2020
მზრუნველობა საეკლესიო ღონისძიებების მეშვეობით
ივლისი, 2020 წ.


„მზრუნველობა საეკლესიო ღონისძიებების მეშვეობით“, ლიახონა, 2020 წ. ივლისი

გამოსახულება
მზრუნველობა

ბად კორკინის მიერ გადაღებული ფოტო: ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარავს შლის; შერი პრაის მაკფარლენდის მიერ გადაღებული ფოტო: გოგონა, რომელიც მაგიდას აწყობს; გეთი იმიჯი

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. ივლისი

მზრუნველობა საეკლესიო ღონისძიებების მეშვეობით

რედაქტორის შენიშვნა: ეს სტატია დაიწერა COVID-19 -თან დაკავშირებული პანდემიის დაწყებამდე. ზოგიერთი წინადადება დისტანცირების პირობებში არ იქნება გამოსადეგი, მაგრამ ძალაში შევა საეკლესიო შეხვედრებისა და ღონისძიებების აღდგენისთანავე. საჭიროებისას, მოარგეთ ეს წინადადებები ამჟამინდელი საეკლესიო და მთავრობის მითითებებს.

ჩვენი მეურვეობის წევრების, მოყვასისა და მეგობრებისადმი მზრუნველობის გაწევის ერთ-ერთი ხერხია საეკლესიო ღონისძიებები. როცა გეგმავთ იმ პიროვნების საჭიროებებზე ან ინტერესებზე აგებულ ღონისძიებებს, რომელსაც მზრუნველობას უწევთ ან იწვევთ მათ, ჩაერთონ სხვებისთვის განკუთვნილ მსახურებაში ან ღონისძიებებში პალოს, მეურვეობის ან რამდენიმე გაერთიანებული პალოს დონეზე ჩატარებული ღონისძიება შეიძლება გახდეს წევრთა გაძლიერების, გაერთიანებისა და გართობის საშუალება.

საეკლესიო ღონისძიებებმა ასევე შეიძლება გაუხსნას კარი მზრუნველობის საშუალებებს. მაგალითად: საეკლესიო ღონისძიებებს შეუძლია, მოგვცეს მსახურების პროექტებში მონაწილეობის საშუალება, რომელიც დალოცავს სხვებს და დაამყარებს დადებით ურთიერთობებს თემში. საეკლესიო ღონისძიებები ასევე შეიძლება გახდეს შანსი იმისა, რომ მივწვდეთ ეკლესიის ნაკლებად აქტიურ წევრებს, სხვა მრწამსის მეგობრებს ან მეგობრებს, რომლებსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვთ რელიგიასთან.

საეკლესიო ღონისძიებებში მრავალი ადამიანის ჩართვით ჩვენ ვაძლევთ უფალს იმის საშუალებას, რომ დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მრევლი და მეურვეობები, თემები და სამეზობლო.

დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება

ახლოვდებოდა ზამთარი, დევიდ დიქსონს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უზრუნველეყო ოჯახისთვის სითბო.

დევიდი, მისი მეუღე და ორი ქალიშვილი ეს-ესაა გადმოვიდნენ საცხოვრებლად აშშ-ს არიზონას შტატის პატარა, ცენტრიდან მოშორებულ ქალაქ ფრედონიაში, სადაც უდაბნო გარშემორტყმულია დიდებული წითელი კლდეებით, მწარე აბზინდათი და მარად მწვანე მცენარეებით.

სახლი, რომელიც დიქსონებმა იქირავეს, თბებოდა შეშის ღუმელით. დევიდი მალე მიხვდა, რომ შეშის შეგროვება აუცილებელი უნარი იყო, რადგან ზამთარში ფრედონიაში დიდი თოვლი და ყინული იცის.

„საერთოდ არ მქონდა არც შეშა, არც ხერხი და არც ხერხის გამოყენება არ ვიცოდი“! ამბობს დევიდი. „არ ვიცოდი, რა უნდა მექნა“.

მეურვეობის წევრებმა ჰკითხეს დევიდს, ჰქონდა თუ არა ზამთრისთვის შეშა. „დიდი დრო არ დასჭირვებიათ, მიხვედრილიყვნენ, რომ შეშა არ მქონდა“, - ამბობს დევიდი. „უხუცესთა ქვორუმმა მალე შემომთავაზა შეშის შეგროვება. მადლიერებით აღვსილმა მივიღე მათი შემოთავაზება“.

დევიდმა მალე აღმოაჩინა, რომ ეს შეშის შესაგროვებელი ღონისძიება ერთ-ერთი მრავალი კარგად დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და რიცხობრივად მაღალი ტიპიური საეკლესიო ღონისძიება იყო. ერთხელ, შაბათს დილით, დევიდი, უხუცესთა ქვორუმი და მეურვეობის სხვა წევრები სატვირთო მანქანებითა და მისაბმელებით მთაში წავიდნენ.

„ერთ დღეში, საღამომდე, მადლობა მათ იარაღებსა და უნარებს, მეურვეობის წევრებმა შეუგროვეს ჩემს ოჯახს იმდენი შეშა, რომ ალბათ ორი ზამთარიც გვეყოფოდა“, - ამბობს დევიდი. „უფრო მეტიც: მასწავლეს ყველაფერი, რაც შეშის დამოუკიდებლად შეგროვებასთან იყო დაკავშირებული. იმ დროისთვის, როცა ფრედონიიდან წამოვედი, შემეძლო ხერხის ხმარება და ვერც კი დავითვლი, შეშის შეგროვების რამდენ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა“.

