2018
დახმარების მიღება სხვათა დასახმარებლად
ოქტომბერი, 2018 წ.


გამოსახულება
ministering

მზრუნველობის პრინციპები, 2018 წ. ოქტომბერი

დახმარების მიღება სხვების დასახმარებლად

როგორ ჩავრთოთ სხვები მზრუნველობის პროცესში, როცა დახმარება გვჭირდება? მიიღეთ მონაწილეობა მზრუნველობასთან დაკავშირებულ გასაუბრებაში და თვის პირველი კვირის საბჭოში.

როცა კესი გაფანტული სკლეროზის გამო ეტლში ჩაჯდა, მან აღმოაჩინა, რომ ყოველ ღამე ეტლიდან საწოლში გადმოსასვლელად დახმარება ესაჭიროებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს მეტისმეტად დიდი საქმე იყო მხოლოდ ერთი წევრისთვის. უხუცესთა ქვორუმმა ითათბირა ამ სიტუაციის შესახებ და გადაწყვიტა, რომ ყოველ საღამოს კესის დახმარებას გაუწევდნენ.1

როცა ჩვენ შევიტყობთ იმ ადამიანების საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზე, ვისაც ვემსახურებით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ დახმარება გვჭირდება. მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებები და თვის პირველი კვირის საბჭო არის ის ორი შესაძლებლობა, როცა შეგვიძლია ვითათბიროთ, როგორ ჩავრთოთ ამ პროცესში სხვები.

მსახურებასთან დაკავშირებული გასაუბრება

ეს კვარტალური გასაუბრებები მზრუნველ დებსა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობას შორის ან მზრუნველი ძმებისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობას შორის არის ერთადერთი ოფიციალური ანგარიში, რომელსაც ვაბარებთ მათთან დაკავშირებით, ვისაც ვემსახურებით მზრუნველობის პროგრამის ფარგლებში. გასაუბრება გვაძლევს საშუალებას, კვარტალში ერთხელ მაინც (1) ვითათბიროთ იმ ოჯახებისა და ცალკეული პირების, რომლებზედაც მიგვამაგრეს, ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებზე, მათ სირთულეებზე; (2) გადავწყვიტოთ, რითი შეუძლია დახმარება ქვორუმს, მოწყალების საზოგადოებასა ან მეურვეობის საბჭოს; (3) ვისწავლოთ ხელძღვანელებისგან და გავმხნევდეთ სხვების მსახურებისთვის.

უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტები პირდაპირ ეპისკოპოსს გადასცემენ მნიშვნელოვან ინფორმაციას საჭიროებების შესახებ და მიიღებენ მისგან რჩევებსა და მითითებებს.

მეტი ინფორმაციისთვის მზრუნველობის გასაუბრებასთან დაკავშირებით მიმართეთ ministering.lds.org.

მსახურებასთან დაკავშირებული გასაუბრებებისთვის მნიშვნელობის მინიჭება

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის განცხადების მხარდასაჭერად, რომ მზრუნველობა გახდება ის ანჯამა, რომელზეც ეკლესიის კურსი აჩქარდება, უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა გვასწავლა: „მისი ხედვის რეალიზაცია დამოკიდებული იქნება იმაზედ, რაოდენ კარგად არიან განსწავლულნი და მზრუნველობასთან დაკავშირებულ გასაუბრებებში ჩართულნი დები და ძმები“.2

ხუთი მინიშნება დებსა და ძმებს:

  • მიდით გასაუბრებაზე რჩევის ძიებით. მზად იყავით, ისწავლოთ.

  • მზად იყავაით, განიხილოთ ის საჭიროებები, სადაც დახმარება გჭირდებათ.

  • მოახდინეთ ფოკუსირება ცალკეული პირების ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებზე და არა უბრალოდ საჭიროებებზე.

  • ითათბირეთ იმ შედეგებზე, რომლებიც იმის მანიშნებელია, რომ თქვენი მზრუნველობა წარმატებულია.

  • საჭიროებისას, დაუკავშირდით პრეზიდენტობას, რათა ითათბიროთ კვარტალურ გასაუბრებებს შორის შუალედებში.

ხუთი რჩევა ხელმძღვანელს:

  • გასაუბრება არ უნდა იყოს გრძელი, თუმცა უნდა გათვალოთ საკმარისი დრო და ადგილი, სადაც შეძლებთ მნიშვნელოვან საუბარს.

  • გამოიყენეთ საშუალება, რათა ემსახუროთ მზრუნველობაში ჩართულ დებსა და ძმებს.

  • არ დასვათ ფორმალური შეკითხვები, რათა არ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენ უბრალოდ მოვალეობას ასრულებთ („დასრულდა თქვენი მზრუნველობა“?) დასვით ისეთი შეკითხვები, რომლებიც აძლიერებენ სასურველ ქცევას („რა კარნახი მიიღეთ იმ ოჯახთან მიმართებაში, რომელზედაც ილოცეთ? რა მოხდა, როცა იმოქმედეთ ამ კარნახების მიხედვით“?)

