2022
საეკლესიო მოწოდებებში მსახურება
მარტი, 2022 წ.


„საეკლესიო მოწოდებებში მსახურება“, ლიახონა, მარტი, 2022.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მარტი, 2022 წ.

საეკლესიო მოწოდებებში მსახურება

ეკლესიის ხელმძღვანელები სთხოვენ წევრებს, იმსახურომ კონკრეტულ დავალებებში, რომლებსაც „მოწოდება“ ეწოდება. მოწოდება აძლევს წევრს საშუალებას, ემსახუროს სხვებს და უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან.

გამოსახულება
მამაკაცი ეტლში ატარებს გაკვეთილს ეკლესიაში.

დევიდ ბოუენ ნიუტონის ფოტო.

მოწოდებებში მსახურებისას ჩვენ ვეხმარებით ღვთის საქმის შესრულებას. ჩვენ ვასწავლით სხვებს მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესახებ და ვეხმარებით მათ, ვისაც ვასწავლით, უფრო ახლოს მივიდნენ მათთან. ერთგული მსახურებით ჩვენ ასევე ვიღებთ კურთხევებს.

მოწოდებების მიღება

გამოსახულება
ახალგაზრდა მამამკაცი დგას მრევლის წინაშე

ვინც ეკლესიაში მსახურობს, ღმერთისგან მიიღო მოწოდება. ეკლესიის ხელმძღვანელები ლოცულობენ შთაგონებისთვის, რათა გაიგონ, ვის სთხოვონ კონკრეტულ მოწოდებაში მსახურება. შემდეგ ხელმძღვანელი სთხოვს წევრს, იმსახუროს მოწოდებაში და უხსნის მას მოწოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საეკლესიო შეკრებაზე მეურვეობისა ან მრევლის წევრების ხმის მიცემის საშუალებით ხდება ამ წევრების მოწოდებაში მხარდაჭერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ პიროვნებას, რომელიც ამ მოწოდებაში იმსახურებს. შემდეგ ამ წევრს სამღვდელოების ხელმძღვანელი აძლევს კურთხევას. ამას ეწოდება ხელდასხმით დანიშვნა. წევრს ეძლევა უფლებამოსილება, იმოქმედოს ამ მოწოდებაში და სხვა კურთხევებში, რაც მათ მსახურებაში დაეხმარება.

ეპისკოპოსები

ეპისკოპოსი გახლავთ მეურვეობის ხელმძღვანელი. (მრევლში - მრევლის პრეზიდენტი ეპისკოპოსის ტოლფასია). პალოს პრეზიდენტი უწევს რეკომენდაციას მღვდლობის ღირსეულ მატარებელს, მიიღოს მოწოდება ეპისკოპოსის პოზიციაზე. მოწოდებას იწონებს პირველი პრეზიდენტობა. შემდეგ ეპისკოპოსს მხარს უჭერენ და ხელდასხმით აკურთხებენ მსახურებაზე. იგი ასევე იღებს მღვდლობის გასაღებებს, რაც ნიშნვა იმას, რომ მას ენიჭება მეურვეობის მართვის უფლებამოსილება. ეპისკოპოსი ემსახურება და ხელმძღვანელობს მეურვეობის ყველა წევრს.

პრეზიდენტობები

სამღვდელოების ქვორუმები და მოწყალების საზოგადოება, ახალგაზრდა ქალები, დაწყებითი საზოგადოება, საკვირაო სკოლის ორგანიზაციები - ყველანი იმართებიან პრეზიდენტობების მიერ, როგორც წესი - პრეზიდენტისა და ორი მრჩევლის მიერ. უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობებს მოიხმობს და ხელდასხმით აკურთხებს პალოს პრეზიდენტობა. ეპისკოპოსობა სთხოვს წევრებს, იმსახურონ მრევლის სხვა პრეზიდენტობებში და ხელდასხმით ნიშნავს მათ. ყველა ხელმძღვანელი ემსახურება წევრებს მათ ქვორუმებსა თუ ორგანიზაციებში. ისინი ემსახურებიან წევრთა საჭიროებებს და ეხმარებიან მათ, იგრძნონ ღმერთის სიყვარული.

გამოსახულება
ქალბატონს მიაქვს საჭმელი ბავშვიანი ქალისთვის

სხვა მოწოდებები

ეკლესიის სხვა მოწოდებები: მასწავლებელი, მუსიკის საკითხებში დამხმარე პირი, ჩანაწერების წარმოება, ახალგაზრდებისთვისა და ბავშვებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა ტიპის მსახურება. ყოველი მოწოდება ეკლესიაში მნიშვნელოვანია და აძლევს წევრებს საშუალებას, ემსახურონ სხვებს და ღმერთს. ჩვენს მოწოდებებში ერთობლივად მუშაობისას ჩვენ ვაძლიერებთ სხვებს და ვეხმარებით ეკლესიას ზრდაში.

ამობეჭდვა