2021
ჩვენს მამაზეციერს სურს, ბედნიერები ვიყოთ
ივლისი, 2021 წ.


„ჩვენს მამაზეციერს სურს, ბედნიერები ვიყოთ“, ლიახონა, ივლისი, 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ივლისი, 2021 წ.

ჩვენს მამაზეციერს სურს, ბედნიერები ვიყოთ

როცა ღმერთის ბედნიერების გეგმა გვახსოვს, ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სიხარული მაშინაც კი, როცა ცხოვრება რთულია.

გამოსახულება
ქრისტე ბავშვებთან ერთად

სანამ დედამიწაზე მოვევლინებოდით, ჩვენ ყველანი მამაზეციერთან ვცხოვრობდით, როგორც მისი სულიერი შვილები. მან წარადგინა გეგმა, რომელიც დაეხმარებოდა მის შვილებს სწავლასა და ზრდაში. მისი გეგმის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, დავემსგავოთ მას და ვიყოთ ღირსნი, დავტკბეთ მარადიული ცხოვრებით. ეს გეგმა რეალურია, რადგან ღვთის ძე, იესო ქრისტე, მოევლინა დედამიწას და დაიტანჯა ჩვენი ცოდვებისთვის; ამ მსხვერპლს ეწოდება გამოსყიდვა.

მამაზეციერის გეგმას ეწოდება

როგორც ამ ამონარიდებიდან და სხვა ამონარიდებიდან ჩანს, მამაზეციერს სურს, დავემსგავსოთ მას, დავუბრუნდეთ მას და ვიყოთ ბედნიერები (იხ. მოსე 1:39).

მან დედამიწაზე სწავლისთვისა და ზრდისთვის გამოგვაგზავნა

ღმერთმა გამოგვაგზავნა დედამიწაზე, სადაც ფიზიკურ სხეულს მივიღებდით (იხ. დაბადება 1:26-27). იმისთვის, რომ დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილება მიგვეღო, ჩვენ სხეული გვჭირდებოდა.

ღმერთმა იცოდა, რომ ყოველთვის არ ვიქნებოდით ბედნიერები. ჩვენ განვიცდით გულგატეხილობას, ტკივილს, სიკვდილსაც კი. მაგრამ ცხოვრებისეული გამოწვევების მეშვეობით მამაზეციერი გვეხმარება სწავლასა და ზრდაში.

ღმერთმა ასევე მოგვცა თავისუფალი არჩევანი კარგსა და ცუდს შორის. იგი გვაძლევს თავისუფლებას, თავად ავირჩიოთ, რა ვიფიქროთ და რა ვაკეთოთ. მან მოგვცა წმინდა წერილი და ცოცხალი წინასწარმეტყველები, რათა დაგვხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში (იხ. აბრამი 3:25).

გამოსახულება
სიცოცხლის ხე

ეცადეთ, დაემსგავსოთ იესო ქრისტეს

ღმერთმა არ გამოგვიშვა დედამიწაზე ისე, რომ არ გვქონოდა მისაბაძი მაგალითი (იხ. იოანე 13:15). მან გამოგვიგზავნა თავისი ერთადერთი ძე, იესო ქრისტე, რათა გზა ეჩვენებინა ჩვენთვის. იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ ვიაროთ მის კვალზე, ჩვენ შეგვიძლია, წავიკითხოთ წმინდა წერილი, რათა შევიტყოთ, ვინ არის იგი და რა გააკეთა მან დედამიწაზე ცხოვრების დროს. როცა ღმერთს ვემორჩილებით და სხვები გვიყვარს, ჩვენ ამით ყველაზე მეტად ვემსგავსებით ქრისტეს.

როცა შეცდომებს ვუშვებთ, ჩვენ მიტევებას ვითხოვთ და ვეყრდნობით იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალას, რათა დაგვეხმაროს, შევიცვალოთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბედნიერნი, როცა ყოველდღე ვცდილობთ, დავემსგავსოთ მას.

სიკვდილი არ არის დასასრული.

სიკვდილის შემდეგ ჩვენი სული გადადის სულების სამყაროში. იქ ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას და ვემზადებით აღდგომისთვის.

აღდგომისას ჩვენი სული და სხეული გაერთიანდებიან. ჩვენი სხეული სრულყოფილი იქნება, ჩვენ აღარ გვეცოდინება სიკვდილი ან ავადმყოფობა (იხ. ალმა 11:44-45). ზუსტად ისე, როგორც ქრისტე მოკვდა და გაცოცხლდა, ჩვენც ისევ ვიცოცხლებთ.

როცა ღმერთი განგვსჯის, იგი განიხილავს ჩვენს ქმედებებსა და სურვილებს. თუ ვცდილობდით მამაზეციერის მცნებებისა და მისთვის დადებული პირობების დაცვას, ჩვენ კვლავ შევძლებთ მასთან ცხოვრებას.

ცხოვრება ღმერთთან და ჩვენს ოჯახებთან ერთად ზეცაში

ცელესტიალურ სასუფეველში ჩვენ ვიცხოვრებთ ღმერთთან და იესო ქრისტესთან. ჩვენ ასევე შევძლებთ, მარად ვიცხოვროთ იქ ჩვენს ოჯახებთან ერთად, თუკი მათთან ჩავიბეჭდებით. ჩვენ ვიპოვით სიმშვიდეს, ბედნიერებასა და დასვენებას (იხ. მოსია 2:41).

ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე შეიძლება ზოგჯერ რთული იყოს, მაგრამ თუ მივბაძავთ იესო ქრისტეს, ჩვენ შევძლებთ, ვიპოვოთ სიხარული ამ ცხოვრებაში და მარადიული ბედნიერება მომავალ ცხოვრებაში.

რას ამბობს წმინდა წერილი ბედნიერების გეგმის შესახებ?

მნიშვნელოვანია ის, როგორ ვცხოვრობთ. ღმერთი დაგვსჯის და დაგვაჯილდოვებს ჩვენი აზრებისა და ქმედებების მიხედვით (იხ. ალმა 41:3).

სატანა ჩვენი ბედნიერების მტერია. იგი გვაცდუნებს, არასწორად გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე და ვცოდავდეთ. მას სურს, გავხდეთ ისეთივე საცოდავები, როგორიც თავად არის (იხ. 2 ნეფი 2:27).

როცა გვწამს ღვთის გეგმა, ჩვენ შეგვიძლია, ვიქონიოთ სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, რა განსაცდელის წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია, მოუთმენლად ველოდოთ იმას, რომ მუდამ ვიცხოვრებთ ღმერთთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:23).

All artwork by J. Kirk Richards

ამობეჭდვა