2021
ჩაუღრმავდით გამოცხადების პრინციპს
იანვარი, 2021 წ.


„ჩაუღრმავდით გამოცხადების პრინციპს“ Liahona, January 2021

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , იანვარი, 2021

ჩაუღრმავდით გამოცხადების პრინციპს

მე გაგულიანებთ, გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ უკეთ და უფრო ხშირად მოუსმინოთ უფალს, რათა მიიღოთ სინათლე, რომელიც მას სურს, რომ გიბოძოთ.

გამოსახულება
მცენარე

 სურათი გეტი იმიჯიდან

2017 წ. 30 სექტემბერს, გენერალური კონფერენციის საღამო სესიის შემდეგ, მე შევჩერდი საავადმყოფოსთან, რათა მომენახულებინა ქვორუმის ჩემი საყვარელი წევრი, უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი. იგი საავადმყოფოში იწვა რამდენიმე დღით ადრე მიღებული ინფარქტის გამო.

ეს შესანიშნავი ვიზიტი იყო და მისი მდგომარეობაც თითქოს უმჯობესდებოდა. იგი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავდა, რაც კარგი ნიშანი იყო.

თუმცა იმ საღამოს, სულიწმინდამ მიკარნახა გულში და გონებაში, რომ კვირას ისევ უნდა მომენახულებინა იგი საავადმყოფოში. გენერალური კონფერენციის კვირის დილის სესიის დროს მე ისევ დამიბრუნდა ის ძლიერი გრძნობა. ვიგრძენი, რომ სამხარი უნდა გამომეტოვებინა და მეჩქარა უხუცეს ჰეილსთან მისვლა დილის სესიის დასრულებისთანავე.

როცა საავადმყოფოში მივედი, დავინახე, რომ უხუცეს ჰეილსის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. სამწუხაროდ, იგი ჩემი იქ მისვლიდან 10 წუთის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ მე მადლიერი ვარ, რომ მის გარდაცვალებისას მისი, მისი ორი შვილისა და მეუღის გვერდით ვიმყოფებოდი.

რაოდენ მადლიერი ვარ, რომ სულიწმინდამ მიბიძგა, გამეკეთებინა ის, რასაც სხვაგვარად არ მოვიმოქმედებდი. და რაოდენ მადლიერი ვარ გამოცხადების რეალობისთვის და იმისთვის, რომ ზეცა კიდევ ერთხელ გაიხსნა.

ამ წელს ჩვენი პირადად და გაკვეთილებზე სასწავლო მასალა იქნება მოძღვრება და აღთქმები. ამ „ღვთაებრივ გამოცხადებებს და შთაგონებულ განცხადებებს“ შეუძლია, დალოცოს ყველა, ვინც სწავლობს და მოქმედებს მათი ღვთიური მითითებების თანახმად. ისინი იწვევენ „ყველას, ყველგან, უსმინონ უფალ იესო ქრისტეს ხმას“,1 რამეთუ ჭეშმარიტად, „უფლის ხმა მოუწოდებს ყოველ ადამიანს“ (მოძღვრება და აღთქმები 1:2).

საფრთხე, სიბნელე, მოტყუება

ფიზიკური და სულიერი ქარიშხლები დედამიწაზე ცხოვრების ნაწილია, როგორც ეს COVID-19-თან დაკავშირებულმა პანდემიამ გაგვახსენა. მხსნელმა, თავის მეორე მოსვლამდე, იწინასწარმეტყველა დიდი გასაჭირის დღეები. მან თქვა: „იქნება შიმშილობა, ტანჯვა და მიწისძვრები სხვადასხვა ადგილებში“ (ჯოზეფ სმითი - მათე 1:29).

ამგვარი გასაჭირის დანართია მზარდი სიბნელე და მოტყუება, რაც გარს გვერტყმის. როგორც იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, „მის დაბრუნებამდე ბოროტება იმატებს (ჯოზეფ სმითი - მათე 1:30).

