2021
იესო ქრისტემ გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან
აპრილი, 2021 წ.


„იესო ქრისტემ გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან“, ლიახონა, აპრილი, 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აპრილი, 2021 წ.

იესო ქრისტემ გვიხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან

მისი მსხვერპლის გამო ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა, ვიპოვოთ მარადიული სიმშვიდე და სიხარული.

გამოსახულება
ბოლო სერობა

ქრისტე დედამიწას ქმნის, რობერტ ტ. ბარეტი

ჩვენ მივმართავთ იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს. იმიტომ, რომ მან გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური და სძლია სიკვდილის ძალას. მან გვიხსნა! მისი ჩვენთვის გაღებული მსხვერპლი ანუ გამოსყიდვა, ყველა მოვლენათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მის გამო სიკვდილი აღარ არის ჩვენი ბოლო. მის გამო ჩვენ მოგვეტევება ცოდვები, შეგვიძლია, კვლავ განვიწმინდოთ და ყოველ დღე უკეთესობისკენ ვიზრდებოდეთ.

იესო ქრისტე იყო პირმშო

სანამ დედამიწაზე მოვევლინებოდით ჩვენ ზეციურ მშობლებთან ვცხოვრობდით. როგორც პირმშომ, იესო ქრისტემ წვლილი შეიტანა ამ მშვენიერი სამყაროს შექმნაში. იგი შეირჩა, რათა ჩვენი მხსნელი გამხდარიყო და დათანხმდა, გაჩენილიყო დედამიწაზე, რათა სრულყოფილი მაგალითი დაეტოვებინა ჩვენთვის, ესწავლებინა თავისი სახარება და აღესრულებინა ჩვენთვის გამოსყიდვა.

გამოსახულება
იესო ლოცულობს გეთსიმანიის ბაღში

ო, მამავ, სიმონ დუი

იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა

იესომ იცოდა, რომ მალე უნდა მომკვდარიყო და გეთსიმანიის ბაღში წავიდა, რათა ელოცა. იმ ლოცვის დროს დაიწყო მის მიერ ჩვენი ცოდვების საფასურის გადახდა. იგი საკუთარი ნებით დაიტანჯა, ჩვენ რომ არ გვეტანჯა, თუკი მოვინანიებთ თუ ცოდვებს ზურგს შევაქცევთ და იესოს კვალზე ვივლით, შევძლებთ, ვიპოვოთ მიტევება და განკურნება. იმის გამო, რა გამოიარა იესომ გეთსიმანიაში, მან ზუსტად იცის, რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა. მან იგრძნო ყოველი ჩვენი მწუხარება, ავადმყოფობა და ტკივილი. ეს გამოსყიდვის პირველი ნაწილია.

გამოსახულება
ქრისტეს დაკრძალვა

ქრისტეს დაკრძალვა, კარლ ჰეინრიხ ბლოხი

იესო ქრისტემ სძლია სიკვდილს

გეთსიმანიაში ლოცვის შემდეგ იესო გასცეს, დააკავეს და ჯვარზე გაკვრით სიკვდილი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ მას სრული ძალა გააჩნდა, იესომ დაუშვა თავისი ჯვარზე სიკვდილი. მისმა მიმდევრებმა სიყვარულით დაასვენეს მისი სხეული სამარხში. მათ ვერ გაიაზრეს, რომ მიუხედავად მკვდარი სხეულისა მისი სული ცოცხალი იყო და სულების სამყაროში იმყოფებოდა. სამი დღის შემდეგ იესო გაცოცხლდა და ეწვია მათ, დაამტკიცა რა სიკვდილზე გამარჯვება. ამან გამოსყიდვა დაასრულა. იმის გამო, რომ იესო აღდგა, ყოველი ჩვენგანი აღდგება სიკვდილის შემდეგ.

გამოსახულება
ქრისტე და მარიამი სამარხთან

იგი ცოცხალია, სიმონ დუი

შობისა და აღდგომის მნიშვნელობა

მსოფლიოს უმეტესი ნაწილი აღნიშნავს ორ დღესასწაულს, რომელიც გვეხმარება, გავიხსენოთ იესო ქრისტეს გამოსყიდვა. შობის დროს ჩვენ მადლიერებით ვიხსენებთ, რომ იესომ მოისურვა და მიიღო მისია, მოვლენილიყო დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოიცავდა ტანჯვას და ჩვენთვის სიკვდილს. აღდგომას აღვნიშნავთ მხსნელის გამარჯვებას ცოდვასა და სიკვდილზე, რაც გვაძლევს მარადიული სიხარულის მომავლის იმედს.

გამოსახულება
ქრისტე მოიხმობს პეტრეს და ანდრიას

ქრისტე მოიხმობს პეტრეს და ანდრიას, ჯეიმს ტეილორი ჰარდვუდი

რას გვეუბნება წმინდა წერილი მხსნელის გამოსყიდვის შესახებ?

იმის გამო, რომ იესო სრულყოფილად გვიცნობს, მას შეუძლია, დაგვეხმაროს (იხ. ალმა 7:11-12).

მხსნელს ესმის ჩვენი მწუხარება და დარდი (იხ. ესაია 53:2-5).

ღმერთმა იესო გამოგვიგზავნა, რათა მას ყოველი ჩვენგანი უყვარს (იხ. იოანე 3:16-17).

იესომ ილოცა თავისი მიმდევრებისთვის, ჩვენი ჩათვლით, რათა ბოროტისგან ვყოფილიყავით დაცულები და ვყოფილიყავით ერთი მასთან და მამაზეციერთან (იხ. იოანე 17).

ჩვენი მხსნელი გვიწვევს, ვიაროთ მის კვალზე და დავბრუნდეთ მის გარემოცვაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:16-19, 23-24; 132:23).

ამობეჭდვა