„ტანჯვაში მყოფი მხსნელი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აპრილი, 2022 წ.
ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , აპრილი, 2022 წ.
ტანჯვაში მყოფი მხსნელი
იესო ქრისტეს მოსვლამდე ასობით წლის წინ ესაიამ იწინასწარმეტყველა მისი ტანჯვა ჩვენი ცოდვების გამო.
შესაზიზღი და კაცთაგან მიტოვებული
როცა იესო ქრისტე მოევლინა დედამიწას, ზოგს სწამდა იგი, მაგრამ უმეტესობას - არა. მას ზემოდანაც კი უყურებდნენ , მრავალს კი იგი სძულდა. ბოლოს, ხალხმა გადაწყვიტა, ეწამათ იგი და მოეკლათ. (იხ. 1 ნეფი 19:9).
იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი
იესო ქრისტემ აიღო საკუთარ თავზე ყოველი ჩვენი ტკივილი, სნეულება და სისუსტე. მან ეს გააკეთა, რათა შევებრალებინეთ და სცოდნოდა, როგორ დაგვხმარებოდა. (იხ. ალმაAlma 7:11-13).
იგი დაჭრეს ჩვენი ცოდვების გამო
იესო ქრისტე დაიტანჯა ჩვენი ცოდვებისთვის. მან ეს გააკეთა ჩვენი ცოდვების მიტევებისთვის, თუკი მოვინანიებდით. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:11; 19:15–19).
და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ
„მისი ჭრილობები“ არის მისი სხეულის დალეწილი ადგილები. ამაში იგულისხმება ჩვენ გამო მის მიერ ატანილი ტანჯვა, მისი დაღვრილი სისხლისა და სიკვდილის ჩათვლით. რადგან იესო ქრისტე დაიტანჯა ჩვენთვის, ჩვენ შეგვიძლია, კვლავ განვიკურნოთ. მისი მსხვერპლის გამო შესაძლებელია ჩვენი ცოდვების მიტევება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი აღთქმების დაცვას, იგი კი გვკურნავს და გვცვლის. (იხ. მოსია 3:7–11; რწმენის სიმბოლოები 1:3.)
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly For the Strength of Youth Message, April 2022. Language. 18314 131