მეურვეობის მსგავსი ღონისძიებები დადებით ურთიერთობებს აყალიბებენ არა მხოლოდ ეკლესიის წევრებს შორის არამედ ყველასთან თემში.

„მახსოვს ერთი ქალბატონი, რომელიც არ იყო ეკლესიის წევრი და ახალი გადმოსული იყო“ - ამბობს დევიდი. „მან გასათბობად სახლის პანელების დაწვა დაიწყო. როგორც კი შევიტყეთ მისი გასაჭირის შესახებ, ჩვენ მთელი ზამთრისთვის საკმარისი შეშა მოვუმარაგეთ. იგი იმდენად მადლობელი იყო, რომ საუბარიც არ შეეძლო.

ფრედონიაში მზრუნველობის მცდელობების შედეგად ყოველი ადამიანი ზამთრის განმავლობაში სითბოში და უსაფრთხოდ იყო.

მისწვდეთ სხვებს

რუმინეთში მისიაში მსახურებისას მეგ იოსტი თავის დადნაფიცთან ერთად რეგულარულად სტუმრობდნენ ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ დადიოდა ეკლესიაში. „სტანიკასები იყვნენ ეკლესიის ერთ-ერთი პირველი წევრები რუმინეთში“ - ამბობს მეგი „და ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარდა“.

როცა დადგა მრევლის ღონისძიების დაგეგმვის დრო, ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ მრევლი ჩაატარებდა „პიონერთა საღამოს“. ეს იქნებოდა მამაცი პიონერების მიერ სოლთ-ლეიქ ველში მოსახვედრად შეერთებული შტატების მიწებზე მოგზაურობის აღსანიშნავი საღამო. ეს ასევე იქნებოდა რუმინელი პიონერებისადმი პატივისცემის გამოხატვის საშუალება.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ზოგიერთ წევრისთვის ეს იქნებოდა მათი მოქცევის ისტორიისა და რუმინეთში ეკლესიის ზრდის დამოწმების კარგი საშუალება“, - ამბობს მეგი. „ჩვენ მაშინვე ვიფიქრეთ, რომ სტანიკას ოჯახი უნდა ჩაგვერთო. ჩვენ ისინი მოვიწვიეთ და მათ ეს ძალიან გაუხარდათ“!

ღონისძიების დაწყების დრო დადგა, მაგრამ სტანიკასები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ.

„ჩვენ ვდარდობდით, რომ ისინი არ მოვიდოდნენ“, - იხსენებს მეგი. „მაგრამ დაწყებისთანავე ისინი შემოვიდნენ. სტანიკასებმა მშვენიერი დამოწმება გაგვიზიარეს სახარებისა და ეკლესიის შესახებ. ისინი ასევე იმ წევრებს ესაუბრებოდნენ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ“.

ეკლესიის წევრებმა გაშლილი მკლავებით მიიღეს სტანიკასები. მომდევნო ორშაბათს მეგის სასიამოვნო სიურპრიზო დახვდა - და სტანიკასი ეკლესიაში მოვიდა.

„როცა რამდენიმე თვის შემდეგ მრევლში მოვედი, იგი ისევ იქ დამხვდა“! ამბობს მეგი. „ვფიქრობ, დამოწმების გაზიარების საშუალება, ასევე მრევლში ჩართულობა და საჭიროების შეგრძნება დიდად დაეხმარა მას“.

მზრუნველობის 4 იდეა საეკლესიო ღონისძიებების მეშვეობით

  • დაგეგმეთ ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საჭიროებებს: ღონისძიებების საშუალებით შეგიძლიათ მრავალ საჭიროებას უპასუხოთ. ისინი შეიძლება ისე დაიგეგმოს, რომ ცალკეულ პირისა თუ ჯგუფის საჭიროებებს პასუხობდეს. ისინი ასევე უნდა პასუხობდეს მონაწილეთა საჭიროებებს, იქნება ეს ერთმანეთის გაცნობა, სახარების შესწავლა თუ სულიწმინდის შეგრძნება.

  • მოიწვიეთ ყველა: ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებით ეცადეთ, მოიწვიოთ ისინი, ვისთვისაც მონაწილეობა სასარგებლო იქნება. გახსოვდეთ ახალი წევრები, ნაკლებად აქტიური წევრები, ახალგაზრდები, დასაოჯახებელი ზრდასრული ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და სხვა მრწამსის ადამიანები. მოიწვიეთ ისინი მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გამოხატეთ გრძნობები იმის თაობაზე, როგორ გაგიხარდებათ მათი მოსვლა.

  • შეაგულიანეთ მონაწილეობაზე: მოწვეული პირები გაცილებით მეტს მიიღებენ ღონისძიებისგან, თუკი მათ მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. მონაწილეთა ჩართულობის ერთ-ერთი გზაა მათი ნიჭის, უნარებისა და შესაძლებლობების გამოყენება.

  • ყველას მიესალმეთ: თუ თქვენი მეგობრები ეწვევიან ღონისძიებას, ყველაფერი მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ მათ სასურველ სტუმრად იგრძნონ თავი. და თუ იხილავთ უცნობ ადამიანებს, მიესალმეთ და მეგობრულად მოექეცით მათ!

ამობეჭდვა