2022
რა არის ოჯახური საღამო?
აგვისტო, 2022 წ.


„რა არის ოჯახური საღამო“? ლიახონა, აგვისტო, 2022.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აგვისტო, 2022 წ.

რა არის ოჯახური საღამო?

გამოსახულება
პატარა გოგონა დედ-მამასთან ერთად გარეთ ზის

ოჯახური საღამო არის დრო, რომელსაც გამოყოფთ, რათა კვირის განმავლობაში ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ იგი. ამ დროს შეგიძლიათ, „ისწავლოთ სახარება, გააძლიეროთ დამოწმება, გაერთიანდეთ და ისიამოვნოთ ერთად ყოფნით“ (General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 2.2.4, ChurchofJesusChrist.org). ოჯახური საღამო ყოველ ოჯახში განსხვავდება. თუმცა მისი მიზანია - გამოვიყენოთ ეს დრო იმისთვის, რომ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს და მხსნელს.

მომზადება

მოიფიქრეთ ღონისძიება, რომელიც მოსწონს თქვენს ოჯახს და რომელიმე თემა სახარებიდან, რომლის შესწავლადა განხილვა გსურთ ერთობლივად. ასევე, აირჩიეთ ისეთი დღე და დრო კვირის განმავლობაში, როცა მთელი ოჯახი ერთად იკრიბება. ეკლესია აგულიანებს წევრებს, ორშაბათს საღამოს ჩაატარონ ოჯახური საღამო. თუმცა ოჯახს შეუძლია, თავად შეარჩიოს დღ, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია მათთვის.

გამოსახულება
ოჯახური ლოცვა

ლოცვა

მრავალი ოჯახი ლოცვით იწყებს და ასრულებს ოჯახურ საღამოს. ეს მათ სახლში სულიწმინდას იწვევს. ოჯახური საღამო იდეალური დროა იმისთვის, რომ ბავშვებმა და ზრდასრულება ერთად ისწავლონ ლოცვა.

მუსიკა

მრავალი ოჯახი ასევე გახსნით და დასკვნით ჰიმნებს მღერის. ისინი, როგორც წესი, ირჩევენ ჰიმნს კრებულიდან ან საბავშვო საგალობლებიდან. ეკლესიას აქვს მუსიკალური ჩანაწერები ბმულზე music.ChurchofJesusChrist.org. ასევე შეგიძლიათ უყუროთ ტაბერნაკალური გუნდის ვიდეოებს ტაძრის მოედნიდან. ოჯახური საღამოს დროს სიმღერების შესრულება ეხმარება წევრებს, ისწავლონ ის ჰიმნები, რომლებსაც ეკლესიაში მღერიან.

გაკვეთილი

ოჯახური საღამოს ჩასატარებლად ეკლესიას მრავალი დამხმარე წყარო აქვს. შეგიძლიათ, რამდენიმე წუთი დაუთმოთ ლიახონა-დან, მეგობარი-დან ან ახალგაზრდების გასაძლიერებლად-დან სტატიის წაკითხვასა და განხილვას. ეს ასევე შეიძლება გახდეს ეკლესიის ვიდეოს ყურების ან განხილვის დრო. ან შეგიძლიათ, წაიკითხოთ რომელიმე გამოსვლა გენერალური კონფერენციიდან, წაიკითხოთ წმინდა წერილი ან განიხილოთ ამ კვირისთვის განკუთვნილი წასაკითხი მასალა მოდი და გამომყევი- დან.

გამოსახულება
ბავშვები ნამცხვარს აცხობენ

ბავშვები აცხობენ ნამცხვარს - მიშელ ლოინესის ფოტო

ოჯახის ჩართულობა

ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ოჯახურ საღამოში. მათ შეუძლიათ, დაეხმარონ ღონისძიების დაგეგმაში, ილოცონ, აირჩიონ სიმღერები ან იდირიჟორონ. მათ გაკვეთილების ჩატარებაც კი შეუძლიათ. ოჯახურ საღამომდე შეგიძლიათ, დაეხმაროთ ბავშვებს, წაიკითხონ მოთხრობა ჟურალიდან მეგობარი ან მათი საყვარელი მოთხრობა წმინდა წერილიდან. შემდეგ ბავშვი შეძლებს ამ მოთხრობის მოყოლას ოჯახისთვის, გაკვეთილის სახით. ბავშვების უმეტესობას უყვარს ოჯახურ საღამოზე მოთხრობების გათამაშება. დართეთ ნება უფროსი ასაკის ბავშვებს, თავად აირჩიონ გაკვეთილი ან გამოსვლა გენერალური კონფერენციიდან, რომლის წაკითხვაც მათ სურთ. შემდეგ, დართეთ მათ ნება, წაიყვანონ დისკუსია.

ღონისძიებები

მრავალი ოჯახი სიამოვნებით ატარებს ღონისძიებებს ოჯახური საღამოს დროს. შიდა ღონისძიებებში იგულისხმება თამაშები, ხელნაკეთი ნივთების შექმნა ან ერთობლივი მზარეულობა.

ღია ცის ქვეშ ღონისძიებებში იგულისხმება სეირნობა, ოჯახთან გასეირნება ან გარეთ ერთად თამაში. მოიფიქრეთ ღონისძიება, რომელშიც მთელი ოჯახი შეძლებს მონაწილეობის მიღებას და იმხიარულეთ ერთად. თავი აარიდეთ შეჯიბრს, რათა სულიწმინდა არ ჩამოგშორდეთ.

მსახურება

ოჯახური საღამო ოჯახების ერთად დროს ტარების საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ, დაეხმაროთ მოხუც მეზობლებს, უსახლკარო ადამიანების თავშესაფარში კვების დარიგების პროცესში მიიღოთ მონაწილეობა, დაუწეროთ წერილი მისიონერებს ან მაგალითად, დაასუფთავოთ ქუჩა.

ამობეჭდვა