სატანამ დარაზმა თავისი ძალები და მძვინვარებს უფლის საქმისა და მათ წინააღმდეგ, ვინც მასშია ჩართული. ამ მზარდი საფრთხეების გამო, რაც მატულობს, არასოდეს არ ყოფილა ჩვენი საჭიროება ღვთიური მითითებებისთვის იმაზე დიდი, ვიდრე ახლა და არასოდეს არ ყოფილა ასე დასაჩქარებელი ჩვენი მცდელობები, მოვუსმინოთ ჩვენი ქომაგის, მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს, ხმას.

როგორც ვთქვი მალევე მას შემდეგ, რაც მომიხმეს ეკლესიის პრეზიდენტად: უფალი მზადაა, გაგვიმხილოს თავისი ჩანაფიქრი. ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დალოცვა ჩვენთვის.2

ჩვენს დროში იგი დაგვპირდა: „თუ მოითხოვ, მიიღებ გამოცხადებას გამოცხადებაზე, ცოდნას ცოდნაზე“ (მოძღვრება და აღთქმები 42;61).

მე ვიცი, რომ იგი უპასუხებს ჩვენს ვედრებას.

როგორ ვუსმინოთ მას

აუცილებელია დღეს, იცოდე, როგორ საუბრობს სულიწმინდა. პირადი გამოცხადების მისაღებად, კითხვებზე პასუხის პოვნისთვის, მითითებების მისაღებად და დაცულობისთვის ჩვენ უნდა გვახსოვდეს ნიმუში, რომელიც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა დაგვიტოვა.

პირველი: უნდა ჩავიძიროთ წმინდა წერილში. როცა ასე მოვიქცევით, ჩვენი გონება და გული გაიხსნება მხსნელის სწავლებებისა და ჭეშმარიტებებისთვის. ქრისტეს სიტყვები „გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“ (2 ნეფი 32:3), განსაკუთრებით ამ არეულობისა და გაურკვევლობის დღეებში.

შემდეგი - ლოცვა. ლოცვა მოითხოვს ინიციატივას, ასე რომ ჩვენ თავს ვიმდაბლებთ ღმერთთან, ვპოულობთ ჩუმ ადგილს, სადაც რეგულარულად შეგვიძლია სიარული და ვუშლით ღმერთს გულს.

უფალი ამბობს: „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით; ბეჯითად მეძებეთ და მიპოვით; ითხოვეთ, და მიიღებთ; დააკაკუნეთ და გაგეღებათ“ (Doctrine and Covenants 88:63).

უფალთან მიახლოებას მოაქვს ნუგეში და გამხნევება, იმედი და განკურნება. ასე რომ, ჩვენ ვლოცულობთ მისი სახელით ჩვენი წუხილისა და სისუსტის, სანატრელისა და საყვარელი ადამიანებისთვის, ჩვენი მოწოდებებისა და შეკითხვების გამო.

შემდეგ ვუსმენთ.

თუ ჩვენ ლოცვის დასრულების შემდეგ კიდევ რაღაც გარკვეული დროის მანძილზე მუხლებზე ვრჩებით, ჩვენ გონებაში დაგვებადება გრძნობები, აზრები და მითითებები. ამ შეგრძნებების ჩაწერა დაგვეხმარება, გვახსოვდეს, რა მოქმედებებს მოითხოვს ჩვენგან უფალი.

გამოსახულება
ქალი სწავლის პროცესში

ამ პროცესის ყოველდღე გამეორებით ჩვენ, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სიტყვებით, “გამოცხადების პრინციპს ჩავუღრმავდებით”.3

გამოცხადების მიღების ღირსნი

სულიწმინდის ჩურჩულის ამოცნობის დახვეწისა და გამოცხადების მიღების უნარის ზრდა მოითხოვს, ვიყოთ ღირსეულნი. იყო ღირსეული არ ნიშნავს, იყო სრულყოფილი, მაგრამ მოითხოვს ჩვენგან, ვისწრაფოდეთ სიწმინდისკენ.

