2021
კირტლანდის ტაძარი
სექტემბერი, 2021 წ.


„კირტლანდის ტაძარი“, მეგობარი, სექტ. 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი სექტემბერი, 2021 წ.

კირტლანდის ტაძარი

გამოსახულება
ჯოზეფ სმითმა ხილვაში იხილა კირტლანდის ტაძარი

ღმერთმა უბრძანა ჯოზეფ სმითს, აეშენებინა ტაძარი. გამოცხადებაში მან იხილა, როგორი უნდა ყოფილიყო ტაძარი. ეს ღვთის სახლი იქნებოდა.

გამოსახულება
კირტლანდის ტაძრის აშენება

წმინდანები ერთად მუშაობდნენ ტაძრის მშენებლობაზე. მამაკაცებმა ააშენეს მაღალი კედლები. ქალებმა შეკერეს ფარდები და მოქსოვეს ხალიჩა. ბავშვები ეხმარებოდნენ მუშებს იარაღებისა და წყლის მოტანაში.

გამოსახულება
ადამიანები მღერიან

როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, წმინდანები შიგნით შევიდნენ. მათ შეასრულეს ჰიმნი და ყვიროდნენ „ოსანა“! ჯოზეფმა აღავლინა ლოცვა, რათა მიეძღვნა (დაელოცა) ტაძარი.

გამოსახულება
იესო ქრისტე ეწვია კირთლანდის ტაძარს

ერთი კვირის შემდეგ იესო ქრისტე ტაძარში ეწვია ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის. იესომ თქვა, რომ მან მიიღო ტაძარი, როგორც თავისი სახლი.

გამოსახულება
ბავშვები ტაძრის ტერიტორიაზე

დღეს ტაძრები მთელ მსოფლიოშია! ყოველი ტაძარი წმინდა ადგილია. დადგება დღე, შევალ შიგნით და დავდებ დაპირებებს ღმერთთან.

გასაფერადებელი გვერდი

ტაძარი წმინდა ადგილია

გამოსახულება
ბავშვი უზიარებს „მეგობარს“ სხვა ბავშვს

სურათის გადმოსატვირთათ დააწკაპუნეთ მასზე.

ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია

რატომ არის ტაძარი განსაკუთრებული ადგილი?

ამობეჭდვა