2020
მზრუნველობა გენერალური კონფერენციის მეშვეობით
აპრილი, 2020 წ.


“Ministering through General Conference,” Liahona, April 2020

გამოსახულება
მზრუნველობა

მზრუნველობა პრინციპები, 2020 წ. აპრილი

მზრუნველობა გენერალური კონფერენციის მეშვეობით.

ყოველ სულის ასამაღლებელ ციტატებთან, ოჯახურ ტრადიციებთან და უფლის მსახურების სწავლებებთან ერთად გენერალური კონფერენცია გვაძლევს მზრუნველობის უამრავ გზას - გენერალური კონფერენციის დაწყებამდე, მის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.

სუზანი და ტომ მულენი არიან მისიისთვის მზადების გაკვეთილების მასწავლებლები და ისინი ყოველთვის აგულიანებენ თავიანთ მოსწავლეებს, მოიწვიონ ვინმე გენერალური კონფერენციის საყურებლად.

„მოიწვიო ვინმე რაღაცის გასაკეთბლად გახლავთ მისიონერული სამუშაოს ინტეგრალური ნაწილი და ეს ასევე ეხება მზრუნველობას“ - ამბობს იგი. „ჩვენი მოსწავლეები რეგულარულად გვაწვდიან ანგარიშს იმაზედ, რაოდენ კარგად მოგვარდა ყველაფერი მათთვისაც და იმ პიროვნებისთვისაც, რომელიც მათ მოიწვიეს“.

აი რამდენიმე ანგარიში მათი მოსწავლეებისგან:

  • „ჩვენ მზრუნველობას ვუწევთ მეგობარს, რომელსაც რაღაც აქვს დასაძლევი. ჩვენ მოვიწვიეთ იგი გენერალურ კონფერენციაზე პასუხების მისაღებად. როცა ჩვენ მას ვესაუბრეთ კონფერენციის შემდეგ, მან გვიამბო, რომ ძალიან ბევრი იდეა მოისმინა, რომელიც მას დაეხმარებოდა“.

  • „ჩვენ ჩავატარეთ გენერალურ კონფერენციასთან დაკავშირებული წვეულება და ყველამ რაღაც მოიტანა საერთო სუფრისთვის. ჩვენ ისე ვიმხიარულეთ, რომ გადავწყვიტეთ, კიდევ მოგვეწყო ეს ღონისძიება.

  • „მე დავპატიჟე მეგობარი ჩემთან ერთად გენერალური კონფერენციის საყურებლად. როცა ამაზე ვსაუბრობდით, გადავწყვიტეთ, მანქანით წავსულიყავით სამლოცველოში, რათა იქ გვეყურებინა კონფერენციისთვის. ასეც მოვიქეცით და საუკეთესო გამოცდილება მივიღეთ.

მულენებმა და მათმა მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ გენერალური კონფერენცია გვაძლევს მზრუნველობის მრავალ ხერხს. ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს სულის ასამაღლებელი ციტატები, ოჯახური ტრადიციები, მნიშვნელოვანი დისკუსიები და უფლის მსახურების სწავლებები.

მოიწვიეთ სხვები თქვენთან სახლში

უფალმა უბრძანა თავის მიმდევრებს: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ (იოანე 13:34). ასე რომ, ჩვენ ვუყურებთ იმას, როგორ შეგვიყვარა ჩვენ უფალმა. … თუ ჩვენ მას მაგალითად ავიღებთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, მივწვდეთ ყველას“. - პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი1

ჩვენმა შესანიშნავმა შინა მასწავლებელმა, მაიკმა, წლების წინ შენიშნა, რომ მე და ჩემს სამ შვილს მხოლოდ ერთი პატარა ლეპტოპი გვქონდა გენერალური კონფერენციის საყურებლად. მან უმალვე დაგვპატიჟა თავის ოჯახში მასთან და მის მეუღლესთან, ჯეკისთან ერთად, კონფერენციის საყურებლად და დაგვარწმუნა, რომ სიამოვნებით მიიღებდნენ სტუმრებს. ჩემი შვილები მოუთმენლად ელოდებოდნენ ნამდვილ ტელევიზორში კონფერენციის ყურებას; მე ძალიან მადლიერი ვიყავი მათ მხარდაჭერისთვის და ჩვენ ძალიან კარგად გავატარეთ ერთად დრო.

ამის შემდეგ გენერალური კონფერენციის ერთად ყურება ტრადიციად იქცა. მაშინაც კი, როცა უკვე საკუთარი ტელევიზორი გვქონდა, ჩვენ მაინც სიხარულით მივდიოდით მაიკლთან და ჯეკისთან გენერალური კონფერენციის საყურებლად ჩვენი ბალიშებით, ბლოკნოტებითა და ტკბილეულით. წინასწარმეტყველების სიტყვების ერთობლივად მოსმენა ამ მოვლენას უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. ჩვენ ერთი ოჯახივით გავხდით. მაიკი და ჯეკი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, ჩემი შვილებისთვის კი - მეორე პაპა-ბებია. მათი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ოჯახისთვის არნახული დალოცვა გახდა. მე ისეთი მადლიერი ვარ მათი იმის გამო, რომ მათ თავიანთი სახლისა და გულის კარი გაგვიღეს.

