როგორ პასუხობდა მას. უფალი ყოველთვის შთააგონებს და არიგებს თავის წინასწარმეტყველებს. უფალი საჭესთან დგას. ჩვენ, რომელნიც გვაკურთხეს იმისთვის, რომ დავამოწმოთ მისი წმინდა სახელი მთელს მსოფლიოში, გავაგრძელებთ მისი ნების შეცნობას და მივყვებით მას.

დარჩით აღთქმის ბილიკზე

ახლა, მივმართავ ეკლესიის ყოველ წევრს: დარჩით აღთქმის ბილიკზე. თქვენი დაპირება - მიჰყვეთ უფალს მასთან აღთქმის დადების გზით და შემდეგ ამ აღთქმების დაცვა, გაგიხსნით კარს ყოველი სულიერი დალოცვისა და უპირატესობისთვის, რაც კი ხელმისაწვდომია ქალისთვის, ბავშვისთვისა თუ მამაკაცისთვის.

ჩვენ, როგორც ახალ პრეზიდენტობას, გვსურს დავიწყოთ ისე, რომ საბოლოო შედეგი გვახსოვდეს. ამ მიზეზის გამო ჩვენ მოგმართავთ დღეს ტაძრიდან. საბოლოო შედეგი, რომლისკენაც ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის, არის უფლის სახლში უფლებამოსილებით შემოსვა, ოჯახებთან ერთად ჩაბეჭდვა, ტაძარში მიღებულ აღთქმების მიმართ ერთგულება, რაც გაგვხდის ღირსად ღვთის უდიდესი ძღვენის მისაღებად, რაც არის მარადიული ცხოვრება. სატაძრო წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებსაც თქვენ დებთ, არის თქვენი ცხოვრების, ქორწინებისა და ოჯახის ძალა და მოწინააღმდეგის შემოტევების გამკლავების უნარი. თქვენი მსახურება ტაძარში წინაპრებისთვის დაგლოცავთ პირადი გამოცხადების გაძლიერებითა და სიმშვიდით, ასევე განამტკიცებს თქვენს დაპირებას, დარჩეთ აღთქმულ ბილიკზე.

ახლა, თუ თქვვენ გადახვედით ამ ბილიკიდან, ნება მიბოძეთ, მოგიწვიოთ იმედით გულში, დაბრუნდეთ ამ ბილიკზე. რაც არ უნდა გაწუხებდეთ, რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა იდგეთ, თქვენ ამ უფლის ეკლესიაში საკუთარი ადგილი გაქვთ. თქვენც და მომავალი თაობებიც თქვენი ქმედებების გამო დალოცვილნი იქნებიან და დაუბრუნდებიან აღთქმის ბილიკს. ჩვენი მამაზეციერი ზრუნავს თავის შვილებზე და სურს, რომ ყოველი მათგანი დაუბრუნდეს აღთქმის გზას. ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დიადი მიზანი - დაეხმაროს ყოველ ადამიანს შინ დაბრუნებაში.

მე გამოვხატავ ღრმა სიყვარულს თქვენ მიმართ, იმ სიყვარულს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იზრდებოდა თქვენთან შეხვედრების, ღვთის მსახურებისა და მსახურების შედეგად. ჩვენი ღვთიური დავალებაა - მივიდეთ ყოველ ერთან, ტომთან, თემთან და ხალხთან, დავეხმაროთ სამყაროს უფლის მეორე მოსვლისთვის მზადებაში. ამას ვიზამთ რწმენით უფალ იესო ქრისტეში, ვიცით რა, რომ იგი ყველაფერზეა პასუხისმგებელი. ეს არის მისი საქმე და მისი ეკლესია. ჩვენ მისი მსახურები ვართ.

მე ვაცხადებ ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს ერთგულებას. მე ვიცნობ მათ, მიყვარს ისინი და ვფიცავ, რომ ვემსახურები მათ და თქვენ, ბოლო ამოსუნთქვამდე. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.