უფალი ელის ჩვენგან ყოველდღიურ მცდელობას, ყოველდღიურ გაუმჯობესებას, ყოველდღიურ მონანიებას. ღირსეულობას მოაქვს სიწმინდე, სიწმინდე კი გვხდის სულიწმინდის ღირსად. როცა „სულიწმინდა მივიღეთ მეგზურად“ (მოძღვრება და აღთქმები 45:57), ჩვენ პირადი გამოცხადების ღირსნი ვხდებით.

თუ რამე გვაბრკოლებს, გავხსნათ ზეციური მითითებების კარი, ალბათ მონანიებაა საჭირო. მონანიება ნებას გვრთავს, გავხსნათ კარი, რათა მოვისმინოთ უფლის ხმა უფრო ხშირად და უფრო მკაფიოდ.

„სტანდარტი ცხადია“ - გვასწავლიდა უხუცესი დევიდ ა. ბედნარი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „თუ რამე, რასაც ვფიქორბთ, ვხედავთ ან ვაკეთებთ, გვაშორებს სულიწმინდისგან, მაშინ უნდა გავჩერდეთ და აღარ ვიფიქროთ, არ ვუყუროთ და არ ვაკეთოთ ეს. თუ ის, რაც გასართობად არის გამიზნული, მაგალითად, გვაშორებს სულიწმინდისგან, მაშინ, ეს რა თქმა უნდა, საჩვენო გართობა არ არის. რადგან სულიწმინდა ვერ იქნება იქ, სადაც ვულგარულობა, სიუხეშე ან უღირსობაა, ამიტომაც ასეთი რამ საჩვენო არ არის“.4

როცა სიწმინდეს და მორჩილებას გავაორმაგებთ მარხვით, გულმოდგინე ძიებით, წმინდა წერილისა და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვების სწავლით, სატაძრო და ოჯახური ისტორიის სამუშაოთი, ზეცა გაიხსნება. უფალი, თავის მხრივ, შეასრულებს დაპირებას: „გაგიზიარებ ჩემი სულიდან, რაც გონებას გაგინათებს“ (მოძღვრება და აღთქმები 11:13).

შესაძლოა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ ღმერთი გაგვესაუბრება თავისი ხერხით და თავის დროზე.

წვდომის სული

იობმა განაცხადა: „კაცში იმყოფება სული: და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს“ (იობი 32:8). ამ ახალი წლის განმავლობაში მინდა შეგაგულიანოთ, გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა უკეთ და უფრო ხშირად მოუსმინოთ უფალს და მიიღოთ სინათლე, რომელიც მას სურს, რომ გიბოძოთ.

უხუცეს ჰეილსის გარდაცვალებამდე 2017 წ. ოქტომბერში, მან მოამზადა მოკლე გამოსვლა გენერალური კონფერენციისთვის, თუმცა სიტყვით გამოსვლა ვერ მოასწრო. იმ გამოსვლაში მან დაწერა: „ჩვენი რწმენა უფლის გარემოცვაში ყოფნისთვის გვამზადებს“.5

როცა ვიღებთ გამოცხადებას, ჩვენ ღვთის გარემოცვაში ვატარებთ გარკვეულ დროს, როცა იგი გვიცხადებს თავის ჩანაფიქრს, ნებასა და ხმას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:4). დაე, მოქმედებაში გამოვიყენოთ ჩვენი რწმენა, უფალს მოვუწოდოთ, ვიცხოვროთ მისი დაპირებული შთაგონების ღირსად და ვიმოქმედოთ მიღებული მითითებების მიხედვით.

შენიშვნები

  1. მოძღვრება და აღთქმების შესავალი.

  2. Russell M. Nelson, “Revelation for the Church, Revelation for Our Lives,” Liahona, May 2018, 94.

  3. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007წ.), გვ. 132.

  4. David A. Bednar, “That We May Always Have His Spirit to Be with Us,” Liahona, May 2006, 30.

  5. Neil L. Andersen, “Power in the Priesthood,” Liahona, Nov. 2017, 125.

ამობეჭდვა