2022
წმინდა წერილი: ღვთის სიტყვა
ივნისი, 2022 წ.


„წმინდა წერილი: ღვთის სიტყვა“, ლიახონა, ივლისი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა ივლისი, 2022 წ.

წმინდა წერილი: ღვთის სიტყვა

გამოსახულება
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ჩანაწერი

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, ჯუდით ა. მეჰრი

წმინდა წერილი არის ძირითადად წინასწარმეტყველების მიერ დაწერილი წმინდა წიგნები. წმინდა წერილი მოწმობს იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე. ეკლესიის ოფიციალური წმინდა წერილია ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა), მორმონის წიგნი, მოძღვრება და აღთქმები და ძვირფასი მარგალიტი.

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმა არის ძველ დროში ღმერთისა და მისი აღთქმის ხალხის შორის ურთიერთობის ჩანაწერები. იგი მოიცავს ისეთ წინასწარმეტველების ჩანაწერებს, როგორებიც არიან მოსე, იესო ნავეს ძე, ესაია, იერემია და დანიელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაიწერა იესო ქრისტეს დაბადებამდე ასობით წლის წინ, მრავალმა წინასწარმეტყველმა ძველი აღთქმიდან დაწერა მის შესახებ.

ახალი აღთქმა

ახალი აღთქმა მოიცავს ჩანაწერებს იესო ქრისტეს დაბადების, მიწიერი ცხოვრების, სწავლებისა და გამოსყიდვის შესახებ. ის ასევე მოიცავს ქრისტეს მოციქულების და სხვა მოწაფეების სწავლებას. ახალი აღთქმა გვეხმარება გავიგოთ, როგორ ვიცხოვროთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით დღეს.

გამოსახულება
იესო ქრისტეს მთაზე ქადაგება

მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ

მორმონის წიგნი არის ძველი ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ხალხის ჩანაწერი. ის მოიცავს წინასწარმეტყველების სწავლებების ჩანაწერებს და მისი მთავარი მიზანია, დაარწმუნოს ყველანი, რომ იესო არის ქრისტე. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გადათარგმნა მორმონის წიგნი ოქროს ფირფიტებიდან ღმერთის ძღვენითა და ძალით.

გამოსახულება
ჯოზეფ სმითი იღებს გამოცხადებას

ჯოზეფ სმითი იღებს გამოცხადებას, დანიელ ა. ლუისი

მოძღვრება და აღთქმები

მოძღვრება და აღთქმები მოიცავს ჯოზეფ სმითისადმი და სხვა უკანასკნელ დღეთა წმინდანებისადმი ბოძებულ გამოცხადებებს. ეს გამოცხადებები აღწერს, როგორ მოხდა ქრისტეს ეკლესიის ორგანიზება. ისინი ასევე მოიცავს სახარების მნიშვნელოვან სწავლებებს მღვდლობის, სახარების წეს-ჩვეულებებისა და იმის შესახებ, რა მოხდება ამ ცხოვერბის შემდეგ.

ძვირფასი მარგალიტი

ძვირფასი მარგალიტი მოიცავს მოსესა და აბრაამის წიგნებს, ჯოზეფ სმითის მოწმობასა და ეკლესიის რწმენის სიმბოლოებს. ის ასევე მოიცავს ჯოზეფ სმითი - მათეს ანუ ჯოზეფ სმითის მიერ ახალი აღთქმის თარგმანის ნაწილს.

წმინდა წერილის შესწავლა

წინასწარმეტყველმა გვასწავლა, ყოველდღიურად შევისწავლოთ წმინდა წერილი. ეს დაგვეხმარება რწმენის ზრდასა და მამაზეციერსა და იესო ქრისტესთან დაახლოვებაში. წმინდა წერილის ლოცვით შესწავლისას სულიწმინდა გვეხმარება, ჩვენს კითხვებზე სწორი პასუხების პოვნაში.

თანამედროვე წმინდანები

როცა წინასწარმეტყველები და მოციქულები დღეს საუბრობენ სულიწმინდის ძალით, მათი სიტყვები წმინდა წერილის დარია. ამის ერთ-ერთი მაგალითი გენერალური კონფერენციაა. ჩვენ შეგვიძლია, მაისში და ნოემბერში ვისწავლოთ კონფერენციის მასალები ლიახონაში.

გამოსახულება
მოსე განდევნის სატანას

მოსე განდევნის სატანას, იოსებ ბრიკი

ამობეჭდვა