სუზან ერდი, კალიფორნია, აშშ

დასაფიქრებელი პრინციპები

„შეამჩნია“

მხსნელი სიყვარულით უთმობდა დროს იმას, რომ სხვების საჭიროებები ეხილა და შემდეგ შესაბამისად ემოქმედა გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად (იხ. მათე 9:35-36; იოანე 6:5; 19;26-27). ჩვენ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ.

„მაშინვე მოიწვია“

მას შემდეგ, რაც შევამჩნევთ საჭიროებას მათთან, ვისაც მზრუნველობას ვუწევთ, შემდეგი საფეხურია მოქმედება.„წინასწარმეტყველის სიტყვების მოსმენა“

ჩვენ „ხშირად უნდა შევიკრიბოთ ერთად“ (მორონი 6:5) რათა ერთად გავიზარდოთ, ვისწავლოთ და ვისაუბროთ სულიერ საკითხებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სულისთვის.

„მოდით, მოუსმინეთ წინასწარმეტყველის ხმას და გაიგონეთ ღვთის სიტყვა“2 ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწვევაა მათთვის, ვისაც მზრუნველობას ვუწევთ.

„სიყვარული და მეგობრობა“

იმისთვის, რომ სხვებს დავეხმაროთ და ვიქონიოთ მათზე გავლენა, ჩვენ უნდა ავაშენოთ მათთამ თანაგრძნობაზე და „გულწრფელ სიყვარულზე“ დაფუძნებული ურთიერთობები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:41).

გამოიყენეთ ინტერნეტი

„სოცქსელების არხი არის ის გლობალური იარაღი, რომელსაც შეუძლია, პიროვნულად და დადებითად მოახდინოს გავლენა მრავალ ოჯახზე და ცალკეულ პირზე. მე მჯერა, რომ დადგა დრო ჩვენთვის, როგორც ქრისტეს მოწაფეებისთვის, შესაფერისად გამოვიყენოთ ეს შთამაგონებელი იარაღები და უფრო ეფექტურად დავამოწმოთ ღმერთზე, მარადიულ მამაზე, მის ბედნიერების გეგმაზე თავისი შვილებისთვის და მის ძეზე, იესო ქრისტეზე, როგორც სამყაროს მხსნელზე“. - უხუცესი დევიდ ა. ბედნარი3

ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავუზიაროთ სახარება მთელს მსოფლიოს. და მე ეს ძალიან მომწონს! მე გენერალურ კონფერენციასთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიებას ვაზიარებ ხოლმე, თუმცა მეტწილად ვცდილობ, დავეხმარო სხვებს, იმსჯელონ გენერალური კონფერენციის გამოსვლებზე. სხვებისგან გაგონილი შეკითხვები ხშირად გვეხმარება, ახალ ჭრილში დავინახოთ საკითხი და შესაბამისად ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ჩვენი საკუთარი შეკითხვები.

მე აღმოვაჩინე, რომ როცა იყენებ კითხვებს იმისთვის, რომ განიხილო გამოსვლები გენერალური კონფერენციიდან მათთან ერთად, ვისაც მზრუნველობას უწევ, ეს გეხმარება, დაინახო მათი ძალა და ამავდროულად საჭიროებები. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი შეკითხვაა: თქვენი აზრით, რა იყო ბოლო გენერალური კონფერენციის დევიზი?

პასუხი თითქმის ყოველთვის გვიჩვენებს, რა ხდება მათ ცხოვრებაში და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. ეს გეხმარებათ, გახდეთ უკეთესი მზრუნველი და ან ძმა, რადგან თქვენ მათი უკეთ გესმით.

კამილ გილჰამი, კოლორადო, აშშ

დასაფიქრებელი პრინციპები

„გაუზიარეთ სხხვებს სახარება“

ჩვენ დავდეთ აღთქმა, რომ „ვიდგებით, როგორც ღვთის მოწმენი ყოველ დროში და ყველაფერში და ყოველ ადგილას“ (მოსია 18:9).

„წამოიწყეთ დისკუსია“

გენერალური კონფერენციის გზავნილებს შეუძლია შთაგაგონოთ საოცარ, აზრიან, სულიერ საუბარზე. ასეთი საუბრები კი აძლიერებს თქვენს ურთიერთობებს, გეხმარებათ მოწმობის გაძლიერებაში და სიხარულის მომტანია! (იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:22).

„გამოიყენეთ შეკითხვები“

კარგი შეკითხვები დაგეხმარებათ, გაიგოთ სხვების ინტერესები, მწუხარება ან შეკითხვები. ისინი გააღრმავებენ თქვენს სწავლებას, მოიწვევენ სულიწმინდას და დაეხმარებიან ადამიანებს სწავლაში“.4

შენიშვნები

  1. Dallin H. Oaks, “Love and the Law” (video), mormonandgay.ChurchofJesusChrist.org.

  2. “Come, All Ye Sons of God,” Hymns, no. 21.

  3. David A. Bednar, “Flood the Earth through Social Media,” Liahona, Aug. 2015, 50.

  4. Preach My Gospel: A Guide to Missionary Service (2004), 185.

ამობეჭდვა