„ქარიშხლებში მყარად მდგომნი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, მაისი, 2022 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მაისი, 2022 წ.
ქარიშხლებში მყარად მდგომნი
ამონარიდები
მათთვის, ვინც საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე დარდობს არსებობს ღვთის დაპირების იმედი, რომ ქარიშხლების დროს გვექნება უსაფრთხო ადგილი. …
მეფე ბენიამინის წინასწარმეტყველური სიტყვები დღესაც გვეხება. . …
მან მოიწვია საკუთარი ხალხი და ჩვენ, ავაშენოთ ერთადერთ უსაფრთხო კლდეზე, რომელიც არის მხსნელი. მან ნათლად დაგვანახა, რომ თავისუფალნი ვართ კეთილისა და ბოროტს შორის არჩევანში და რომ თავს ვერ ავარიდებთ ჩვენი არჩევნის შედეგს.
ჩვენი ბუნება იცვლება, რათა ბავშვს დავემსგავსოთ, გავხდეთ ღმერთისადმი მორჩილნი და უფრო მოსიყვარულენი. ამ ცვლილების გამო გავხდებით ღირსნი იმისა, რომ დავტკბეთ სულიწმინდისგან მომავალი ყოველი ძღვენით. სულიწმინდის თანამგზავრობა გვანუგეშებს, წინ გაგვიძღვება და გაგვაძლიერებს. …
როცა ცხოვრებისეული ქარიშხლების წინაშე აღმოჩნდებით თქვენ შეძლებთ, მყარად იდგეთ, რადგან თქვენ იესო ქრისტეს რწმენის კლდეზე დგახართ. ეს რწენა მიგიყვანთ ყოველდღიურ მონანიებამდე და აღთქმის თამიმდევრულ დაცვამდე. და მაშინ თქვენ ყოველთვის გეხსომებათ იგი. და სიძულვილისა და ბოროტების ქარიშხლებშიც კი თქვენ მყარად და იმედიანად იგრძნობთ თავს. …
… მიიღეთ მისი დახმარება, როგორც თავმდაბალმა და მოსიყვარულე ბავშმა. დადეთ და დაიცავით აღთქმები, რომლებსაც გთავაზობთ უფალი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. ისინი გაგაძლიერებენ. მხსნელმა იცის ქარიშხლებისა და უსაფრთხო ადგილების შესახებ მასთან და მამაზეციერთან უკან დასაბრუნებელ გზაზე. მან იცის ხერხი. იგი არის გზა.
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Liahona Message, May 2022. Georgian. 18351 131