  • გულწრფელად მოუსმინეთ და გააკეთეთ ჩანაწერები.

  • ერთად ითათბირეთ. მზრუნველობაში ჩართულ კომპანიონებს აქვთ გამოცხადების მიღების უფლება მათთან დაკავშირებით, ვისზეც ისინი დავალებით ზრუნავენ.

მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებების კითხვა-პასუხები

რა არის მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრება?

ეს არის საუბარი მზრუნველი ძმისა და უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის ან მზრუნველი დისა და მოწყალების საზოგადობის პრეზიდენტობის წევრს შორის ისეთ ჭრილში, რომელშიც ისინი შეძლებენ სულიწმინდისგან შთაგონების ძიებასა და მიღებას. ამის შედეგად, მზრუნველი დები და ძმები შეძლებენ, მიიღონ შთაგონება, იზრუნონ, შეიყვარონ, ასწავლონ და ანუგეშონ მხსნელის მსგავსად.

აუცილებელია, ეს კვარტალური გასაუბრებები ტარდებოდეს პირისპირ?

ჩვეულებრივად ეს გასაუბრებები ტარდება პირისპირ, თუმცა თუ ეს უფრო პრაქტიკულია, შეიძლება მათი ჩატარება ტელეფონით ან ინტერნეტით. როგორც წესი, ორივე კომპანიონი იღებს მონაწილეობას გასაუბრებაში, თუკი ეს მართებულია.

რა არის მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრების მიზანი?

მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრება აძლევს მზრუნველობაში ჩართულ დებსა და ძმებს საშუალებას, განიხილონ ამჟამინდელი სიტუაცია, შეადგინონ მომავლის გეგმა და მიიღონ საჭირო დახმარება იმ ოჯახებისა და ცალკეული პირებისთვის, ვისზეც ისინი ზრუნავენ. ეს არის შანსი, ისაუბროთ იმ რესურსებზე, რომელთა უზრუნველყოფასაც შეძლებენ ქვორუმი და მოწყალების საზოგადოება.

როგორ ვუმკლავდები კონფიდენციალურ ან მგრძნობიარე საკითხებს?

მზრუნველი დები და ძმები უზიარებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას მხოლოდ უხუცესთა ქვორუმს ან მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტს ან უშუალოდ ეპისკოპოსს. კონფიდენცია ლ ური ან მგრძნობიარე ინფორმაცია არ უნდა გაჟღერდეს პირველი კვირის საბჭოზე.

პირველი კვირის საბჭო

მზრუნვლეობასთან დაკავშირებული გასაუბრებების გარდა, პირველი კვირის საბჭო ასევე გახლავთ სხვების მზრუნველობაში ჩართვის საშუალება. მოწყალების საზოგადოებაში და უხუცესთა ქვორუმის შეხვედრებზე შთაგონების მიღება შესაძლებელია როგორც სულიწმინდისგან ისე ჯგუფში მყოფ სხვა ადამიანებისგან.

საბჭოს აზრი მდგომარეობს შემდეგში:

  • ერთობლივი თათბირი ადგილობრივი ვალდებულებების, შესაძლებლობებისა და სირთულეების შესახებ;

  • „ერთმანეთის შთაგონებიდან და გამოცდილებიდან სწავლა; და

  • „მზადყოფნა, იმოქმედოთ სულიწმინდისგან მიღებული შთაგონებით“.3

საბჭო განხილვაზე მეტს ნიშნავს: იგი გვიბიძგებს, ვიმოქმედოთ ინდივიდუალურად ან ჯგუფში, სულიწმინდის შთაგონების მიხედვით. მსგავსი საბჭოების შედეგად, წევრებს შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, შეასრულონ უფლის საქმე.

მოწვევა მოქმედებისკენ

„ჩვენ დღეს ვლოცულობთ იმაზედ, - თქვა უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, - რომ ყოველი ქალი და მამაკაცი, მათ შორის ჩვენი უფროსი ახალგაზრდა კაცები და ქალები, უფრო ღრმად გაიაზრებენ, რომ გულითადად უნდა იზრუნონ ერთმანეთზე და მათ მხოლოდ ქრისტეს წმინდა სიყვარული უნდა ამოძრავებდეთ.4

შენიშვნები

  • იხ. Mormon Messages video “Lift,” lds.org/media-library.

  • Gary E. Stevenson, in “Ministering Interviews” (video), ministering,lds.org.

  • მომყევით მე—მელქიცედეკის მღვდლობისა და მოწყალების საზოგადოებისთვის, Ensign ან Liahona, ნოემ. 2017, 140; ასევე ხელმისაწვდომია comefollowme.lds.org.

  • Jeffrey R. Holland, “Be With and Strengthen Them,” Ensign or Liahona, მაისი 2018, 103.

ამობეჭდვა