2021
ოჯახური ისტორია ეხმარება ჩვენს წინაპრებს
დეკემბერი, 2021 წ.


„ოჯახური ისტორია ეხმარება ჩვენს წინაპრებს“, ლიახონა, დეკემბერი, 2021

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , დეკემბერი, 2021

ოჯახური ისტორია ეხმარება ჩვენს წინაპრებს

ოჯახური ისტორია ნიშნავს ჩვენი ოჯახის წევრების აღმოჩენასა და გაცნობას. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი წინაპრების შესახებ, რათა შევძლოთ მათთვის სატაძრო სამუშაოს ჩატარება.

გამოსახულება
ალტერნატიული ტექსტი

მამაზეციერის ბედნიერების გეგმის ცენტრალური ნაწილია ოჯახი. მან ოჯახებს მოუმზადა მარად ერთად ყოფნის ხერხი. ოჯახური ისტორიისა და სატაძრო სამუშაოს ჩატარებით ჩვენ ვეხმარებით როგორც ცოცხალი ისე გარდაცვლილი ოჯახის წევრების გაერთიანებაში. („სატაძრო სამუშაო“ ნიშნავს საკუთარი თავისთვის წეს-ჩვეულებების მიღებას, როგორიცაა მეუღლესთან ჩაბეჭდვა, ასევე წინაპრებისთვის ტაძარში წეს-ჩვეულებების ჩატარებას).

ოჯახური ისტორია და სატაძრო სამუშაო

ყოველ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა ან იცხოვრებს დედამიწაზე, ესაჭიროება სახარების წეს-ჩვეულებები. თუ ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა, ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ მათთვის წეს-ჩვეულებები ტაძარში. ერთ-ერთი ასეთი წეს-ჩვეულებაა ოჯახის წევრებთან ჩაბეჭდვა. „ჩაიბეჭდო“ ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ, მარად ვიცხოვროთ ოჯახთან ერთად, თუკი მართალი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ოჯახებთან ჩაბეჭდვა მხოლოდ ტაძრებშია შესაძლებელი.

ოჯახური ისტორიის სამუშაოს კურთხევები

გამოსახულება
ოჯახი

ოჯახურ ისტორიას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენი ოჯახის ცოცხალ წევრებთან ურთიერთობების გაძლიერებაში. ერთმანეთში ამბების, სურათებისა და სხვა მოგონებების გაზიარებით ჩვენ ვქმნით ოჯახურ კავშირებს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. წინასწარმეტყველები ასევე დაგვპირდნენ, რომ ოჯახურ ისტორიაზე მუშაობა ჩვენ იესო ქრისტესთან დაგვაახლოვებს.

წინაპრების პოვნა

გამოსახულება
ჩანაწერები ჩინურ ენაზე

მამაზეციერს სურს, ჩავიბეჭდოთ ამჟამინდელ ოჯახთან და წინაპრებთან. სანამ წინაპრებთან ჩავიბეჭდებით, საჭიროა ვიპოვოთ და შემდეგ შევინახოთ მათ შესახებ ინფორმაცია. მაგრამ ოჯახური ისტორია სახელების, თარიღებისა და ადგილების მოძიებაზე მეტი რამ არის. ჩვენი წინაპრების შეცნობით ჩვენ მათთან უფრო ახლო კავშირს ვამყარებთ.

ამობეჭდვა